მირკო ვუჩინიჩი

მირკო ვუჩინიჩი (კირილური: Mиpкo Bучинић, დ. 1 ოქტომბერი, 1983) — მონტენეგროელი ფეხბურთელი, ფორვარდი. თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.

მირკო ვუჩინიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მირკო ვუჩინიჩი
დაბადების
თარიღი
1 ოქტომბერი, 1983 (1983-10-01) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ნიკსიჩი, სფრ იუგოსლავია
სიმაღლე1.86 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი9
ახალგაზრდული კარიერა
1998-1999სუტიესკა ნიკსიჩი
1998-1999ლეჩე
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1999–2000სუტიესკა ნიკსიჩი9(4)
2000-2006ლეჩე111(34)
2006–2011რომა147(46)
2011–იუვენტუსი61(18)
ეროვნული ნაკრები
2001სერბეთი და ჩერნოგორია3(30)
2001მონტენეგრო0(14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013

ვუჩინიჩი ადრეულ ასაკში თამაშობდა მშობლიური ქალაქის – ნიკშიჩის გუნდში. მან ადრევე მიიპყრო საფეხბურთო კლუბ „ლეჩეს“ სპორტული დირექტორის, პანტალეო კორვინოს ყურადღება. ვუჩინიჩის ლეჩეში ტრანსფერი განხორციელდა 2000 წლის ზაფხულში. 2006 წლამდე ვუჩინიჩი თამაშობდა ლეჩეში სერია A-ში და სერია B-ში. შთამბეჭდავი იყო მისი 2004-05 წლების სეზონი, როდესაც 21 წლის ფეხბურთელმა გაიტანა 19 გოლი 28 მატჩში სერია A-ში.

ვუჩინიჩის სასტარტო სანაკრებო მატჩი შედგა სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებში, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მან სამი გოლი გაიტანა. მას ტრავმის გამო მოუწია 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამოტოვება.სერბეთის და მონტენეგროს გაყოფის შემდეგ ვუჩინიჩმა თამაში არჩია მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებში. მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მატჩში, სადაც გაიტანა ორი გოლი. ვუჩინიჩმა ასევე ორი გოლი გაიტანა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

ვუჩინიჩმა თამაში დაიწყო მშობლიური ქალაქის გუნდ „სუტიესკა ნიკშიჩში“. შემდეგ ის მოხვდა ლეჩეში, იტალიაში. მაშინ ის 18 წლის იყო. ამ ტრანსფერის ინიციატორი იყო „ლეჩეს“ სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო.

ვუჩინიჩმა 2004-05 წლების სეზონში „ლეჩეს“ მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში გაიტანა 19 გოლი. მან ამ სეზონში შეასრულა ჰეთ-თრიქი „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, 2005 წლის 1 მაისს.[1] წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი პროგრესი შეაფერხა ტრავმამ, 31 მატჩში გაიტანა მხოლოდ 9 გოლი.

რომა

2006 წლის 30 აგვისტოს ვუჩინიჩი ერთწლიანი იჯარით გადავიდა „რომაში“, 3,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მისი სატრანსფერო უფლებების 50% რჩებოდა „ლეჩეს“.

2006–07 წლების სეზონი

ვუჩინიჩის პირველი სეზონი „რომაში“ წარუმატებელი აღმოჩნდა, მას ორჯერ მოუწია მუხლის ოპერაციის გაკეთება.[2] ასევე, ოქროს ბუცის გამარჯვებული ფრანჩესკო ტოტი თამაშობდა, როგორც მარტოხელა თავდამსხმელი და რომას მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის ტაქტიკური ფორმაციიის პირობებში ვუჩინიჩს არ ჰქონდა დიდი სათამაშო დრო. მიუხედავად ამისა, მან სამი გოლი გაიტანა იმ სეზონში „რომას“ მაისურით. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მან პირველი გოლი გაიტანა 2006-07 წლების სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, 2007 წლის 4 აპრილს.[3].

2007–08 წლების სეზონი

სეზონის დასაწყისში „რომამ“ გადაუხადა შეთანხმებული 3,75 მილიონი ევრო „ლეჩეს“, ვუჩინიჩის სატრანსფერო უფლებების 50%-ს სანაცვლოდ..[4] მან გადაწყვიტა #9 მაისურით ასპარეზობა, რომლითაც ასპარეზობდა ვინჩენცო მონტელა რვა სეზონის განმავლობაში.[5]

2008–09 წლების სეზონი

2008 წლის ივლისში „რომამ“ 12 მილიონი ევროს საფასურად საბოლოოდ გამოისყიდა ვუჩინიჩის სატრანსფერო უფლებები.[6]

2008 წლის 4 ნოემბერს, მან ორი გოლი გაიტანა რომას მაისურით ჩემპიონთა ლიგის 2008-09 წლების სეზონში ჩელსის წინააღმდეგ, სადაც მისმა კლუბმა 3-1 გაიმარჯვა.[7] რომა იმ სეზონში დამარცხდა ფლეი-ოფში არსენალთან, სადაც მათ წააგეს პენალტების სერიაში ვუჩინიჩის სუსტად დარტყმული პენალტის გამო, რომელიც ადვილად მოიგერია არსენალის მეკარე მანუელ ალმუნიამ.[8]

2009–10 წლების სეზონი

2009 წლის 1 ივნისს „რომამ“ განაცხადა, რომ კლუბსა და ვუჩინიჩს შორის გაფორმდა ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი, მზარდი ანაზღაურებით. ფეხბურთელს უნდა მიეღო 4 მილიონი ევრო 2009–10 წლების სეზონში და 4,7 მილიონი ევრო 2012–13 წლების სეზონში. 2009–10 წლების სეზონი ცუდად დაიწყო „რომასთვის“. გუნდი დატოვა მისმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ. მის ნაცვლად მოვიდა კლაუდიო რანიერი რომელთან ერთადაც გუნდმა საშინაო მარცხით 1:2 სამპდორიას წინააღმდეგ ხელიდან გაუშვა ჩემპიონობის შანსი.იმ სეზონში ინტერიმა რომას 1 ქულით აჯობა, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ ევროპის ჩემპიონები იტალიის ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ. 2009 წელს ვუჩინიჩმა პირველი გოლი გაიტანა „რომას“ მაისურით „ბოლონიას“ კარში. ამ მატჩის მოგების შემდეგ, „რომას“ ჰქონდა 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ვუჩინიჩმა.

2010–11 წლების სეზონი

2010–11 წლების სეზონი კარგად დაიწყო ვუჩინიჩისთვის, გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელს, „ინტერს“, მაგრამ შემდეგ დაკარგა ფორმა.

იუვენტუსი

2011 წლის 30 ივლისს „იუვენტუსმა“ 15 მილიონი ევრო გადაუხადა „რომას“ ვუჩინიჩის სანაცვლოდ. ფეხბურთელს და კლუბს შორის გაფორმდა 4-წლიანი კონტრაქტი, მისი წლიური ანაზღაურებაა €3.5 ევრო.

საერთაშორისო კარიერა

საერთაშორისო გოლები
#თარიღიადგილიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიტურნირი
1.24 მარტი 2007პოდგორიცა, მონტენეგრო  უნგრეთი2–1მოგებაამხანაგური
2.22 აგვისტო 2007პოდგორიცა, მონტენეგრო  სლოვენია1–1ფრეამხანაგური
3.12 სექტემბერი 2007პოდგორიცა, მონტენეგრო  შვედეთი1–2წაგებაამხანაგური
4.17 ოქტომბერი 2007ტალინი, ესტონეთი  ესტონეთი0–1მოგებაამხანაგური
5.6 სექტემბერი 2008პოდგორიცა, მონტენეგრო  ბულგარეთი2–2ფრე2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
6.15 ოქტომბერი 2008ლეჩე, იტალია  იტალია2–1წაგება2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
7.9 სექტემბერი 2009პოდგორიცა, მონტენეგრო  კვიპროსი1–1ფრე2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
8.18 ნოემბერი 2009პოდგორიცა, მონტენეგრო  ბელარუსი1–0მოგებაამხანაგური
9.29 მაისი 2010ოსლო, ნორვეგია  ნორვეგია2–1წაგებაამხანაგური
10.3 სექტემბერი 2010პოდგორიცა, მონტენეგრო  უელსი1–0მოგება2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
11.8 ოქტომბერი 2010პოდგორიცა, მონტენეგრო  შვეიცარია1–0მოგება

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი

სტატისტიკა

სეზონიკლუბილიგასაშინაო ლიგასაშინაო თასებიევროთასების მატჩებიჯამში
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
1999–00სუტიესკა ნიკშიჩიიუგოსლავიის პირველი ლიგა94000094
2000–01ლეჩესერია A20000020
2001–02ლეჩესერია A70200090
2002–03ლეჩესერია B2851000295
2003–04ლეჩესერია A1211000131
2004–05ლეჩესერია A281933003122
2005–06ლეჩესერია A3490000349
ჯამში11134730011837
2006–07რომასერია A2422061323
2007–08რომასერია A33971844814
2008–09რომასერია A271133833817
2009–10რომასერია A331432734319
2010–11რომასერია A281031503611
ჯამში14845187341120063
2011–12იუვენტუსისერია A31000031
ჯამში31000031
ჯამში კარიერის მანძილზე2628425103411348101

ტიტულები

რომა
იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი