მელინდა გეიტსი

მელინდა გეიტსი (დ. 15 აგვისტო, 1964)[1] — ამერიკელი ქველმოქმედი და Microsoft[2]-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი. 2000 წელს მელინდამ თავის მეუღლესთან, ბილ გეიტსთან, ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააფუძნა. მელინდას და ბილის საქველმოქმედო ორგანიზაცია 2015 წლის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილეს კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო. Forbes-მა მელინდა გეიტსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალად დაასახალა.[3]

მელინდა გეიტსი

მელინდა გეიტსი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1964 (1964-08-15) (59 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება დიუკის უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიზნესმენი, ფილანთროპი
ორგანიზაცია Bill & Melinda Gates Foundation
მეუღლე(ები) ბილ გეიტსი
შვილ(ებ)ი 3

ადრეული ცხოვრება

მელინდა გეიტსი 1964 წლის 15 აგვისტოს დალასში, ტეხასის შტატში, დაიბადა.[4][5] მელინდას ყავს ორი უმცროსი და ერთი უფროსი ძმა.[6] მამამისი, ჯოზეფ ფრენჩ უმცროსი, კოსმოსური ინჟინერი იყო, დედა - ელენ აგნეს ამერლენდი კი დიასახლისი[7].

მელინდა არის კათოლიკე.[8][9][10][11] დაამთავრა წმინდა მონიკას კათოლიკური სკოლა და იყო სკოლის საუკეთესო მოსწავლე.[12]14 წლის ასაკში მელინდას მამამ apple II-ის კომპიუტერი აჩუქა, რამაც მოგვიანებით გოგოს პროგრამირებისადმი ინტერესი გაუჩინა. მელინდამ შეისწავლა პროგრამირების ენა Basic და დაიწყო კომპიუტერული თამაშების შექმნა.[13]

1986 წელს, დიუკის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერების და ეკონომიკის დარგში მოიპოვა.

ქორწინება

მელინდას ურთიერთობა Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ ბილ გეიტსთან 1987 წელს დაიწყო.[14] წყვილი ერთმანეთს ნიუ-იორკის სავაჭრო ბაზრობაზე შეხვდა. მელინდა და ბილ გეიტსები 1994 წელს დაქორწინდნენ. ქორწილი ლანაიში (ჰავაი) ჩატარდა. მათ სამი შვილი ყავთ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი