სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი
თარიღი 30 ნოემბერი 1939 – 13 მარტი 1940
შედეგი მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულება
ტერიტორიული
ცვლილებები
სამხრეთი ფინეთი
მხარეები
ფინეთის დროშა ფინეთისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მეთაურები
კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმიკლიმენტ ვოროშილოვი
კირილ მეტსკოვი
სემონ ტიმოშენკო
ძალები
250,000 ადამიანი
30 ტანკი
130 თვითმფრინავი[1][2]
1 000 000 ადამიანი
6541 ტანკი[3]
3880 თვითმფრინავი[4][5]
დანაკარგები
26 662 მკვდარი
39 886 დაჭრილი
1000 დატყვევებული[6]
126 875 მკვდარი ან დაკარგული[7]
264 908 სანიტარული დანაკარგები[8]
5600 დატყვევებული[9]
2268+ ტანკები[10]
სსრკ-ფინეთის ომი ვიკისაწყობში
რუსეთ ფინეთის ომის შედეგები

სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი[11] (ფინ. talvisota) — შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით[12], საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს.

ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან.

ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.

წინარეისტორია

ურთიერთობა ქვეყნებს შორის საბჭოთა-ფინეთის 1918-1922 წლების ომის შემდეგ დაძაბული იყო. ფინელები საბჭოთა აგრესიას უფრთხოდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ფინეთი საშუალებას მისცემდა რომელიმე ევროპულ ქვეყანას (უმთავრესად დიდ ბრიტანეთს და გერმანიას) გამოეყენებინა ფინეთის ტერიტორია ინტერვენციისთვის. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ საბჭოთა-ფინური საზღვარი სულ რაღაც 32 კილომეტრში გადიოდა საბჭოთა მრეწველობის უმსხვილეს, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქ ლენინგრდთან.

ისტორია

1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1500 ტანკითა და 3000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25 000-ს არ აღემატებოდა.

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი