პოლ პოგბა

პოლ ლაბილ პოგბა (დ. 15 მარტი, 1993) — გვინეური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი. თამაში შეუძლია როგორც საყრდენი ნახევარმცველის, ასევე — შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე.[2]

პოლ პოგბა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პოლ ლაბილ პოგბა[1]
დაბადების
თარიღი
15 მარტი, 1993 (1993-03-15) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანი-სურ-მარნი, საფრანგეთი
სიმაღლე191 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი6
ახალგაზრდული კარიერა
1999–2006როისი-ენ-ბრი
2006–2007ტორსი
2007–2009ლე ავრი
2009–2011მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2011–2012მანჩესტერ იუნაიტედი3(0)
2012–2016იუვენტუსი124(28)
2016–მანჩესტერ იუნაიტედი115(25)
ეროვნული ნაკრები
2008-2009საფრანგეთი 16 წლ.17(1)
2010საფრანგეთი 17 წლ.10(2)
2010-2011საფრანგეთი 18 წლ.6(1)
2011-2012საფრანგეთი 19 წლ.12(4)
2012-2013საფრანგეთი 20 წლ.9(2)
2013-საფრანგეთი75(10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მაისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 15 ივლისი, 2018

პოგბა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. 2016 წელს „იუვენტუსმა“ სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა პოგბა, ყოფილ კლუბში - „მანჩესტერ იუნაიტედში“.

ფეხბურთის თამაში დაიწყო პარიზში, საფეხბურთო კლუბ „როისი-ენ-ბრიში“ და „ტორსიში“. შემდეგ გადავიდა პროფესიონალურ კლუბ „ლე ავრიში“ 2007 წელს. ორი წლის შემდეგ გადავიდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც დაჰყო სამი სეზონი. მანჩესტერული კლუბის ძირითად შემადგებლობაში მონაწილეობა მიიღო შვიდ მატჩში. 2012 წლის ივლისში დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და გადავიდა სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.

საკლუბო კარიერა

მანჩესტერ იუნაიტედი

პოგბას დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2012 წლის 31 იანვარს შედგა პრემიერ ლიგის მატჩში „სტოკ სიტისთან“, სადაც 72 წუთზე ხავიერ ერნანდესი შეცვალა. ევროპული დებიუტი 2012 წლის 15 მარტს ევროპის ლიგის გათამაშებაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2-1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5-3 და გამოეთიშა ევროპის ლიგაში ასპარეზობას.

იუვენტუსი

2012 წლის 3 ივლისს სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ გაუხანგრძლივებდა პოგბას კონტრაქს და დატოვებდა კლუბს. ამავე წლის 27 ივლისს ტურინის იუვენტუსმა განაცხადა რომ პოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩაირიცხა ტურინულ კლუბში. ოფიციალურად, 3 აგვისტოს, კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. პოგბას დებიუტი „იუვენტუსში“, 1 აგვისტოს, „ბენფიკას“ წინააღმდეგ შედგა, მან 78 წუთზე ანდრეა პირლო შეცვალა. პოლმა იუვენტუსის მაისურით პირველი გოლი ნაპოლის წინააღმდეგ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაიტანა. პოგბა ტურინელ გულშემატკივრებში ახალ ზედმეტსახელს ატარებს — „რვაფეხა“ - (იტალ. il polpo).

მანჩესტერ იუნაიტედი

2016 წლის 8 აგვისტოს, პოლ პოგბა ოფიციალურად დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბში და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. იუვენტუსს არ ჰქონდა გეგმაში და არ სურდა პოლის გაყიდვა, რადგან ის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოისაზრებოდა კლუბში, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად თავის როლს ითამაშებდა, მაგრამ პოგბას სურვილიდან გამომდინარე, იუვენტუსმა დათმო სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რა თანხასაც 5 მილიონი ევრო მიემატება მისი კარგი ასპარეზობის შემთხვევაში.

სანაკრებო კარიერა

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პოგბას დებიუტი 2013 წლის 22 მარტს შედგა, საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მისმა ნაკრებმა კი 3-1 იმარჯვა. პოგმამ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მუნდიალზე, სადაც გაიტანა ერთადერთი გოლი ნიგერიის ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩში. პოგბა დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

სტატისტიკა

განახლდა: 21 მაისი 2016
კლუბისეზონიჩემპიონატითასილიგის თასიევროპასხვასულ
ჩემპიონატიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
მანჩესტერ იუნაიტედი2011–12პრემიერლიგა300030100070
სულ300030100070
იუვენტუსი2012–13სერია A275208000375
2013–143670014111519
2014–1526841101104110
2015–163585181104910
სულ124281124033117834
მანჩესტერ იუნაიტედი2016–17პრემიერლიგა000000000000
სულ000000000000
სულ კარიერაში12728112304133118534

მიღწევები

საკლუბო

იუვენტუსი:(8)

მანჩესტერ იუნაიტედი:(3)

სანაკრებო

საფრანგეთი 20

საფრანგეთი

ინდივიდუალური
  • ფიფას 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 2013

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი