ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე მარტინეს გარსია (ესპ. Luis Enrique Martínez García; დ. 8 მაისი, 1970, ხიხონი, ესპანეთი) — ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი. წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი. ფეხბურთელის სტატუსით ნათამაშები აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: „ხიხონის სპორტინგი“, „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონა“. ამჟამად ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს კატალონიურ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სამეფო თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ენრიკე მარტინეს გარსია
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1970 (1970-05-08) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
ხიხონი, ესპანეთი
სიმაღლე1.80 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1981-1988ხიხონის სპორტინგი
1984-1988→ დეპორტივო ლა ბრანია (იჯარით)
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1988-1990სპორტინგი B
1990-1991სპორტინგი36(14)
1991-1996რეალ მადრიდი157(15)
1996-2004ბარსელონა207(73)
სულ400(102)
ეროვნული ნაკრები
1990-1991ესპანეთი 21 წლ.5(0)
1991-1992ესპანეთი 23 წლ.14(3)
1991-2002ესპანეთი62(12)
2000ასტურია1(0)
სამწვრთნელო კარიერა
2008-2011ბარსელონა B
2011-2012რომა
2013-2014სელტა
2014-2017ბარსელონა
2018–ესპანეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

36 წლის ასაკში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. პირველი სერიოზული გუნდი იყო „ბარსა ბ“, სადაც 2008 წელს ხოსეპ გუარდიოლა ჩაანაცვლა. პირველივე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი რანგით მესამე ჩემპიონატიდან მეორეში გადაიყვანა. 2011 წელს კი დააფიქსირა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. 71 ქულით (20 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება) გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც დღესაც საუკეთესო შედეგია „ბარსა ბ“-სთვის. ამ წარმატების შემდეგ ლუის ენრიკემ ბედი ესპანეთის ფარგლებს გარეთ სცადა და იტალიურ „რომაში“ დაიწყო მუშაობა. იტალიის ჩემპიონატში რომამ მე-7 ადგილი დაიკავა, იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2012 წელს ლუის ენრიკემ დატოვა „რომა“ და 2013 წელს კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვიგოს „სელტა“ ჩაიბარა. იმ სეზონში „სელტამ“ წარმატებით იასპარეზა და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო ვიგოური კლუბისთვის.

2014 წლის ივლისში დაიკავა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. არასახარბიელოდ დაწყებული სეზონი ენრიკემ ტრიუმფით დაასრულა და მოიგო სამივე ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სამეფო თასი. მომდევნო სეზონის დასაწყისში მონაგარს კიდევ ორი ტიტული შემატა:უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2015–2016 წლების სეზონი ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებით დაასრულა. მესამე სეზონი ნაკლებად წარმატებული ჰქონდა, 2017 წლის ივლისში პოსტი დატოვა.

მიღწევები

ფეხბურთელობისას

რეალ მადრიდი:(3)

ბარსელონა:(7)

მწვრთნელობისას

ბარსელონა:(9)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი