პიერ კორნელი

პიერ კორნელი (ფრანგ. Pierre Corneille; დ. 6 ივნისი, 1606, რუანი ― გ. 1 ოქტომბერი, 1684, პარიზი) — XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგი, საფრანგეთის აკადემიის წევრი 1647 წლიდან.

პიერ კორნელი
ფრანგ. Pierre Corneille
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1606(1606-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი რუანი[11] [12]
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 1684(1684-10-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
დასაფლავებულია Eglise de Monceaux-l'Abbaye
საქმიანობა დრამატურგი[13] [14] , პოეტი[14] , მთარგმნელი, მწერალი[15] [16] და პოეტი ადვოკატი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[17]
ალმა-მატერი პიერ-კორნელის ლიცეუმი
ჟანრი ტრაგიკომედია, ტრაგედია და კომედია
Magnum opus სიდი
მეუღლე épouse de Corneille
შვილ(ებ)ი Pierre Corneille
ხელმოწერა

ბიოგრაფია

პიერ კორნელი დაიბადა რუანში, წვრილი ბურჟუას ოჯახში. იგი იღებს იეზუიტურ განათლებას, სწავლობს იურისპრუდენციას და 1628 წლიდან იწყებს ადვოკატის კარიერას. 1629 წელს პარიზში დიდი წარმატებით იდგმება მისი პირველი კომედია, მელიტა ანუ ყალბი წერილი. მას მოსდევს მთელი რიგი კომედიები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სასახლის გალერეა, 1632, სამეფო მოედანი, 1634, და კომიკური ილუზია, 1636. 1636 წელს კორნელი წერს ტრაგი-კომედიას სიდი, რომელიც დიდ პოლემიკას იწვევს. ეს მოვლენა ლიტერატურის ისტორიაში დარჩება "სიდის კამათის" სახელწოდებით. კარდინალი რიშელიე და აკადემია ავტორს საყვედურობენ ტრაგედიის წესებისა და კლასიციზმის 3 ერთიანობის კანონის უარყოფას. სამაგიეროდ ხალხი აღფრთოვანებულია. მომდევნო 3 წლის მანძილზე კორნელი მუშაობს უდიდეს ტრაგედიებზე: ჰორაციუსი , სინა (1640) და პოლიევქტე (1642). 1651 წელს კიდევ ერთ დიდი წარმატებას აღწევს მისი ტრაგედია ნიკომედე, სამაგიეროდ, მომდევნო წელს დადგმული პერთარიტი სრულ კრახს განიცდის და ავტორი 7 წლით თავს ანებებს თეატრს. 1658 წელს კორნელის შეუყვარდება მოლიერის დასის ერთ-ერთი მსახიობი, რაც მისი დრამატურგიული შემოქმედების განახლების მიზეზი გახდება. 1658-1674 წლებში იგი წერს 11 პიესას, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება წინა წლების შედევრებს. კარიერის ბოლო წლებში კორნელის სასგრძნობლად დაჩრდილავს ახალგაზრდა მეტოქე, ჟან რასინი. 1674 წელს სურენას არც თუ ისე წარმატებული დადგმის შემდეგ კორნელი საბოლოოდ ჩამოშორდება თეატრალურ მოღვაწეობას და დარჩენილ წლებს რელიგიური ნაწარმოებების თარგმნას უძღვნის.

შემოქმედება

კორნელის ნაწარმოებების პერსონაჟები ძირითდად მითოლოგიურ ან ისტორიულ გმირებს წარმოადგენენ, რომლებიც ყოველთვის საქვეყნო საქმეებთან არიან დაკავშირებულნი. ისინი გამოირჩევიან როგორც სოციალური მდგომარეობით, ასევე მორალური ღირსებებით: ნებისყოფით, ძლიერებით, გონიერებით და შთაგონებულნი არიან სტოიცისტური იდეალით. ისინი ერთადერთ პრინციპს ემორჩილებიან: სურთ დაამტკიცონ საკუთარი სიდიადე, რაც ხშირად საკუთარი გრძნობების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს, მაგრამ არჩეული გეზს კორნელის გმირები თითქმის არ უხვევენ. საბოლოოდ ბედი მათ ვერასოდეს ამარცხებთ, ამიტომ ზოგიერთი ლაპარაკობს კიდეც კორნელის ნაწარმოებებზე როგორც ტრაგედიებზე ტრაგედიის

გარეშე. კორნელის თეატრის ძირითადი პრინციპია დამაჯერებლობა და ისტორიული ჭეშმარიტება. იგი თვლის, რომ გამოგონილი ამბები ტრაგედიას არ შეეფერება. მეორე ძირითადი პრინციპია გონების ტრიუმფი. მისი გმირები არასოდეს არ მოქმედებენ გაუცნობიერებლად, უპასუხისმგებლოდ, არასოდეს არ ემორჩილებიან გრძნობებსა და სურვილებს.

"სიდის" კამათი

,,სიდის" დადგმის შემდეგ გამართული პოლემიკა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. პიესის ნახვით რიშელიე და აკადემია აღშფოთდა. გამოიყო კომისია, რომელიც 3 წლის მანძილზე სწავლობდა მასში მომხდარ დარღვევებს. აიკრძალა პიესის დადგმა. ,,სიდში" დარღვეული იყო დროისა და ადგილის ერთიანობის პრინციპი: 24 საათის მაგივრად მოქმედება 36 საათის მანძილზე მიმდინარეობს, მართალია ქალაქის ერთ უბანში, მაგრამ ოთხ სხვადასხვა ადგილას. უარყოფილი იყო ინტრიგის ერთიანობაც: მთავარი პერსონაჟი, სიდი ორ ქალს უყვარს, რაც მეორე ინტრიგას წარმოშობს.

მთავარი ნაწარმოებები

  • მელიტა, 1629 (კომედია)
  • სამეფო მოედანი, 1634 (კომედია)
  • მედეა, 1635, (ტრაგედია)
  • კომიკური ილუზია, 1636 (კომედია)
  • სიდი, 1636 (ტრაგი-კომედია)
  • ჰორაციუსი, 1640 (ტრაგედია)
  • სინა, 1640 (ტრაგედია)
  • პოლიევქტე, 1642 (ტრაგედია)
  • ნიკომედე, 1651 (ტრაგედია)
  • სერტორიუსი, 1651 (ტრაგედია)
  • ატილა, 1667 (ტრაგედია)
  • სურენა, 1674 (ტრაგედია)

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი