პოლ უოკერი

პოლ უილიამ უოკერ IV (ინგლ. Paul William Walker IV; დ. 12 სექტემბერი, 1973 — გ. 30 ნოემბერი, 2013) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ბრაიან ო'კონერის როლის შესრულებით „ფორსაჟის“ ფილმების სერიაში. გარდაიცვალა 2013 წლის 30 ნოემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში, ავტო-კატასტროფაში[1].

პოლ უოკერი
დაბადების სახელი პოლ უილიამ უოკერ IV
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1973
გრენდეილი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 2013 (40 წლის)
სანტა-კლარიტა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985–2013
შვილ(ებ)ი 1
ავტოავარია, რომლის დროსაც გარდაიცვალა მსახიობი პოლ უოკერი

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1986მონსტრი კარადაში Monster in the Closet„პროფესორი“ ბენეტი
1997სტუდენტური გუნდი Varsity Bluesლანს ჰარბორი
1999დანგრეული სასახლე Brokedown Palaceჯეისონი
2001ფორსაჟი The Fast and the Furiousბრაიან ო'კონერი
2003ორმაგი ფორსაჟი 2 Fast 2 Furiousბრაიან ო'კონერი
2005სიღრმეში Into the Blue ჯერედ კოული
2006მინუს 22 გრადუსი ცელსიუსით Eight Belowჯერი შეპარდი
2006სამმაგი ფორსაჟი The Fast and the Furious: Tokyo Driftბრაიან ო'კონერი
2006ჩვენი მამების დროშები Flags of Our Fathersჰენკ ჰანსენი
2009ფორსაჟი 4 Fast & Furiousბრაიან ო'კონერი
2011ფორსაჟი 5 Fast Fiveბრაიან ო'კონერი
2013ფორსაჟი 6 Fast & Furious 6ბრაიან ო'კონერი
2015ფორსაჟი 7 Furious 7ბრაიან ო'კონერი

გარდაცვალება

2013 წლის 30 ნოემბერს ზუსტად ადგილობრივი დროით 15:30-ზე, უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი[2] საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ[3][4]. ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი „Porsche Carrera GT“-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა, ვალენსიაში, მანქანა მაშინვე აალდა[3][5][6][7].ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება[5][8]. ასევე შემთხვევის ადგილისაკენ მიმავალი გზის 8 მონაკვეთზე აღინიშნება დამწვარი რეზინისა და ე.წ. „ფუნთუშის“ („წრეზე დრიფტი“) კვალი[3].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი