შრი-ლანკა

შრი-ლანკა, ოფიციალურად შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა (ශ්‍රී ලංකා სინჰალურზე / இலங்கை ტამილურზე) (ცნობილი როგორც ცეილონი 1972-მდე) — ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახ. 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ აღმოსავლეთსა, აფრიკასა და ევროპას შორის. დედაქალაქია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა

இலங்கை சனநாயக சோஷலிசக் குடியரசு
შრი-ლანკა
შრი-ლანკის
დროშა გერბი
ჰიმნი: Sri Lanka Matha
შრი-ლანკის მდებარეობა
დედაქალაქიშრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე
6°54′ ჩ. გ. 79°54′ ა. გ. / 6.900° ჩ. გ. 79.900° ა. გ. / 6.900; 79.900
უდიდესი ქალაქი კოლომბო
ოფიციალური ენა სინჰალა, ტამილი
მთავრობა დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა
 -  პრემიერ-მინისტრი მაჰინდა რაჯაპაკსა
ფართობი
 -  სულ 65 610 კმ2 (122-ე)
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 20 277 597[1] (57-ე)
 -  2001 აღწერა 18 732 255 
 -  სიმჭიდროვე 323 კაცი/კმ2 (40-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ 142.719 მილიარდი[2] (64-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $7,046[2] (99-ე)
აგი (2013) 0.750[3] (მაღალი) (73-ე)
ვალუტა შრი-ლანკის რუპი (LKR)
დროის სარტყელი UTC+05:30
ქვეყნის კოდი LKA
Internet TLD .lk
სატელეფონო კოდი 94

ქვეყანა იყოს ბრიტანეთის სამეფო კოლონია ერთ საუკუნეზე მეტ ხანს; დამოუკიდებლობა მოიპოვა 1948 წლის 4 თებერვალს და ამჟამად დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკაა ლინგვისტურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობით.

ბუნება

შრი-ლანკის სურათი სპეის შატლიდან.

კუნძულის ნაპირები უმთავრესად დაბალია, ლაგუნური, გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. ტერიტორიის 80 %-ზე მეტი უკავია დაბალ ვაკეებს, რომლებზედაც ზოგან ცალკეული შთენილი მთებია აღმართული. კუნძულის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი უჭირავს საფეხურებრივ მთიანეთს (სიმაღლე 2524 მ-მდე, მთა პიდურუტალაგალა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება გრაფიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, აპატიტი, კაოლინი და სხვა.

ჰავა მუსონურია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სუბეკვატორული, სამხრეთით და დასავლეთით ეკვატორული. ჰაერის ტემპერატურა ვაკეზე 26-30 °C-ია, მთაში იკლებს 15-20 °C-მდე. ნალექები მთის ძირში 2000 მმ-მდეა წელიწადში, მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე - 5000 მმ-მდე.

მდინარეთა ქსელი ხშირია. ყველაზე დიდი მდინარეა მაჰაველი. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აგებულია ბევრი წყალსაცავი.

ნიადაგები წითელმიწა და ლატერიტულია, მდინარეთა გაყოლებით და სანაპიროზე - ალუვიური. კუნძულის დაახლოებით 3/4 შემოსილია ბუნებრივი მცენარეულობით. მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე შემორჩენილია ნოტიო ეკვატორული ტყეები. ვაკეები და მათი მიმდებარე მთიანეთის კალთები შემოსილია მეორეული ფოთოლმცვივანი ტყეებით. მთიანეთში სავანის ტიპის მცენარეულობა იზრდება, 2000 მ-ზე მაღლა - ტანბრეცილი ტყე. სანაპიროზე ზოგან ჯაგეკლიანია, ზოგან მანგროვიანი და ქოქოსის პალმები.

ცხოველთა სამყაროდან ბინადრობს სპილო, დათვი, ჯიქი, ფოცხვერი, მაიმუნი, ირემი, გარეული ღორი, ვივერა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო. ბევრია ხვლიკი, გველი, ნიანგი. ფლორა და ფაუნა დაცულია ბოტანიკურ ბაღებში, ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში.

ისტორია

სიგირიია, უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე.

შრი-ლანკის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის ეპოქაში. ინდოეთთან ტერიტორიულმა სიახლოვემ ძლიერი გავლენა იქონია კუნძულის მოსახლეობის ისტორიულ განვითარებაზე. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში შრი-ლანკაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები წარმოიქმნა. XV საუკუნეში კუნძულზე წარმოიქმნა სამი დიდი სახელმწიფო: სინჰალური - კოტე (დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით) და კანდი (ცენტრალურ ოლქებში), ტამილური - ჯაფნა (ჩრდილოეთით). შრი-ლანკის პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და ეკონომიკურმა სისუსტემ ევროპელებს კუნძულის დაპყრობა გაუადვილა. 1517 წელს შრი-ლანკის სანაპირო ნაწილი პორტუგალიელებმა დაიპყრეს, 1658 წელს ჰოლანდიელებმა. 1795-1796 წლებში ინგლისმა კუნძულიდან განდევნა ჰოლანდიის ჯარები. 1815 წელს კანდის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ მთელი შრი-ლანკა ბრიტანეთის კოლონიად იქცა. 1796, 1818, 1848 წლებში შრი-ლანკელებმა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყებები მოაწყვეს. XX საუკუნის დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სინჰალისა და ტამილის ბურჟუაზია, რომელმაც 1919 წელს შექმნა პირველი პოლიტიკური პარტია - ცეილონის ეროვნული კონგრესი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდამ ბრიტანეთი აიძულა 1948 წლის 4 თებერვალს შრი-ლანკასათვის დომინიონის სტატუსი მიენიჭებინა. 1955 წელს შრი-ლანკა გაეროს წევრი გახდა.

პოლიტიკა

შრი-ლანკის პარლამენტის ძველი შენობა.

შრი-ლამკა წარმოადგენს აზიის უძველეს დემოკრატიულ ქვეყანას.[4] ქვეყანამ დონამორის კომისიის მიერ შექმნილი კონსტიტუცია 1931 წელს მიიღო, რომელიც ყველა სრულწლოვან მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდა.[5] ამით ის არაევროპულ ქვეყნებში პირველი იყო. პიველი ცეილონის სახელმწიფო საბჭოს საყოველთაო არჩევნები ჩტარდა 1931 წელს. საბჭოს ლიდერად დონ-ბარონ ჯაიატილაკა აირჩიეს.[6] 1944 წელს სოლბურის კომისიამ ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. კონსტიტუციია სამუშაო ვარიანტი იმაცე წელს მიიღეს. 1947 წელს ჩტარდა საპარლამენტო არჩევნები. ახალი კონსტიტუციის მიხედვით შრი-ლანკამ უარი თქვა დომინიონის სტატუსზე და 1948 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[5]

შრი-ლანკის დღევანდელ პოლიტიკაში არის ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი: მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის, პროგრესული ხალხის თავისუფლების გაერთიანებული ალიანსი და შედარებით მემარჯვენე, კაპიტალისტური გაერთიანებული ნაციონალური პარტია. ქვეყანაში ასევე არის ბევრი მცირე პარტია, 2011 წლის მონაცემებით დარეგისტრირებული იყო 67 დამოუკიდებელი პარტია.[7] მათ შორის უძველესია 1935 წელს შექმნილი ლანკა სამა სამაჯა („ლანკას თანასწორი საზოგადოების პარტია“). 2001 წლიდან ტამილების მთავარი პარტია არის ტამილების ნაციონალური პარტია, რომელიც მანამდე არსებული ტამილის განთავისუფლების გაერთიანებული ფრონტის და ლანკა ტამილი არასუ კაჩის (ტამილ. இலங்கைத் தமிழரசுக் கட்சி, სინჰალ. ඉලංගෙයි තමිළ් අරසු කච්චි, ლანკა ტამილის სახელმწიფო პარტია) გაერთიანებით შეიქმნა. დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში მესამე ძალას 1965 წელს როჰანა ვიჯევირას მიერ შექმნილი მარქსისტულ-ლენინისტური პარტია ჯანათა ვიმუკთი პერამუნა[8] (სინჰალ. ජනතා විමුක්ති පෙරමුණ; ტამილ. மக்கள் விடுதலை முன்னணி "ხალხის განთავისუფლების ფრონტი"[9]) წარმოადგენს.

ადმინისტრაციული დაყოფა

შრი-ლანკის პროვინციები

ქვეყნის ტერიტორია იყოფა 9 პროვინციად (სინჰალ. පළාත; ტამილ. மாகாணம்).[10] პროვინციები თავის მხრივ იყოფიან ოლქებად, რომელთა რაოდენობაა 25,[11] ხოლო ოლქები დივიზიონებად.

შრი-ლანკაში პროვინციები XIX საუკუნიდან არსებობს, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 1987 წლიდან მიიღეს.[12] თითოეული პროვინციის საბჭო არის ავტონომიური ორგანო და არცერთ მინისტრს არ ექვემდებარება.

პროვინციები

პროვინციაადმინისტრაციული ცენტრიფართობი,[13]
კმ²
მოსახლეობა,[14]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1ცენტრალურიკანდი5 6742 556 774450,61
2აღმოსავლეთიტრინკომალი9 9961 547 377154,80
3ჩრდილო-ცენტრალურიანურადჰაპურა10 4721 259 421120,27
4ჩრდილოეთიჯაფნა8 8841 060 023119,32
5ჩრდილო-დასავლეთიკურუნეგალა7 8882 372 185300,73
6საბარაგამუვარატნაპურა4 9681 919 478386,37
7სამხრეთიგალე5 5442 465 626444,74
8უვაბადულა8 5001 259 419148,17
9დასავლეთიკოლომბო3 6845 837 2941584,50
სულ:65 61020 277 597309,06


დემოგრაფია

უდიდესი ქალაქები

ეკონომიკა

შრი-ლანკის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის მონაცემებით შრი-ლანკის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 143 მილიარდ დოლარს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით შრი-ლანკა მალდივების შემდეგ სამხრეთ აზიის რეგიონში მეორეა. 2011 წელს მისი მშპ–ს ზრდა იყო 8,3 %.[16]

ტრადიციულად შრი-ლანკის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩაის, ყავის, შაქრის, რეზინის და სხვა ფართომოხმარების საგნების წარმოება-ექსპორტს. ინდუსტრიალიზაციამ გაზარდა საკვების გადამუშავების, ქსოვილის წარმოები, ტელეკომუნიკაციების და ფინანსების როლი. ქვეყნის ძირითად ეკონომიკური სექტორებია: ტურიზმი, ჩაის ექსპორტი, ტანსაცმლის წარმოება. 2010 წლის მონაცემებით მომსახურების სექტორზე მოდის მშპ–ს 60 %, ინდუქსტიალიზაციაზე 28 %, სოფლის მეურნეობაზე 12 %. ეკონომიკის 85 %–ს შეადგენს კერძო კომპანიები.[17] მისი უდიდესი სავაჟრო პარტნიორია ინდოეთი.[18] ეკონომიკაში ქვეყნის პროვინციებს განსხვავებული წვლილი შექვთ. 2010 წლის მონაცემებით დასავლეთ პროვინციას ეკონომიკაში უჭირავს 45,1 %, სამხრეთ პროვინციას 10,7 %, ცენტრალურ პროვინციას 10 %, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციას 22,9 %.[19]

2005 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაორმაგდა.[20] იგივე პერიოდში სიღარიბე 15,2 %–დან 7,6 %–მდე, ხოლო უმუშევრობა 7,2 %–დან 4,9 %–მდე შემცირდა. მოსახლეობის 87,3 %–ს სუფთა წყალთან აქვს წვდომა. 2010 წელს ჯინის კოეფიციენტმა შეადგინა 0,36.[21] შრი-ლანკა სამხრეთ აზიის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დანერგა 3G და 4G მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიები.[22]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი