კლოდ შენონი

კლოდ შენონი (ინგლ. Claude Elwood Shannon; დ. 30 აპრილი, 1916, პეტოსკი, (მიჩიგანი, აშშ) — გ. 24 თებერვალი, 2001, მედფორფი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი მათემატიკოსი, ინჟინერი, კრიპტოანალიტიკოსი. ითვლება „ინფორმაციის თეორიის მამად“.

კლოდ შენონი
ინგლ. Claude Elwood Shannon[1]

ინგლ. Claude Shannon
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1916 (1916-04-30) (108 წლის)
დაბ. ადგილი პეტოსკი, (მიჩიგანი, აშშ)
გარდ. თარიღი 24 თებერვალი, 2001 (84 წლის)
გარდ. ადგილი მედფორფი, მასაჩუსეტსი
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო[2] [3] [4]
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , cryptographer[1] [5] , ინფორმატიკოსი[1] , გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერი[1] და გენეტიკოსი
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[6] [7] , Bell Labs[5] [7] და პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი (1936)
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (1940)
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[8] , მეცნიერების ბაკალავრი[6] და მეცნიერების მაგისტრი[6]
მეუღლე Betty Shannon[1] და Norma Barzman[9]
ჯილდოები სტიუარტ ბალანტაინის მედალი, ჯონ ფრიცის მედალი, ჰაროლდ პენდერის პრემია[10] , ჰარვის პრემია[11] , IEEE-ის ღირსების მედალი[12] , მეცნიერების ეროვნული მედალი[13] , გიბსის ლექცია[13] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[14] , Claude E. Shannon Award, მორის ლიბმანის პრემია[12] , Kyoto Prize in Basic Sciences[13] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] , მარკონის პრემია და Edwin Howard Armstrong Achievement Award[16]
გავლენა მოახდინეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მაგისტრატურაში სწავლისას, 21 წლის ასაკში, მან დაწერა დისერტაცია, სადაც აჩვენა, რომ ლოგიკური ალგებრის ელექტრულ აპლიკაციებს შეუძლიათ ნებისმიერი ლოგიკური რიცხვითი კავშირის აგება. შენონმა თავისი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის კრიპტოანალიზის სფეროში, მათ შორის მისი ფუნდამენტური სამუშაოთი კოდების გატეხვისა და უსაფრთხო ტელეკომუნიკაციების შესახებ.

ბიოგრაფია

1932 წელს დაამთავრა გეილორდის საშუალო სკოლა. შენონმა გამოავლინა მიდრეკილება მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოების მიმართ. მათემატიკა მისი საყვარელი საგანი იყო. სახლში მან ააგო თვითმფრინავების მოდელები, რადიო კონტროლირებადი მოდელის ნავი და მავთულხლართებიანი სატელეგრაფო სისტემა მეგობრის სახლამდე ნახევარ მილის დაშორებით.

ბავშვობაში შენონის გმირი იყო თომას ედისონი. მოგვიანებით კი გაიგო, რომ შორეული ნათესავი იყო. შენონი და ედისონი ჯონ ოგდენის (1609–1682) შთამომავლები იყვნენ.

1936 წელს შენონმა დაიწყო სწავლა ელექტროტექნიკის განხრით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ვანევარ ბუშის დიფერენციალურ ანალიზატორზე, ადრეულ ანალოგურ კომპიუტერზე. ამ ანალიზატორის რთული სქემების შესწავლისას, შენონმა დააპროექტა გადართვის სქემები ბულის კონცეფციებზე დაყრდნობით. 1937 წელს მან დაწერა სამაგისტრო დისერტაცია „რელეს და გადართვის სქემების სიმბოლური ანალიზი“. ნაშრომი ამ თეზისიდან გამოიცა 1938 წელს. ამ ნაშრომში შენონმა დაამტკიცა, რომ მისი გადართვის სქემების გამოყენება შეიძლება ელექტრომექანიკური რელეების მოწყობის გასამარტივებლად, რომლებიც იმ დროს გამოიყენებოდა სატელეფონო ზარის მარშრუტიზაციის გადამრთველებში. შემდეგ მან გააფართოვა ეს კონცეფცია და დაამტკიცა, რომ ამ სქემებს შესაძლებელია ყველა იმ ამოცანის გადაჭრა, რომლის ამოხსნაც შეეძლო ბულის ალგებრას. ბოლო თავში მან წარმოადგინა რამდენიმე სქემის დიაგრამა, მათ შორის 4-ბიტიანი სრული შემკრები.

1948 წელს გამოქვეყნდა შენონის სტატია „კავშირის მათემატიკური თეორია“, რომელმაც ის მსოფლიოში ცნობილი გახადა. სტატიაში გადმოცემული იყო შენონის იდეა, რომელიც შემდგომში ინფორმაციის დამუშავების, გადაცემისა და შენახვის თანამედროვე თეორიებისა და ტექნიკის საფუძველი გახდა.[17]

შენონმა ჩამოაყალიბა კერკჰოფსის პრინციპის ვერსია: „მტერმა იცის სისტემა“. ამ ფორმით იგი ცნობილია როგორც „შენონის მაქსიმა“.

შენონის უმეტესი გამოკვლევები მიეძღვნა შეცდომებისადმი მედეგი კოდების შექმნას და შეტყობინებების დეკოდირების უბრალო მეთოდებს. ბოლო 50 წლის კვლევები დაედო საფუძვლად საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის რეკომენდაციების შექმნას თანამედროვე ციფრულ სისტემებში ინფორმაციის წყაროების კოდირების მეთოდებისა და შეცდომებისადმი მედეგი კოდირების გამოყენებაში.[18]

შენონს განუვითარდა ალცჰეიმერის დაავადება და სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წელი მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. გარდაიცვალა 2001 წელს.

ჯილდოები და აღიარება

  • 1955 — სტიუარტ ბალანტაინის მედალი ფრანკლინის ინსტიტუტიდან
  • 1957 — ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრი
  • 1961 — მიჩიგანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
  • 1966 — IEEE-ს საპატიო მედალი
  • 1972 — ჰარვის პრემია (ისრაელი)
  • 1972 — შენონის პრემია
  • 1983 — ამერიკული ფილოსოფიური საზოგადოების წევრი
  • 2000 — მარკონის პრემია

შრომები

  1. Claude E. Shannon: A Symbolic Analysis of Relay and Switching Circuits, master's thesis, MIT, 1937.
  2. Claude E. Shannon: "A Mathematical Theory of Communication", Bell System Technical Journal, Vol. 27, pp. 379–423, 623–656, 1948 (abstract).
  3. Claude E. Shannon and Warren Weaver: The Mathematical Theory of Communication. The University of Illinois Press, Urbana, Illinois, 1949. ISBN 0-252-72548-4

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • https://www.remembermyjourney.com/Search/Cemetery/325/Map?q=last:%20Shannon&searchCemeteryId=325&birthYear=&deathYear=#deceased=14666286
  • https://mountauburn.org/event/genius-at-mount-auburn-cemetery-2/
  • 5.0 5.1 MIT Professor Claude Shannon dies; was founder of digital communicationsმასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, 2001.
  • 6.0 6.1 6.2 NNDB — 2002.
  • 7.0 7.1 https://books.google.cat/books?id=r3GYDwAAQBAJ&pg=PA38 — გვ. 38.
  • MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  • https://books.google.cat/books?id=r3GYDwAAQBAJ&pg=PA31 — გვ. 31.
  • https://events.seas.upenn.edu/distinguished-lectures/pender-lecture/
  • https://harveypz.net.technion.ac.il/harvey-prize-laureates/
  • 12.0 12.1 https://corporate-awards.ieee.org/wp-content/uploads/complete-past-and-present-recipient-list-1-1.pdf
  • 13.0 13.1 13.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  • https://www.invent.org/inductees/search?combine=Shannon
  • List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 321.
  • https://www.comsoc.org/about/awards/career-awards/ieee-communications-society-edwin-howard-armstrong-achievement-award
  • Shannon C. E. A mathematical theory of communication (англ.) // Bell System Technical Journal — Short Hills: 1948. — Vol. 27, Iss. 3. — P. 379—423. — ISSN 0005-8580
  • М.А. Быховский. Пионеры информационного века. История развития теории связи. выпуск 4. — Эко-Трендз, 2006. — («История электросвязи и радиотехники»)
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი