პაკისტანის ჰიმნი
ყაუმი ტარანაჰ (ურდუ قومی ترانہ), ასევე ცობილია, როგორც პაკ სარზამინი (ურდუ پاک سرزمین; წმინდა მიწა) — პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი. ჰიმნის მუსიკა 1949 წელს აჰმედ ჩაგლამ შეადგინა, ხოლო ჰიმნის ტექსტი 1952 წელს ჰაფეზ ჯულუნდჰრი დაწერა. ოფიციალურად ჰიმნი 1954 წლის აგვისტოში[1] მიიღეს და იმავე წელს პაკისტანის 11 ცნობილმა მომღერალმა ჩაწერა, მათ შორის იყვნენ: აჰმად რუშდი, კაუკაბ ჯაჰანი, რაშედა ბეგუმი, ნაჯამ არა, ნასემა შაჰენი, ზავარ ჰუსაინი, ახტარ აბასი, გჰულამ დასტაგირი, ანვარ ზაჰირი და ახტარ ვასი ალი.[2][3]
قومی ترانہ | |
---|---|
ქვეყანა | პაკისტანი |
ტექსტის ავტორი | აბუ ალ-ასარ ჰაფეზ ჯულუნდჰრი, ივნისი 1952 |
მუსიკის ავტორი | აჰმედ გჰულამალი ჩაგლა, 21 აგვისტო 1949 |
შემოღებულ იქნა | 13 აგვისტო 1954 |
მუსიკა
ყაუმი ტარანაჰი — მელოდიური და ჰარმონიული კომპოზიციაა, რომელიც ეფუძნება აღმოსავლურ მუსიკას, მაგრამ ისეა მოწყობილია, რომ მას ადვილად შეუძლიათ შეასრულონ უცხოური შემსრულებლები.
მუსიკა, რომელიც შეადგინა პაკისტანელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა აჰმედ ჩაგლამ 1949 წელს, ასახავს მის ცოდნას, როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ მუსიკაში. ყაუმი ტარანაჰის დაკვრაში გამოყენებულია 21 მუსიკალური ინსტრუმენტი და 38 სხვადასხვა ტონი,[4] რომელთა ხანგრძლივობაა 80 წამი.[5]
ტექსტი
ურდუს ტექსტი, რომელსაც პაკისტანელი პოეტი ჰაფეზ ჯულუნდჰრიმ 1952 წელს დაწერა, აქვს ბევრი საერთო სპარსულთან, ამიტომ ჰიმნის ტექსტი ორივე ენაზე გასაგებია. ტექსტში არცერთი სტროფი არ მეორდება.[6][7][8][9][10]
|
|
რესურსები ინტერნეტში
- Pak Sar Zameen Shad Bad ტექსტი
- Pakistan: ყაუმი ტარანაჰ - პაკისტანის ეროვნული ჰიმნის აუდიო ვერსია, ინფორმაციასა და ტექსტთან ერთად
- პაკისტანის მთავრობა, ინფორმაციისა და მაუწყებლობის სამინისტრო. ეროვნული ჰიმნი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-26. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
- პაკისტანის ეროვნული ჰიმნი
- პაკისტანის ეროვნული სიმღერები დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.