ტრანსილვანია

ტრანსილვანია (ლათ. Transilvania „ტყის გაღმა მხარე“, რუმ. Ardeal არდიალი, გერმ. Siebenbürgen „შვიდქალაქეთი“, უნგრ. Erdély ერდელი) — უნგრეთისა და რუმინეთის სადავო ისტორიული ოლქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით.ჩრდილოეთი ტრანსილვანია ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანია, ამიტომაც, პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ამ რეგიონმა საკმაო კონფლიქტური პოტენციალი დააგროვა. რეგიონი ცნობილია თავისი გოთიკური სტილის ნაგებობებით, ასევე მას სახელი აქვს განთქმული როგორც „ვამპირების სამშობლო“, რაც მჭიდროდ უკავშირდება ვლად „დრაკულა“ ცეპეშის სახელს, რომელიც აქ მოღვაწეობდა.

ტრანსილვანია რუმინეთის რუკაზე (ყვითლად)
ტრანსილვანია ევროპის რუკაზე

ეტიმოლოგია

სიტყვა „ტრანსილვანია“ ლათინური წარმოშობისაა, რეგიონის პირველი ხსენება 1075 წლის ლათინურ დოკუმენტში ხდება როგორც „Ultra Silvam“, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ტყის გაღმა“. აქედან მოდის მისი ლათინური სახელი „Ultrasylvania“, რაც დროთა განმავლობაში „Transylvania-დ“ შეიცვალა. რუმინულად რეგიონი ცნობილია როგორც „არდიალი“ (Ardeal), რაც უნგრული „ერდელის“ (Erdély) რომანიზირებული ვარიანტია. რეგიონი ასევე ცნობილია როგორც „შვიდქალაქეთი“ (გერმ. Siebenbürgen, სლოვაკ. Sedmihradsko, პოლ. Siedmiogród, ბულგ. Седмиградско) რაც უკავშირდება გერმანელი საქსების მიერ დაარსებულ შვიდ ქალაქს, ესენია:

ისტორია

X საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადოა.

XI-XII საუკუნეებში ტრანსილვანიას უნგრელები იპყრობენ.

XVI საუკუნეში ყალიბდება ტრანსილვანიის სათავადო, რომელიც ოსმალთა სულთნის სუვერენიტეტს ცნობს, თუმცა, მას არ ემორჩილება. XVII საუკუნეში იპყრობს ჰაბსბურგთა მონარქია.

1867 წელს, ავსტრია-უნგრეთის შექმნის შემდეგ, ტრანსილვანია უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

პირველ მსოფლიო ომის დროს, რუმინეთის სამეფო უკავშირდება ანტანტას იმ პირობით, რომ ავსტრია-უნგრეთს ტრანსილვანია ჩამოეჭრებოდა და გადაეცემოდა რუმინეთს, რაც მოხდა კიდეც.

1940 წლის ვენის მეორე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთმა უნგრეთს ჩრდილოეთი ტრანსილვანია დაუთმო.

1947 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, ვენის 1940 წლის დიქტატი გაუქმებულია და ჩრდილოეთ ტრანსილვანია რუმინეთს უერთდება.

იხილეთ აგრეთვე

  • რუმინეთის ისტორიული მხარეები

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი