მონღოლური დამწერლობა

მონღოლური დამწერლობა, ძველმონღოლური დამწერლობა (მონღ. ᠮᠣᠩᠭᠣᠯᠪᠢᠴᠢᠭ) — თავდაპირველი დამწერლობა მონღოლური ენისათვის, რომელიც მონღოლებმა XIII საუკუნის დასაწყისში გადმოიღეს უიღურული დამწერლობიდან. წერ(დნ)ენ ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. XIV საუკუნეში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და „გალიკი“ უწოდეს. XV–XVI საუკუნეებში მონღოლურ დამწერლობაში უკანასკნელად მოხდა ცვლილება მონღოლური ენის ფონეტიკურ კანონზომიერებათა შესაბამისად. XVII საუკუნის შუა წლებში ოირათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე. წ. „ნათელი დამწერლობა“ ოირათული სალიტერატურო ენისათვის, ამჟამად მონღოლური მოდგმის ხალხთა უმრავლესობა რუსულ ანბანს იყენებს, სპეციფიკური ნიშნების დართვით.

1925 წლის ბურიატულ-მონღოლური გაზეთის ლოგო ᠪᠤᠷᠢᠶᠠᠳ ᠮᠣᠩᠭᠣᠯ ᠤᠨ ᠦᠨᠡᠨ᠃ Buriyad Mongγol-un ünen.

ისტორია

ძველმონღოლური დამწერლობა ჩამოყალიბდა დაახლოებით XIII საუკუნეში. ერთი ვერსიით წერის უიღურული ვერტიკალური სისტემა მონღოლებთან კერეიტებისაგან მოვიდა. მეორე ვერსიით, 1204 წელს, როდესაც ჩინგისხანმა დაიპყრო ნაიმანები, მათ შორის აღმოჩნდა უიღური, რომელმაც უიღურული დამწერლობის საფუძველზე შეუქმნა ჩინგიზხანს ანბანი სახელმწიფო მიზნებისათვის. უიღურული დამწერლობა მონღოლებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ X საუკუნეში. მონღოლური დამწერლობის პირველ ნიმუშად ითვლება წარწერა „ჩინგისის ქვაზე“ (1225 წ.). იმ დროისათვის მონღოლებში უკვე ჩამოყალიბებული იყი ლიტერატურული ენა, რასაც ადასტურებს პირველი მონღოლური ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი „საიდუმლო თქმულება“ (1240 წ.).

მონღოლებს თავის ისტორიის მანძილზე იყენებდნენ მრავალი დამწერლობის ტიპს. ესენია:

  • კიდანეების დამწერლობა;
  • თურქული პერიოდის რუნული დამწერლობა;
  • იუანის დინასტიის ეპოქის მონღოლური კვადრატული დამწერლობა (1238-1368), 1269 წელს ლამა პაგბა ლოდოიჟანცელის დამწერლობა;
ბლოკი A840–A87F
უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი
0123456789ABCDEF
U+A84x
U+A85x
U+A86x
U+A87x
  • ზაია პანდიტი ნამხაიჟანცელის ოირატული დამწერლობა;
  • გალიგური დამწერლობა;
  • პირველი პოგდოგეგენის ზანაბაზარის მიერ 1686 წელს შექმნილი სოიომბო, რომლის დამწერლობის პირველი ასო გამოსახულია მონღოლეთის სახელმწიფო დროშაზე;
ბლოკი 11A50–11AAF
უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი
0123456789ABCDEF
U+11A5x𑩐𑩑𑩒𑩓𑩔𑩕𑩖𑩗𑩘𑩙𑩚𑩛𑩜𑩝𑩞𑩟
U+11A6x𑩠𑩡𑩢𑩣𑩤𑩥𑩦𑩧𑩨𑩩𑩪𑩫𑩬𑩭𑩮𑩯
U+11A6x𑩰𑩱𑩲𑩳𑩴𑩵𑩶𑩷𑩸𑩹𑩺𑩻𑩼𑩽𑩾𑩿
U+11A6x𑪀𑪁𑪂𑪃𑪄𑪅𑪆𑪇𑪈𑪉𑪊𑪋𑪌𑪍𑪎𑪏
U+11A6x𑪐𑪑𑪒𑪓𑪔𑪕𑪖𑪗𑪘𑪙𑪚𑪛𑪜𑪝𑪞𑪟
U+11A7x𑪠𑪡𑪢
  • კირილიცის დამწერლობას მონღოლები 1946 წლიდან იყენებენ. 1990 წლიდან ადგილი აქვს ძველ დამწერლობაზე გადასვლის მცდელობას, რომლითაც მონღოლები სარგებლობდნენ 800 წელზე მეტი ხანი. ძველმონღოლურ დამწერლობაზე შემორჩენილია მრავალი სასულიერო ხელნაწერი და საბჭოთა ლიტერატურა.

გრაფემები

სურათიგრაფემათა სახელები
ბეჭდ.წერ.
ᠡ‍титим
᠊ᠡ‍шуд буюу ацаг
᠊᠊нуруу
шулуун шилбэ
этгэр шилбэ
матгар шилбэ
өргөстэй шилбэ
ᠳ᠋‍гогцоотой шилбэ
хөндий шилбэ
хөлтэй шилбэ
артын шилбэ
᠊᠊ᠣ‍ ᠊ᠣгэдэс
᠊ᠰзавьж
орхиц буюу цацлага
᠊ᠠсүүл
нум
᠊ᠯэвэр
᠊ᠮгэзэг
‍ᠵ‍жалжгар эвэр
сэрээ эвэр
ятгар затриг
задгай зартиг
битүү зартиг
дэлбэн чих
сэртэн чих

ხმოვნები

ხმოვნებიАЭИОУӨҮЕ
ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.ბეჭდ.წერ.
იზოლირებული᠊ᠠ᠊ᠡ᠊ᠢ᠊ᠣ᠊ᠤ᠊ᠥ᠊ᠦ᠊ᠧ
სიტყვის დასაწყისში᠊ᠠ‍᠊ᠡ‍᠊ᠢ‍᠊ᠣ‍᠊ᠤ‍᠊ᠥ‍᠊ᠦ‍᠊ᠧ‍
სიტყვის შუაში᠊ᠠ‍᠊ᠡ‍᠊ᠢ‍᠊ᠣ‍᠊ᠤ‍᠊ᠥ᠋‍᠊ᠦ᠋‍᠊ᠧ‍
სიტყვის ბოლოს᠊ᠠ᠊ᠡ᠊ᠢ᠊ᠣ᠊ᠤ᠊ᠥ᠊ᠦ᠊ᠧ

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 115.
  • Скородумова Л. Г., «Введение в старописменный монгольский язык», М.: Муравей-Гайд, 2000
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი