თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი

თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი, იუპაქ (ინგლ. International Union of Pure and Applied Chemistry, IUPAC) – კავშირი, რომელიც დაარსდა 1919 წელს. მისი ზოგადი ამოცანაა ქიმიური კვლევების კოორდინირება, რაც მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებას და სტანდარტიზაციას. ამ პრობლემატიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნომენკლატური შექმნა ქიმიური ნაერთებისთვის.[1]

ნომენკლატურა

ორგანულ ნაერთთა ნომენკლატურა

იუპაქ–ის ნომენკლატურის მიხედვით, ნებისმიერი ნაერთის სახელწოდება შედგება პრეფიქს(ებ)ისგან, ფუძისა და ერთი სუფიქსისგან. ფუძე წარმოადგენს ე.წ. ნახშირბადაატომების ძირითადი ჯაჭვის დასახელებას. ნახშირბადატომთა რაოდენობის მიხედვით ძირითადი ჯაჭვი აღინიშნება «მეთ»(1 ნახშირბადატომისთვის), «ეთ»(2–სთვის), «პროპ»(3–სთვის) და «ბუტ»(4–სთვის) «პენტ»(5–სთვის) და ასე შემდეგ. ძირითადად მიჩნეულია ნახშირბადატომების ის ჯაჭვი, რომელიც შეიცავს ე.წ. უფროს ფუნქციურ ჯგუფს. ამასთანავე ძირითადი ჯაჭვი შეიძლება არც იყოს ყველაზე გრძელი (ე.ი. არ შეიცავდეს ყველაზე მეტ ნახშირბადატომს).

სქოლიო

ლიტერატურა

  • საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია; თბილისი,დილა 2006;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი