გირინი

გირინი (ჩინ.: 吉林; ფინინი Jílín) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ჩანჩუნი. მოსახლეობა — 27,462,297 ადამიანი (მე-21 ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.) ცხოვრობენ უმთავრესად ჩინელები, ასევე კორეელები და მანჯურიელები.

პროვინცია
გირინი
吉林省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი ჩანჩუნი
შიდა დაყოფა ჩანჩუნი, გირინი (ქალაქი), სიპინი (ქალაქი), Liaoyuan, Tonghua, Baishan, Songyuan, Baicheng და Yanbian Korean Autonomous Prefecture
კოორდინატები 43°53′03″ ჩ. გ. 125°18′30″ ა. გ. / 43.88417° ჩ. გ. 125.30833° ა. გ. / 43.88417; 125.30833
მმართველი Jing Junhai და Han Jun
ფართობი 187,400 კმ²
მოსახლეობა 27,462,297 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 145 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 91%
სასაათო სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი jl.gov.cn
წყალსაცავი გირინში

გეოგრაფია

გირინის პროვინციის ფართობი შეადგენს 187 400 კმ². პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მანჯურია-კორეის მთებს (სიმაღლე 500-1200 მ, მაქსიმალური წერტილი 2744 მ. მთა ბაიტოშუანი). პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი უჭირავს სუნლიაოს ვაკეს. ჰავა ზომიერი, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 17-20 °C, ივლისისა 20-24 °C. ნალექები ვაკეზე 400-600 მმ წელიწადში, მტებში 1000 მმ-მდე. ჩრდილო-დასავლეთში შემორჩენილია სტეპი და ტყე-სტეპი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, მთებში შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ისტორია

უძველეს დროში გირინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნე ტუნგუსური ტომები. VIII-XIII საუკუნეებში გირინის უდიდესი ნაწილი შედიოდა ტუნგუსთა ბოხაის, კიდანების ლიაოს და ჯურჯენთა ძინის სახელმწიფოების შემადგენლობაში. 1234 წელს დაიპყრეს მონღოლებმა.მონღოლთა ბატონობის დამხობის შემდეგ, XIV საუკუნის II ნახევარში გირინის სამხრეთი ნაწილი გადავიდა ჩინეთის ხელში, ხოლო დანარჩენი დარჩა მონღოლთა და ტუნგუსთა გამგებლობაში. XVII საუკუნის დასაწყისში გირინის მთელი ტერიტორია ემორჩილებოდა მანჯურიას, რომლებმაც XVII საუკუნეში ჩინეთიც დაიპყრეს. ცინის დინასტიის დროს გირინი და მანჯურიის სხვა პროვინციები ითვლებოდა მანჯურიის სახლის დომენად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გირინის დასახლება ჩინელებით, რამაც გაზარდა დამუშავებული მიწის ფართობები. გირინის ეკონომიკურ აღმავლობას ხელი სეუწყო 1903 წელს გაყვანილმა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზამ. 1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ გირინის მიწებს იაპონია დაესაკუთრა. 1946-1948 წლებში გირინის დიდი ნაწილი გომინდანელთა ხელში აღმოჩნდა. 1949-1957 წლებში შეიქმნა ავტომშენებლობა.

ადმინისტრაციული დაყოფა

გირინის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

რუკასახელიჩინურადფინინი
1ჩანჩუნი长春市Chángchūn Shì
2ბაიჩენი白城市Báichéng Shì
3ბაიშანი白山市Báishān Shì
4გირინი吉林市Jílín Shì
5ლიაოიუანი辽源市Liáoyuán Shì
6სიპინი四平市Sìpíng Shì
7სუნიუანი松原市Sōngyuán Shì
8ტუნხუა通化市Tōnghuà Shì
9იანბიანი-კორეის აო延边朝鲜族自治州Yánbiān Cháoxiǎnzú Zìzhìzhōu

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი