ილია პრიგოჟინი
ილია რომანოვიჩ პრიგოჟინი (რუს. Илья́ Рома́нович Приго́жин; დ. 25 იანვარი, 1917 — გ. 28 მაისი, 2003) — ფიზიკური ქიმიკოსი და 1988 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.
ილია პრიგოჟინი | |
---|---|
რუს. Илья́ Рома́нович Приго́жин ფრანგ. Ilya Romanovich Prigogine | |
დაბ. თარიღი | 12 (25) იანვარი, 1917[1] ან 25 იანვარი, 1917[2] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[3] |
გარდ. თარიღი | 28 მაისი, 2003[1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [2] [10] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრიუსელი |
მოქალაქეობა | ბელგია[11] რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და არამხატვრული მწერალი |
მუშაობის ადგილი | University of Texas at Austin, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Pierre M. V. Résibois[12] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , Francqui Prize, რუმფორდის მედალი[15] , კოთენიუსის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, Honda Prize, Kampé de Fériet Award, Bogolyubov Prize, honorary doctorate of the University of Valladolid[16] , მეგობრობის ორდენი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[17] , Bourke Award[18] და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
პრიგოჟინი 1917 წლის 25 იანვარს დაიბადა ებრაულ ოჯახში, მოსკოვში, 1917 წლის რუსეთის რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე.[19][20][21][22][23][24] მამამისი რომან პრიგოჟინი იყო ქიმიური ინჟინერი, იმპერიული მოსკოვის ტექნიკურ სკოლაში; დედამისი უილია ვიხმანი იყო პიანისტი. იმის გამო, რომ ოჯახი კრიტიკულად უყურებდა ახალ საბჭოთა სისტემას, მათ 1921 წელს დატოვეს რუსეთი. ისინი პირველად, 1929 წელს გაემგზავრნენ გერმანიაში, ბელგიაში, სადაც პრიგოჟინმა 1939 წელს აიღო ბელგიის მოქალაქეობა. მისი ძმა ალექსანდრე (1913-1991) გახდა ორნითოლოგისტი.[25]
პრიგოჟინმა ქიმია ისწავლა ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც იგი 1950 წელს გახდა პროფესორი. 1959 წელს ბრიუსელში, ბელგიაში, იგი დაინიშნა საერთაშორისო სოლვაის ინსტიტუტის დირექტორად. ამ წელს, აშშ-შიტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლება, სადაც იგი შემდეგ პროფესორად დაინიშნა. 1961 წლიდან 1966 წლამდე იგი დაკავშირებული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის, ენრიკო ფერმის ინსტიტუტთან.[26] 1967 წელს ოსტინში გახდა თერმოდინამიკის და სტატისტიკური მექანიკის ცენტრის თანადამფუძნებელი (ახლა კომპლექსური კვანტური სისტემების ცენტრი).[27]
იგი იყო რამდენიმე სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი, აღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, პრიზი და 53 საპატიო ხარისხი. 1955 წელს დაჯილდოვდა ფრანკის პრემიით, შეუქცევადი თერმოდინამიკის სწავლებისთვის 1976 წელს დაჯილდოვდა რუმფორდის მედლით. ხოლო 1977 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. გარდაცვალებამდე იყო მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის (მიუნხენი) დირექტორი. 1997 წელს გახდა, მსოფლიო აკრედიტაციის სააგენტოს დისტანციური სწავლების საერთაშორისო კომისიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[28][29] 1985 წელს ჰერიოტ-ვოტის უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო დოქტორანტის წოდება.[30]
პრიგოჟინი პირველად დაქორწინდა ბელგიელ პოეტზე ელენე ჯოფეზე (როგორც ავტორი ასევე ცნობილია ელენე პრიგოჟინი), 1945 წელს წყვილს ეყოლა ვაჟი. განქორწინების შემდეგ, 1961 წელს პრიგოჟინმა იქორწინა პოლონეთში დაბადებულ ქიმიკოსზე, მარია პროკოპოვიჩზე (ასევე ცნობილია როგორც მარია პრიგოჟინი). 1970 წელს მათ ეყოლათ ვაჟი, პასკალი.[31]
2003 წელს გახდა იმ 22 ნობელის პრემიის ლაურეატს შორის ერთ-ერთი, რომლებმაც ჰუმანისტურ მანიფესტს ხელი მოაწერეს.[32]
რესურსები ინტერნეტში
- ილია პრიგოჟინი საიტზე Nobelprize.org including the Nobel Lecture, 8 December 1977 Time, Structure and Fluctuations
- The Center for Complex Quantum Systems
- Emergent computation
- Video of Ilya Prigogine talking about complexity YouTube-ზე
- An interview of Ilya Prigogine with Giannis Zisis YouTube-ზე
- Interview with Prigogine (Belgian VRT, 1977)