უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპა ლიგა)[1].

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
დაარსდა 1960
გაუქმდა 1999
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ (4-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული იტალიის დროშა „ლაციო“ (1-ელ)

გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.

1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.

თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.

ფორმატი

დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960–61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, ტურნირი იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.

ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.

იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.

ფინალები

1995 წელს „რეალ სარაგოსას“ მოგებული თასების მფლობელთა თასი.
სეზონიქვეყანაგამარჯვებულიანგარიშიდამარცხებულიქვეყანა
1960–61 ფიორენტინა (1)2–0; 2–1რეინჯერსი
1961–62 ატლეტიკო მადრიდი (1)1–1; 3–0ფიორენტინა
1962–63 ტოტენჰემ ჰოტსპური (1)5–1ატლეტიკო მადრიდი
1963–64 სპორტინგი ლისაბონი (1)3–3; 1–0მტკ ბუდაპეშტი
1964–65 ვესტ ჰემ იუნაიტედი (1)2–0მიუნხენ 1860
1965–66 ბორუსია დორტმუნდი (1)2–1 დ.დ.ლივერპული
1966–67 ბაიერნი (1)1–0 დ.დ.რეინჯერსი
1967–68 მილანი (1)2–0ჰამბურგი
1968–69 სლოვანი ბრატისლავა (1)3–2ბარსელონა
1969–70 მანჩესტერ სიტი (1)2–1გურნიკი
1970–71 ჩელსი (1)1–1; 2–1რეალ მადრიდი
1971–72 რეინჯერსი (1)3–2დინამო მოსკოვი
1972–73 მილანი (2)1–0ლიდზ იუნაიტედი
1973–74 მაგდებურგი (1)2–0მილანი
1974–75 დინამო კიევი (1)3–0ფერენცვაროში
1975–76 ანდერლეხტი (1)4–2ვესტ ჰემ იუნაიტედი
1976–77 ჰამბურგი (1)2–0ანდერლეხტი
1977–78 ანდერლეხტი (2)4–0აუსტრია ვენა
1978–79 ბარსელონა (1)4–3 დ.დ.ფორტუნა
1979–80 ვალენსია (1)0–0 დ.დ; პენ.5–4არსენალი
1980–81 დინამო თბილისი (1)2–1კარლ ცაისი
1981–82 ბარსელონა (2)2–1სტანდარდი
1982–83 აბერდინი (1)2–1 დ.დ.რეალ მადრიდი
1983–84 იუვენტუსი (1)2–1პორტუ
1984–85 ევერტონი (1)3–1რაპიდი ვენა
1985–86 დინამო კიევი (2)3–0ატლეტიკო მადრიდი
1986–87 აიაქსი (1)1–0ლოკომოტივი ლაიფციგი
1987–88 მეხელენი (1)1–0აიაქსი
1988–89 ბარსელონა (3)2–0სამპდორია
1989–90 სამპდორია (1)2–0 დ.დ.ანდერლეხტი
1990–91 მანჩესტერ იუნაიტედი (1)2–1ბარსელონა
1991–92 ვერდერი (1)2–0მონაკო
1992–93 პარმა (1)3–1ანტვერპენი
1993–94 არსენალი (1)1–0პარმა
1994–95 რეალ სარაგოსა (1)2–1 დ.დ.არსენალი
1995–96 პარი სენ-ჟერმენი (1)1–0რაპიდი ვენა
1996–97 ბარსელონა (4)1–0პარი სენ-ჟერმენი
1997–98 ჩელსი (2)1–0შტუტგარტი
1998–99 ლაციო (1)2–1მალიორკა

სტატისტიკა და რეკორდები

კლუბების მიხედვით

კლუბიგამარჯვებულიდამარცხებულიგამარჯვებულიდამარცხებული
ბარსელონა421979, 1982, 1989, 19971969, 1991
ანდერლეხტი221976, 19781977, 1990
მილანი211968, 19731974
ჩელსი201971, 1998
დინამო კიევი201975, 1986
ატლეტიკო მადრიდი1219621963, 1986
რეინჯერსი1219721961, 1967
არსენალი1219941980, 1995
ფიორენტინა1119611962
ვესტ ჰემ იუნაიტედი1119651976
ჰამბურგი1119771968
აიაქსი1119871988
სამპდორია1119901989
პარმა1119931994
პარი სენ-ჟერმენი1119961997
ტოტენჰემ ჰოტსპური101963
სპორტინგი ლისაბონი101964
ბორუსია დორტმუნდი101966
ბაიერნი101967
სლოვანი ბრატისლავა101969
მანჩესტერ სიტი101970
მაგდებურგი101974
ვალენსია101980
დინამო თბილისი101981
აბერდინი101983
იუვენტუსი101984
ევერტონი101985
მეხელენი101988
მანჩესტერ იუნაიტედი101991
ვერდერი101992
რეალ სარაგოსა101995
ლაციო101999
რეალ მადრიდი021971, 1983
რაპიდი ვენა021985, 1996
მტკ ბუდაპეშტი011964
მიუნხენ 1860011965
ლივერპული011966
გურნიკი011970
დინამო მოსკოვი011972
ლიდზ იუნაიტედი011973
ფერენცვაროში011975
აუსტრია ვენა011978
ფორტუნა011979
კარლ ცაისი011981
სტანდარდი011982
პორტუ011984
ლოკომოტივი ლაიფციგი011987
მონაკო011992
ანტვერპენი011993
შტუტგარტი011998
მალიორკა011999

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ინგლისს ჰყავს. ინგლისურმა გუნდებმა 8-ჯერ მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 15 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება.

ქვეყანაგამარჯვებულიფინალისტი
 ინგლისი85
 ესპანეთი77
 იტალია74
 გერმანია44
 ბელგია34
 სსრკ31
 შოტლანდია22
 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა12
 საფრანგეთი12
 ნიდერლანდები11
 პორტუგალია11
 ჩეხოსლოვაკია10
 ავსტრია03
 უნგრეთი02
 პოლონეთი01

გამარჯვებული მწვრთნელები

სეზონიგამარჯვებული[3]კლუბი
1960–61 ჰანდორ ჰიდეგკუტი ფიორენტინა
1961–62 ხოსე ვილიალონგა ატლეტიკო მადრიდი
1962–63 ბილ ნიკოლსონი ტოტენჰემ ჰოტსპური
1963–64 ანსელმუ ფერნანდეში სპორტინგი ლისაბონი
1964–65 რონ გრინვუდი ვესტ ჰემ იუნაიტედი
1965–66 ვილი მულტაუპი ბორუსია დორტმუნდი
1966–67 ზლატკო ჩაიკოვსკი ბაიერნი
1967–68 ნერეო როკო მილანი
1968–69 მიხალ ვიჩანი სლოვანი ბრატისლავა
1969–70 ჯო მერსერი მანჩესტერ სიტი
1970–71 დეივ სექსტონი ჩელსი
1971–72 უილიამ უოდელი რეინჯერსი
1972–73 ნერეო როკო (2) მილანი
1973–74 ჰაინც კრიუგელი მაგდებურგი
1974–75 ვალერი ლობანოვსკი დინამო კიევი
1975–76 ჰანს კრონი ანდერლეხტი
1976–77 კუნო კლიოტცერი ჰამბურგი
1977–78 რაიმონ გუტალსი ანდერლეხტი
1978–79 ხოაკიმ რიფე ბარსელონა
1979–80 ალფრედო დი სტეფანო ვალენსია
1980–81 ნოდარ ახალკაცი დინამო თბილისი
1981–82 უდო ლატეკი ბარსელონა
1982–83 ალექს ფერგიუსონი აბერდინი
1983–84 ჯოვანი ტრაპატონი იუვენტუსი
1984–85 ჰოვარდ კენდალი ევერტონი
1985–86 ვალერი ლობანოვსკი (2) დინამო კიევი
1986–87 იოჰან კრუიფი აიაქსი
1987–88 აად დე მოსი მეხელენი
1988–89 იოჰან კრუიფი (2) ბარსელონა
1989–90 ვუიადინ ბოშკოვი სამპდორია
1990–91 ალექს ფერგიუსონი (2) მანჩესტერ იუნაიტედი
1991–92 ოტო რეჰაგელი ვერდერი
1992–93 ნევიო სკალა პარმა
1993–94 ჯორჯ გრემი არსენალი
1994–95 ვიქტორ ფერნანდესი რეალ სარაგოსა
1995–96 ლუის ფერნანდესი პარი სენ-ჟერმენი
1996–97 ბობი რობსონი ბარსელონა
1997–98 ჯანლუკა ვიალი ჩელსი
1998–99 სვენ-იორან ერიქსონი ლაციო

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

მწვრთნელიჩემპიონისეზონები
ნერეო როკო41968, 1973
ვალერი ლობანოვსკი1975, 1986
ალექს ფერგიუსონი1983, 1991
იოჰან კრუიფი1987, 1989

ეროვნების მიხედვით

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნებატიტულები
 ინგლისი6
 იტალია5
 გერმანია4
 ნიდერლანდები4
 შოტლანდია4
 სსრკ3
 ესპანეთი3
 იუგოსლავია2
 არგენტინა1
 ბელგია1
 ჩეხოსლოვაკია1
 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა1
 საფრანგეთი1
 უნგრეთი1
 პორტუგალია1
 შვედეთი1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი