ოლექსი არესტოვიჩი

ოლექსი არესტოვიჩი (უკრ. Олексій Миколайович Арестович; დ. 3 აგვისტო, 1975, წითელწყარო[ა], საქართველოს სსრ) — უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი (2020 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 17 იანვრამდე),[1] ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.[2]

ოლექსი არესტოვიჩი
უკრ. Олексій Миколайович Арестович
რუს. Алексей Николаевич Арестович
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1975(1975-08-03) (48 წლის)
დაბადების ადგილი დედოფლისწყარო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  უკრაინა
განათლება ოდესის სამხედრო აკადემია
ჯილდოები President's Award for Anti-Terrorist Operation Service, Mark of Esteem Badge, Silver Play Button და Gold Play Button

არესტოვიჩი არის ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.[3]

არესტოვიჩი იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი, მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.

2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.[4][5]

2023 წლის 17 იანვარს თანამდებობიდან გადადგა სკანდალური განცხადების გამო. განცხადების თანახმად რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.[6]

შენიშვნები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი