მანჯოუ-გო

მანჯოუ-გო (მანჯ. ᠮᠠᠨᠵᡠ
ᡤᡠᡵᡠᠨ
manju gurun, ჩინ.: 滿洲國) — მარიონეტული სახელმწიფო მანჯურიისა და შიდა მონღოლეთის ნაწილის ტერიტორიაზე 1932–1945 წლებში. იმყოფებოდა იაპონიაზე სრულ დამოკიდებულებაში. მანჯოუ-გოს ტერიტორიულ ბირთვს წარმოადგენდა იაპონური კვანტუნის არმიის მიერ 1931 წელს ოკუპირებული ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციები: ლიაონინი, გირინი და ხეილუნძიანი; 1934 წელს სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ჩინეთის ანექსირებული პროვინცია ჟეხე. მოსახლეობის (43,2 მლნ. კაცი, 1940-იანი წლების დასაწყისი) უმრავლესობას შეადგენდნენ მანჯურიელები, ჩინელები, მონღოლები. აქ აგრეთვე ცხოვრობდნენ კორეელები, რუსები, იაპონელები და სხვ. მანჯოუ-გო შეიქმნა 1932 წლის 1 მარტს, 1932–1941 წლებში იმ დროის მსოფლიოში არსებული 80 სახელმწიფოდან 23-მა აღიარა. 1932 წელს მმართველის (რეგენტის) პოსტი პუიმ, 1912 წელს ჩინეთში დამხობილმა უკანასკნელმა იმპერატორმა ცინის დინასტიიდან, დაიკავა; 1934 წლის 1 მარტს თავი იმპერატორად გამოაცხადა. 1932 წლის მარტიდან დედაქალაქი იყო ჩანჩუნი, რომელსაც სინძინი („ახალი დედაქალაქი“) უწოდეს. 1932 წლის 15 სექტემბერს მანჯოუ-გოსა და იაპონიას შორის გაფორმებული პროტოკოლის თანახმად, ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების და გარე ძალებისაგან დაცვა საკუთარ თავზე იაპონიის მთავრობამ აიღო. ასევე იაპონია ხელმძღვანელობდა მანჯოუ-გოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან. რეალურად მთელი ხელისუფლება კვანტუნის არმიას (რომლის მხედართმთავარი ამავდროულად იაპონიის ელჩი იყო მანჯოუ-გოში და ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირიც) და ტოკიოდან დანიშნულ ჩინოვნიკებს გადაეცათ.

მანჯოუ-გო
滿洲國

იაპონიის მარიონეტული სახელმწიფო

19321945
დროშაიმპერატორის ემბლემა
დევიზი
ხუთი ერი ერთი კავშირის ქვეშ
ჰიმნი
მანჯოუ-გოს სახელმწიფო ჰიმნი
დედაქალაქისინძინი
ფულის ერთეულიმანჯოუ-გოს იუანი
ფართობი1 554 000
მოსახლეობა30 880 000 (1934)
დინასტიაგიორო
უმაღლესი მმართველი
 - 1932–1934პუი
იმპერატორი
 - 1934–1945პუი

მანჯოუ-გოში მოქმედებდა სამხედრო-საპოლიციო რეჟიმი, შემოიღეს აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო მომარაგების სისტემა შესყიდვის დაბალი ფასით და შრომითი ბეგარა. ხელისუფლება ხელს უწყობდა იმიგრანტების ნაკადს იაპონიიდან (მათ სარგებლობაში აძლევდა საუკეთესო მიწებს) და კორეიდან. განსაკუთრებული მდგომარეობა დაიკავა „სამხრეთ მანჯურიის სარკინიგზო კომპანიამ“, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა იაპონელთა მანჯურიაში შეღწევის საქმეში. 1937 წლის შემდეგ მისი რამდენიმე ფილიალის ბაზაზე იაპონური სინდიკატის „Nissan“-ის მონაწილეობით შეიქმნა „მანჯურიის მძიმე მრეწველობის კომპანია“, რომელიც ახდენდა სასარგებლო წიაღისეულების გადამუშავებას, აწარმოებდა თუჯს, ფოლადს, სინთეზურ საწვავს და სხვა საჭიროებებს კვანტუნის არმიის (რომლის რიცხოვნობა 1940-იანი წლების დასაწყისში 780 ათასს აღწევდა), მანჯოუ-გოს საიმპერატორო არმიისა (170 ათ. კაცი) და იაპონიისთვის.

მანჯოუ-გოს და სსრკ-ის საზღვარზე შეიქმნა გამაგრებულ რაიონთა სისტემა. 1933–1939 წლებში იაპონიამ მანჯოუ-გოს ტერიტორიიდან არაერთხელ მოაწყო სამხედრო პროვოკაცია სსრკ-ისა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ, მ. შ. ხასანის ტბისა და მდინარე ხალხინ-გოლის რაიონებში. ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა მთავრობას. 1932 წლიდან მოქმედებდა მრავალრიცხოვანი პარტიზანული რაზმები, რომლებიც 1935 წელს გაერთიანდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთის გაერთიანებულ ანტიიაპონურ არმიაში (1941 წლისთვის გაანადგურეს იაპონელებმა). კორეის მოსაზღვრე რაიონებში მოქმედებდა კორეული პარტიზანული რაზმები. 1944 წლის ზაფხულიდან მანჯოუ-გო ამერიკული ავიაციის შეტევის ობიექტი გახდა. 1945 წლის 9 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა, იალტის კონფერენციაზე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ომი გამოუცხადა იაპონიას და ჯარები შეიყვანა მანჯოუ-გოში. მათ გაანადგურეს კვანტუნის არმია და იაპონური ოკუპაციისაგან გაათავისუფლეს მანჯურია. 1945 წლის 18 აგვისტოს პუი ტახტიდან გადადგა და მანჯოუ-გომ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა

  • Сапожников Б. Г. Японо-китайская война и колониальная политика Японии в Китае (1937–1941). М., 1970;
  • Пу И. Первая половина моей жизни. 2-е изд. СПб., 1998;
  • Young L. Japan’s total empire. Berk.; L., 1999;
  • The industrialization of Japan and Manchukuo, 1930–1940 / Ed. E. B. Schumpeter. L., 2000;
  • МАНЬЧЖОУ-ГО // Большая российская энциклопедия. т. 19. — М., 2012. — стр. 57-58.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი