მოსინის შაშხანა

მოსინის შაშხანა (რუს. винтовка Мосина) ასევე ცნობილი, როგორც 1891 წლის სამხაზიანი შაშხანა, დასავლურ სამყაროში კი, როგორც მოსინ-ნაგანის შაშხანა — 5-ვაზნიანი ტევადობის ფიქსირებული მჭიდის მქონე გრძივმოძრავსაკეტიანი ხელით გადასატენი საბრძოლო შაშხანა, რომელიც, ძირითადად, 7,62×54 მმ R ვაზნებს იყენებს. შემუშავებულია რუსი კაპიტნის სერგეი მოსინის მიერ, რომელმაც შაშხანას ბელგიელი ძმების, ემილ და ლეონ ნაგანების, შემუშავებული მჭიდი დაუყენა.

მოსინის შაშხანა
[[ფაილი:მოსინის შაშხანა|300პქ]]
მოსინის შაშხანა
ტიპი შაშხანა ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტით
წარმომავლობის ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1891–დღემდე
წარმოების ისტორია
შექმნის თარიღი 1891
მწარმოებელი ტულა, იჟევსკი და სხვა საწარმოები
წარმოების პერიოდი 1891–1973
რაოდენობა ~37 000 000
მახასიათებლები
წონა 4 კგ (M91/30 მოდელები)
სიგრძე 1232 მმ (M91/30 მოდელები)
ლულის სიგრძე 730 მმ (M91/30 მოდელები)

ვაზნა 7,62×54 მმ R (რუსული/საბჭოთა ვარიანტები)
მუშაობის პრინციპი ხელით გადასატენი გრძივმოძრავი საკეტი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე ~ 865 მ/წმ
დამიზნების მანძილი 500 რკინის სამიზნით
800+ სნაიპერული ოპტიკით
დატენვის სისტემა 5 ვაზნიანი სავაზნე მჭერი, შიდა მჭიდი, ვაზნები იტენება ცალ-ცალკე ან ერთიანად სავაზნე მჭერით
სამიზნეები რკინის სამიზნე ან სნაიპერული ოპტიკა

ისტორია

მოსინის შაშხანა შემუშავებულია 1882-დან 1891 წლამდე პერიოდში და გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიის, მოგვიანებით საბჭოთა კავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებული ხელით გადასატენი შაშხანა, ვინაიდან 1891 წლიდან მოყოლებული 37 მილიონზე მეტი ერთეულია გამოშვებული. მიუხედავად სიძველისა, მოსინის შაშხანა დღემდე აგრძელებს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოჩენას.

რუსეთის იმპერიის შეიარაღებაში მიიღეს 1892 წელს. მოსინის შაშხანა რუსული არმიის სტანდარტული შაშხანა იყო რუსეთი-იაპონიის, პირველი მსოფლიო ომისა და გაუმჯობესებული 1930 წლის მოდელის შემუშავების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

1932 წელს წითელმა არმიამ მოსინის შაშხანებს მოდიფიკაციები ჩაუტარა, რათა ის სნაიპერულ შაშხანად გადაკეთებულიყო. საბჭოთა სნაიპერები ჩიოდნენ იარაღის ზედმეტ სიგრძესა და სიმძიმეზე, ისინი ასევე იწუნებდნენ შაშხანის დაბალი ხარისხსის ხის კონდახს, რომელიც ზამთარში ამინდის მკვეთრი შეცვლისას ხშირად იბრიცებოდა. ამ ნაკლოვანებების მიუხედავად, მოსინის შაშხანა გამოირჩევოდა დიდი საიმედოობით, საკეტისა და მექანიზმის სიმარტივითა და სროლის მაღალი სიზუსტით. მეორე მსოფლიო ომში მოსინის შაშხანამ მრისხანე სახელი დაიმკვიდრა საბჭოთა სნაიპერების წყალობით. ზოგი წყაროს თანახმად, გერმანელი სნაიპერები საკუთარ მაუზერის Kar 98K შაშხანების ნაცვლად ხანდახან ამჯობინებდნენ კიდეც ნაალაფარ მოსინებს.

მოსინის სნაიპერული ვარიანტებით შეიარაღებული საბჭოთა სნაიპერები, სულ მარცხნივ — სნაიპერი - ვასილი ზაიცევი, სტალინგრადის ბრძოლა, 1942.

იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით საბჭოელებმა შეიარაღებაში ნახევრადავტომატური ტოკარევის SVT-40 შაშხანები მიიღეს, მოსინთან შედარებით ის ნაკლებად ზუსტი აღმოჩნდა და სნაიპერები კვლავ მოსინის გამოყენებას განაგრძობდნენ. მოსინის სნაიპერული შაშხანები საბჭოთა არმიის შეიარაღებაში დრაგუნოვის SVD შაშხანის გამოჩენამდე, 1963 წლამდე, დარჩა.

არსებობს მოსინის შაშხანის ბევრი ვარიანტი, მათ შორის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში ნაწარმოები მოსინები. ლეგენდარული ფინელი სნაიპერი სიმო ჰაიჰა ზამთრის ომში წითელი არმიის წინააღმდეგ სწორედ ფინურ მოსინს იყენებდა.

თანამედროვე გამოყენება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიზუსტისა და საიმედოობის გამო მოსინის შაშხანა მონადირეებისა და კოლექციონერებისთვის სასურველი იარაღი გახდა და ხშირად გვხვდება სამოქალაქო პირების მფლობელობაში, როგორც სანადირო იარაღი.

ლიტერატურა

  • Bowser, Doug. Rifles of the White Death.
  • Harriman, Bill (20 Oct 2016). The Mosin-Nagant Rifle. Weapon 50. Osprey Publishing.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი