პამპა

პამპა (ესპ. pampa, მრ. რ.pampas, ნასესხებია ინდიელთა ტომის კეჩუას ენიდან):

  • მეტწილად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ პამპა ეწოდება ბუნებრივ არეს არგენტინაში ს.გ. 29—30° შორის. პამპის ზედაპირი აღმოსავლეთით დაბალია და დანაოჭებულია (სიმაღლე30—150 მ), დასავლეთით განვითარებულია დიუნები, სამხრეთ-აღმოსავლეთით არის სიერა-დელტანდილის და სიერა-დე-ლა-ვენტანის მთის მასივები (სიმაღლე 1250 მ-მდე). ჰავა სუბტროპიკულია. იანვარში საშუალო ტემპერატურა 19-იდან 24°C-მდე. ივლისში 6-იდან 10°C-მდე. ნალექები 800—950 მმ წელიწადში. იცის ძლიერი სამხრეთის ქარები — პამპეროსი. მთავარი მდინარეა პარანა. მოჰყავთ ხორბალი და სიმინდი.
  • სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის სუბტროპიკული სტეპური მცენარეულობა, რომელიც შექმნილია უპირატესად მარცვლოვნებისა და ნაირბალახებისაგან. მარცვლოვნებიდან დამახასიათებელია ურო, კორტადერია (პამპის ბალახი), ვაციწვერა, არისტიდა, შვრიელა, ცახცახა, წივანა, კეწეწურა; რთულყვავილოვნებიდან — თავზვითელა; სხვა ოჯახებიდან — ქოთანა, ცერცველა, წითელი ვერბენა;ბევრია ზამბახისებრნი, ძაღლყურძენასებრნი. ცხოველებიდან პამპაში გვხვდება თეთრკუდა ირემი, პუმა, პამპასის კატა, ჯავშნოსნები, ვისკაშა.
პამპა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი