მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ინგლ. Massachusetts Institute of Technology, აბრევიატურა Mit) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში (აშშ). „მიტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დღევანდელი კამპუსი, რომელიც 68 ჰექტარს მოიცავს, 1916 წელს გაიხსნა.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.[27][28][29] მრავალი წლის განმავლობაში „მიტის“ საინჟინერო სკოლა საუკეთესოდ იყო დასახელებული U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ.[30] ამავე რეიტინგების მიხედვით წარმატებულია „მიტის“ კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, ლინგვისტიკის, ზუსტი მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტები.[31] 2014 წელს მიტმა მესამე ადგილი დაიკავა ჟურნალ „Money“-ის რეიტინგში „საუკეთესო უნივერსიტეტი თქვენი ფულისთვის“. ამავე წელს „Forbes“-მა იგი დაასახელა მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად.[32] მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, იგი მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი იქნებოდა.
კურსდამთავრებულები
- ბაზ ოლდრინი — აპოლო 11-ის ასტრონავტი
- კოფი ანანი — გაეროს მეშვიდე გენერალური მდივანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი
- ვირჯილიო ვარგასი — კოლუმბიის ოცდამეშვიდე პრეზიდენტი
- ბენ ბერნანკე — აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
- რიჩარდ ფეინმანი — ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში
- პოლ კრუგმანი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
- რონალდ მაკნეირი — ასტრონავტი და ფიზიკოსი
- ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი
- იუჰ მინ პეი — არქიტექტორი, პრიცკერის პრემიის მფლობელი
- ალფრედ სლოუნი — General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
|journal=
-ს (დახმარება)