იტალიის სერია A

იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.

იტალიის სერია A
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1898
(1929-დან
ახალი ფორმატით)
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20
ქვეითდება სერია B
საშინაო თასები იტალიის თასი
იტალიის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი „მილანი“ (19-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „იუვენტუსი“ (36-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Italia
Mediaset Premium
საიტი ოფიციალური
2022-23

იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „მილანის“ (19) და „ინტერის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“.

უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22.644 ადამიანი[3].

ისტორია

სკუდეტოს ემბლემა, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი ატარებს საკუთარ მაისურზე.

სერია A-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც ტურნირი 36-ჯერ მოიგო. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004–05, 2005–06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს, ცნობილი სკანდალის – კალჩოპოლის გამო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გრანდები – მილანი და ინტერი, რომლებმაც 19–19-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი. ამგვარად იუვენტუსი ფლობს 3 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.

ფორმატი

ისტორიის მანძილზე, სერია A ძირითადად 16 ან 18 გუნდისგან შედგებოდა. 2004–05 წლების სეზონიდან ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას.

სერია A-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან–1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონალური პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია A-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა.

1929–34: 18 კლუბი

1934–42: 16 კლუბი

1942–46: 18 კლუბი

1946–47: 20 კლუბი

1947–48: 21 კლუბი

1948–52: 20 კლუბი

1952–67: 18 კლუბი

1967–88: 16 კლუბი

1988–2004: 18 კლუბი

2004–დღემდე: 20 კლუბი

საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში და მეორე 19-ს მეორეში). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.

კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების დაგროვების შემთხვევაში, კლუბი გამოცხადდება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში – სერია B-ში.

სერია A-ს პირველი 3 კლუბი, უფლებას იღებს მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 2 კლუბი პირდაპირ ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მესამე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან, სადაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა ქვეყნის კლუბთან. მე-4 და მე-5 ადგილების დაკავების შემთხვევაში, კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს უეფა-ს ევროპა ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის გამარჯვებულმა უკვე გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის გათამაშებებში, მაშინ მესამე საგზურის მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული კლუბი.

ჩემპიონები

კლუბიჩემპიონებიმეორე ადგილიჩემპიონობის წლები
იუვენტუსი36211905, 1926, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1950, 1952, 1958, 1960, 1961, 1967, 1972, 1973, 1975, 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020
ინტერი19161910, 1920, 1930, 1938, 1940, 1953, 1954, 1963, 1965, 1966, 1971, 1980, 1989, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2021
მილანი19161901, 1906, 1907, 1951, 1955, 1957, 1959, 1962, 1968, 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011, 2022
ჯენოა941898, 1899, 1900, 1902, 1903, 1904, 1915, 1923, 1924
ტორინო761928, 1943, 1946, 1947, 1948, 1949, 1976
ბოლონია741925, 1929, 1936, 1937, 1939, 1941, 1964
პრო ვერჩელი711908, 1909, 1911, 1912, 1913, 1921, 1922
რომა3141942, 1983, 2001
ნაპოლი271987, 1990
ლაციო261974, 2000
ფიორენტინა251956, 1969
კალიარი111970
კაზალე101914
ნოვეზე101922
ელას ვერონა101985
სამპდორია101991
ინტერი ტურინი02
მილანეზე02
ვიჩენცა02
ლივორნო02
ალბა ტრასტევერე02
ტორინეზე01
ვენეცია01
პიზა01
სამპიერდარენეზე01
ფორტიტუდო01
სავოია01
უდინეზე01
პერუჯა01
პარმა01

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

სეზონიეროვნებამოთამაშე[4]კლუბიგოლების რაოდენობა
1929–30 ჯუზეპე მეაცაინტერი31
1930–31 როდოლფო ვოლკირომა29
1931–32 ანჯელო სკიავიობოლონია25
პედრო პეტრონეფიორენტინა
1932–33 ფელიჩე ბორელიიუვენტუსი29
1933–34 ფელიჩე ბორელი (2)იუვენტუსი31
1934–35 / ენრიკე გუაიტარომა28
1935–36 ჯუზეპე მეაცა (2)ინტერი25
1936–37 სილვიო პიოლალაციო21
1937–38 ჯუზეპე მეაცა (3)ინტერი20
1938–39 / ეტორე პურიჩელიბოლონია19
ალდო ბოფიმილანი
1939–40 ალდო ბოფი (2)მილანი24
1940–41 / ეტორე პურიჩელი (2)ბოლონია22
1941–42 ალდო ბოფი (3)მილანი22
1942–43 სილვიო პიოლა (2)ლაციო21
1945–46 ეუსებიო კასტილიანოტორინო13
1946–47 ვალენტინო მაცოლატორინო29
1947–48 ჯამპიერო ბონიპერტიიუვენტუსი27
1948–49 იშტვან ნიერშიინტერი26
1949–50 გუნარ ნორდალიმილანი35
1950–51 გუნარ ნორდალი (2)მილანი34
1951–52 იონ ჰანსენიიუვენტუსი30
1952–53 გუნარ ნორდალი (3)მილანი26
1953–54 გუნარ ნორდალი (4)მილანი23
1954–55 გუნარ ნორდალი (5)მილანი26
1955–56 ჯინო პივატელიბოლონია29
1956–57 / დინო და კოშტარომა22
1957–58 ჯონ ჩარლზიიუვენტუსი28
1958–59 / ანტონიო ანჯელილოინტერი33
1959–60 / ომარ სივორიიუვენტუსი28
1960–61 სერჯო ბრიგენტისამპდორია27
1961–62 / ჟოზე ალტაფინიმილანი22
აურელიო მილანიფიორენტინა
1962–63 ჰარალდ ნილსენიბოლონია19
პედრო მანფრედინირომა
1963–64 ჰარალდ ნილსენი (2)ბოლონია21
1964–65 სანდრო მაცოლაინტერი17
ალბერტო ორლანდოფიორენტინა
1965–66 ლუის ვინისიოვიჩენცა25
1966–67 ლუიჯი რივაკალიარი18
1967–68 პიერინო პრატიმილანი15
1968–69 ლუიჯი რივა (2)კალიარი21
1969–70 ლუიჯი რივა (3)კალიარი21
1970–71 რობერტო ბონინსენიაინტერი24
1971–72 რობერტო ბონინსენია (2)ინტერი22
1972–73 ჯუზეპე სავოლდიბოლონია17
პაოლო პულიჩიტორინო
ჯანი რივერამილანი
1973–74 ჯორჯო კინალიალაციო24
1974–75 პაოლო პულიჩი (2)ტორინო18
1975–76 პაოლო პულიჩი (3)ტორინო21
1976–77 ფრანჩესკო გრაციანიტორინო21
1977–78 პაოლო როსივიჩენცა24
1978–79 ბრუნო ჯორდანოლაციო19
1979–80 რობერტო ბეტეგაიუვენტუსი16
1980–81 რობერტო პრუცორომა18
1981–82 რობერტო პრუცო (2)რომა15
1982–83 მიშელ პლატინიიუვენტუსი16
1983–84 მიშელ პლატინი (2)იუვენტუსი20
1984–85 მიშელ პლატინი (3)იუვენტუსი18
1985–86 რობერტო პრუცო (3)რომა19
1986–87 პიეტრო პაოლო ვირდისიმილანი17
1987–88 დიეგო მარადონანაპოლი15
1988–89 ალდო სერენაინტერი22
1989–90 მარკო ვან ბასტენიმილანი19
1990–91 ჯანლუკა ვიალისამპდორია19
1991–92 მარკო ვან ბასტენი (2)მილანი25
1992–93 ჯუზეპე სინიორილაციო26
1993–94 ჯუზეპე სინიორი (2)ლაციო23
1994–95 გაბრიელ ბატისტუტაფიორენტინა26
1995–96 იგორ პროტიბარი24
ჯუზეპე სინიორი (3)ლაციო
1996–97 ფილიპო ინძაგიატალანტა24
1997–98 ოლივერ ბირჰოფიუდინეზე27
1998–99 მარსიო ამოროზოუდინეზე22
1999–2000 ანდრეი შევჩენკომილანი24
2000–01 ერნან კრესპოლაციო26
2001–02 დავიდ ტრეზეგეიუვენტუსი24
დარიო უბნერიპიაჩენცა
2002–03 კრისტიან ვიერიინტერი24
2003–04 ანდრეი შევჩენკო (2)მილანი24
2004–05 კრისტიანო ლუკარელილივორნო24
2005–06 ლუკა ტონიფიორენტინა31
2006–07 ფრანჩესკო ტოტირომა26
2007–08 ალესანდრო დელ პიეროიუვენტუსი21
2008–09 ზლატან იბრაჰიმოვიჩიიუვენტუსი25
2009–10 ანტონიო დი ნატალეუდინეზე29
2010–11 ანტონიო დი ნატალე (2)უდინეზე28
2011–12 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2)მილანი28
2012–13 ედინსონ კავანინაპოლი29
2013–14 ჩირო იმობილეტორინო22
2014–15 ლუკა ტონი (2)ელას ვერონა22
მაურო იკარდიინტერი
2015–16 გონსალო იგუაინინაპოლი36
2016–17 ედინ ჯეკორომა29
2017–18 ჩირო იმობილე (2)ლაციო29
მაურო იკარდიინტერი

რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი

სილვიო პიოლა
ადგილიფეხბურთელი[5]წლებიგოლი
1 სილვიო პიოლა1929–1954274
2 ფრანჩესკო ტოტი1992–2017250
3 გუნარ ნორდალი1948–1958225
4 / ჟოზე ალტაფინი1958–1976216
ჯუზეპე მეაცა1929–1947
6 ანტონიო დი ნატალე2002–2016209
7 რობერტო ბაჯო1986–2004205
8 კურტ ჰამრინი1956–1971190
9 ჯუზეპე სინიორი1991–2004188
ალესანდრო დელ პიერო1993–2012
ალბერტო ჯილარდინო1999–2017

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

პაოლო მალდინი
ადგილიფეხბურთელი[6]წლებიგოლი
1 პაოლო მალდინი1985–2009647
2 ჯანლუიჯი ბუფონი1995–2018640
3 ფრანჩესკო ტოტი1992–2017619
4 ხავიერ ძანეტი1995–2014615
5 ჯანლუკა პალიუკა1987–2007592
6 დინო ძოფი1961–1983570
7 პიეტრო ვერხოვოდი1980–2000562
8 რობერტო მანჩინი1981–2000541
9 სილვიო პიოლა1929–1954537
10 ენრიკო ალბერტოზი1958–1980532

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

ჯოვანი ტრაპატონი
მწვრთნელი[7]ჩემპიონიჩემპიონობის წლები
ჯოვანი ტრაპატონი71977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1989
ფაბიო კაპელო51992, 1993, 1994, 1996, 2001
მარჩელო ლიპი1995, 1997, 1998, 2002, 2003
მასიმილიანო ალეგრი2011, 2015, 2016, 2017, 2018
ჰერმან ფელსნერი41925, 1929, 1939, 1941
კარლო კარკანო1931, 1932, 1933, 1934
არპად ვეისი31930, 1936, 1937
კარლო პაროლა1950, 1952, 1975
ელენიო ერერა1963, 1965, 1966
რობერტო მანჩინი2006, 2007, 2008
ანტონიო კონტე2012, 2013, 2014
ლუიჯი ფერერო21946, 1947
ალფრედო ფონი1953, 1954
ფულვიო ბერნარდინი1956, 1964
ნერეო როკო1962, 1968
ჩესტმირ ვიცპალეკი1972, 1973
ნილს ლიდჰოლმი1979, 1983
ჟოზე მოურინიო2009, 2010

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი