კრისტენ ბელი

კრისტენ ბელი (ინგლ. Kristen Bell; დ. 18 ივლისი, 1980, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთი როლების შესრულებით, როგორებიცაა: კიკი ფილმებიდან „ცუდი დედები“ და „ცუდი დედების შობა“, კლარა როულინგი ფილმში „ბოსი“, ელიზაბეთ ენ მარტინი ფილმში „ერთხელ რომში“ და ა.შ.

კრისტენ ბელი
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1980
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად პოლონელი, გერმანელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) დაქს შეფარდი
შვილ(ებ)ი 2

ბავშვობა

კრისტენ ბელი დაიბადა 1980 წლის 18 ივლისს დეტროიტში, მიჩიგანის შტატში. იგი ლას-ვეგასის ახალი ამბების წამყვან ტომ ბელისა და მისი ცოლის, ექთან ლორელი ბელის (ქალიშვილობის გვარია ფრიჯერი)[1][2]. როდესაც იგი ორი წლის იყო მისი მშობლები განქორწინდნენ, რის შემდეგაც მამამისის მეორე ქორწინებიდან მას ორი ნახევარ-და შეეძინა. მას ასევე ჰყავს ორი ნახევარ-და და ორი ნახევარ-ძმა დედის მეორე ქორწინებიდან. დედამისი წარმოშობით პოლონელია, ხოლო მამამისი არის გერმანული, შოტლანდიური და ირლანდიური წარმომავლობის[3].

შირინის კათოლიკური სკოლის დამთავრების შემდეგ კრისტენმა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში განაგრძო[4].

კარიერა

კრისტენ ბელი და მისი ქმარი დაქს შეფარდი

კრისტენ ბელის სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა თინეიჯერი გოგონას როლით ფილმში „პოლონური ქორწილი“. შემდგომი წლების განმავლობაში იგი მრავალ ფილმსა და სერიალში გადაიღეს პატარა და ეპიზოდურ როლებზე.

2004 წელს სერიალში „ვერონიკა მარსი“ დაამტკიცეს მთავარ, ვერონიკა მარსის როლზე. ამ როლს იგი 2007 წლამდე ასრულებდა. მისი გადაღებების დასრულების შემდეგ, 2007 წელსვე იგი ერთ-ერთ მთავარ როლზე აიყვანეს სერიალში „ჭორიკანა“, რომელშიც 2012 წლამდე თამაშობდა.

სხვადასხვა პერიოდში მას გახმოვანებული აქვს ისეთი ანიმაციური ფილმები და სერიალები, როგორებიცაა: „ასტრო ბიჭი“, „გაყინული“ (ახმოვანებს პრინცესა ანას), „გაყინული2“, „ზოოტოპია“ (ახმოვანებს პრისცილას), „რალფმა ინტერნეტი გააფუჭა“, „სიმფსონები“ და ა.შ.

2010 წელს ფილმში „ერთხელ რომში“ შეასრულა ელიზაბეთ ენ მარტინის როლი[5]. 2017 წელს ფილმში „როგორ გავხდეთ ლათინოსი საყვარელი“ მოირგო სინდის როლი. 2016 წელს ფილმში „ცუდი დედები“ შესრულებული კიკის მთავარი როლი. მომდევნო 2017 წელს ამას მოჰყვა ფილმში „ცუდი დედების შობა“ შესრულებული ისევ კიკის როლი[6]. 2018-2019 წლებში ხუთ სერიალში მან საკუთარი თავის როლი შეასრულა.

პირადი ცხოვრება

2007 წელს კრისტენმა დაასრულა ხუთწლიანი ურთიერთობა თავის საქმრო კევინ მანთან[7]. მათი დაშორების მიზეზი კრისტენის მონოგამიური და კევინის პოლიგამიური შეხედულებები გახდა[8].

2007 წელსვე მან ახალი ურთიერთობა დაიწყო მსახიობ დაქს შეფარდთან, რომელიც ასევე დეტროიტელია. 2010 წლის იანვარში წყვილი დაინიშნა[9], რასაც 2013 წლის 6 ოქტომბერს ქორწილი მოჰყვა[10]. კრისტენსა და დაქსს ორი ქალიშვილი ჰყავთ: პირველი 2013 წელს დაიბადა[11], ხოლო მეორე 2014 წელს[12].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი