პიგმენტები (ქიმია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პიგმენტები (მრავალმნიშვნელოვანი).

პიგმენტები ქიმიაში (ლათ. pigmentus — საღებავი) — სხვადასხვა ფერის მაღალი დისპერსიულობის ფხვნილები, რომლებსაც იყენებენ პლასტმასების, რეზინის, ქაღალდისა და სხვების შესაღებად, პოლიგრაფიული, სამღებრო და სხცა საღებავების დასამზადებლად. პიგმენტები განსხვავდება ხსნადი საღებრებისაგან წყალში უხსნარობით. ორგანული პინგმენტები სხვადასხვა აგებულების სინთეზური მღებავი ნივთიერებებია. დიდი მნიშვნელობა აქვს მონო- და დიაზოპიგმენტებს. მათი ფერი იცვლება მომწვანო-მოყვითალოდან ბორდო ფერამდე. ფთალოციანინური პიგმენტები (სპილენძის კომპლექსები ფთალოციანინთან) ღია ცისფერია. სპილენძის ფთალოციანინი ქლორირებისას იძლევა კაშკაშა მომწვანო პიგმენტებს. ფთალოციანინური პიგმენტები გამოირჩევა მაღალი მედეგობით. არაორგანული პიგმენტებს მიეკუთვნება ბუნებრივი მინერალები ან სინთეზური პროდუქტები (ზოგიერთი სულფიდი, სელენიდი, ჟანგი, ქრომატები). პიგმენტებს იყენებენ ლაქ-საღებავების წარმოებაში, ბოჭკოების შესაღებად და სხვა.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი