კუდქნარა

კუდქნარა, ბოლოქნარა (ლათ. Menura) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველებია. გვარში 2 სახეობაა: ახალჰოლანდიური კუდქნარა (Menura novaehollandiae), რომელსაც თავისებური ფორმის ბოლო აქვს — საჭის ბუმბულებს შორის გამოირჩევა 2, რომლებიც ქნარის ფორმას აძლევენ ბოლოს; მეორე სახეობა — ალბერტის კუდქნარა (Menura alberti) — უფრო პატარაა და ბოლოც შედარებით მოკლე აქვს.

კუდქნარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  Menuridae
გვარი:  კუდქნარა
ლათინური სახელი
Menura

კუდქნარა გავრცელებულია ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო უღრან ტყეში. ახასიათებთ ფარული ცხოვრების ნირი. მეტ დროს მიწაზე ატარებენ. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით (მწერებით, მოლუსკებით), მცენარეთა თესლით.

გამრავლება იწყება აპრილიდან. დედალი აგებს დახურულ ბუდეს მიწაზე, კლდის ნაპრალში ან ხეზე. ივნის-ივლისში დებს ერთადერთ კვერცხს, რომლის სიგრძეა 6 სმ, სიგანე 4 სმ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი