პიტ სამპრასი

პიტ სამპრასი (ინგლ. Pete Sampras; დ. 12 აგვისტო, 1971, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5][6].

პიტ სამპრასი

სამპრასი 2008 წელს
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი ლეიკ შერვუდი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 12 აგვისტო, 1971 (1971-08-12) (52 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
სიმაღლე 185 სმ.
პროფესიონალი 1988
კარიერა დაასრულა 8 სექტემბერი, 2002 (უკანასკნელი მატჩი)
25 აგვისტო, 2003 (ოფიციალურად)
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიტერ ფიშერი (1980–1989)
ჯო ბრენდი (1989–1991)
ტიმ გალიკსონი (1992–1995)
ვიტას გერულაიტისი (1994)
პოლ ანაკონი (1995–2001)
ტომ გალიკსონი (2001–2002)
ხოსე იგერასი (2002)
პოლ ანაკონი (2002)
ფულადი პრიზი 43,280,450 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2007 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი petesampras.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 762–222 (77.44%)
ტიტულები კარიერაში 64
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (12 აპრილი, 1993)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1994, 1997)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1996)
უიმბლდონი გამარჯვება (1993, 1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2000)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1990, 1993, 1995, 1996, 2002)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1991, 1994, 1996, 1997, 1999)
დიდი სლემის თასი გამარჯვება (1990, 1997)
ოლიმპიური თამაშები 3რ (1992)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 64–70 (47.76%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 27-ე (12 თებერვალი, 1990)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (1989)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1989)
უიმბლდონი 3რ (1989)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (1988, 1989, 1990)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1992, 1995)
ბოლოს განახლდა: 6 იანვარი 2018.

სამპრასის პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1988 წელს, ხოლო დასრულდა 2002 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, როდესაც მან უკანასკნელ მატჩში კარიერაში ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე – ამერიკელი ანდრე აგასი დაამარცხა[7].

სამპრასს მოგებული აქვს 14 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის 7 უიმბლდონი, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. ამერიკელი უიმბლდონის ტიტულებით რეკორდსმენი იყო 2017 წლამდე, სანამ როჯერ ფედერერმა მე-8 ბალახის დიდი სლემი არ მოიგო. აღსანიშნავია ასევე წლის შემაჯამებელ ტურნირზე 5-ჯერ გამარჯვება და 11 მასტერსის ტიტული. ჯამში სამპრასს ATP-ის 64 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 286 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც ასევე რეკორდი იყო, სანამ 2012 წელს ფედერერმა არ გააუმჯობესა. ამერიკელი 1993-დან 1998 წლამდე ასრულებდა წელიწადს რეიტინგში პირველ ჩოგნად. სანაკრებო დონეზე, მან ორჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. სამპრასმა საუკეთესო შედეგები სწრაფ კორტებზე დააფიქსირა – ბალახზე, ჰარდზე და ხალიჩაზე, ხოლო თიხის ნელ საფარზე იგი იშვიათად აღწევდა წარმატებას.

2007 წელს, სამპრასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 18 (14–4)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
გამარჯვება1990აშშ-ის ღია პირველობა (1)ჰარდი ანდრე აგასი6–4, 6–3, 6–2
მარცხი1992აშშ-ის ღია პირველობაჰარდი სტეფან ედბერგი6–3, 4–6, 6–7(5–7), 2–6
გამარჯვება1993უიმბლდონი (1)ბალახი ჯიმ კურიე7–6(7–3), 7–6(8–6), 3–6, 6–3
გამარჯვება1993აშშ-ის ღია პირველობა (2)ჰარდი სედრიკ პიოლინი6–4, 6–4, 6–3
გამარჯვება1994ავსტრალიის ღია პირველობა (1)ჰარდი ტოდ მარტინი7–6(7–4), 6–4, 6–4
გამარჯვება1994უიმბლდონი (2)ბალახი გორან ივანიშევიჩი7–6(7–2), 7–6(7–5), 6–0
მარცხი1995ავსტრალიის ღია პირველობაჰარდი ანდრე აგასი6–4, 1–6, 6–7(6–8), 4–6
გამარჯვება1995უიმბლდონი (3)ბალახი ბორის ბეკერი6–7(5–7), 6–2, 6–4, 6–2
გამარჯვება1995აშშ-ის ღია პირველობა (3)ჰარდი ანდრე აგასი6–4, 6–3, 4–6, 7–5
გამარჯვება1996აშშ-ის ღია პირველობა (4)ჰარდი მაიკლ ჩანგი6–1, 6–4, 7–6(7–3)
გამარჯვება1997ავსტრალიის ღია პირველობა (2)ჰარდი კარლოს მოია6–2, 6–3, 6–3
გამარჯვება1997უიმბლდონი (4)ბალახი სედრიკ პიოლინი6–4, 6–2, 6–4
გამარჯვება1998უიმბლდონი (5)ბალახი გორან ივანიშევიჩი6–7(2–7), 7–6(11–9), 6–4, 3–6, 6–2
გამარჯვება1999უიმბლდონი (6)ბალახი ანდრე აგასი6–3, 6–4, 7–5
გამარჯვება2000უიმბლდონი (7)ბალახი პატრიკ რაფტერი6–7(10–12), 7–6(7–5), 6–4, 6–2
მარცხი2000აშშ-ის ღია პირველობაჰარდი მარატ საფინი4–6, 3–6, 3–6
მარცხი2001აშშ-ის ღია პირველობაჰარდი ლეიტონ ჰიუიტი6–7(4–7), 1–6, 1–6
გამარჯვება2002აშშ-ის ღია პირველობა (5)ჰარდი ანდრე აგასი6–3, 6–4, 5–7, 6–4

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 6 (5–1)

შედეგიწელიტურნირისაფარიმეტოქეანგარიში
გამარჯვება1991ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (1)ხალიჩა (დ) ჯიმ კურიე3–6, 7–6(7–5), 6–3, 6–4
მარცხი1993ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტიხალიჩა (დ) მიხაელ შტიხი6–7(3–7), 6–2, 6–7(7–9), 2–6
გამარჯვება1994ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (2)ხალიჩა (დ) ბორის ბეკერი4–6, 6–3, 7–5, 6–4
გამარჯვება1996ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (3)ხალიჩა (დ) ბორის ბეკერი3–6, 7–6(7–5), 7–6(7–4), 6–7(11–13), 6–4
გამარჯვება1997ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (4)ჰარდი (დ) ევგენი კაფელნიკოვი6–3, 6–2, 6–2
გამარჯვება1999ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (5)ხალიჩა (დ) ანდრე აგასი6–1, 7–5, 6–4

(დ) – დახურული კორტი

იხილეთ აგრეთვე

  • აგასი–სამპრასის მეტოქეობა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი