რუმინეთის სამეფო

რუმინეთის სამეფო — სახელმწიფო, რომელიც არსებობდა თანამედროვე რუმინეთის, მოლდოვის და ნაწილობრივ, უკრაინისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე 1881-1947 წლებში. ქვეყნის დედაქალაქი იყო ბუქარესტი. ძირითადი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული - ჟუდეცი.

რუმინეთის სამეფო
Regatul României

სამეფო

 

 

1881 — 1947
 

 

 

დროშაგერბი
დედაქალაქიბუქარესტი
ენარუმინული
რელიგიაქრისტიანობა
ფულის ერთეულირუმინული ლეი
მმართველობის ფორმაკონსტიტუციური მონარქია
დინასტიაჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
მეფე
 - 1881–1914კაროლ I
 - 1914–1927ფერდინანდ I
 - 1927–1930მიჰაი I
 - 1930–1940კაროლ II
 - 1940–1947მიჰაი I

რუმინეთის სამეფოს არსებობის განმავლობაში სახელმწიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად იცვლებოდა. დამოუკიდებლობის გამოცადების ეტაპზე იგი მოიცავდა ვლახეთს, მოლდოვას და დობრუჯას. სამეფოს აღმოსავლეთი საზღვარი მდებარეობდა მდინარე პრუტზე და დნესტრზე, ჩრდილოეთით კარპატები საზღვრავდა. აღმოსავლეთით შავი ზღვა ესაზღვრებოდა, დასავლეთით ბანატის მთების გასწვრივ გადიოდა, სამხრეთით კი დუნაიზე.

1913 წელს ბალკანეთის მეორე ომის შედეგად მოახდინა მანამდე ბულგარეთის ტერიტორიის, სამხრეთ დობრუჯის ანექსია. საზღვრების მასშტაბური შეცვლა მოხდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის იმპერიების დაშლის შემდეგ. იმპერიების დაშლის შემდეგ რუმინეთის შემადგენლობაში შევიდა ბანატი, ბუკოვინა, ტრანსილვანია, მარამურეში, ბესარაბია.

1918-1940 წლებში რუმინეთის სამეფომ საზღვრების მაქსიმუმს მიაღწია. 1940 წელს დაკარგა ჩრდილოეთი ტრანსილვანია (შეიერთა უნგრეთმა), ბესარაბია, ბუკოვინა (შეიერთა სსრკ-მ), სამხრეთი დობრუჯა (დაიბრუნა ბულგარეთმა). აღმოსავლეთი საზღვარი კვლავ პრუტზე და დნესტრზე გავიდა.

მოსახლეობა

მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იცვლებოდა ახალი ტერიტორიების დაპყრობის შედეგად, 1939 წლისათვის მოსახლეობა 19 900 000 იყო.

ეროვნული შემადგენლობა კი 1930 წლისათვის ასეთია:

ასევე ცხოვრობდნენ თურქები, გაგაუზები, ალბანელები, სომხები, პოლონელები, სლოვენიელები, ხორვატები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი