სათამაშოების ისტორია 4

„სათამაშოების ისტორია 4“ (ინგლ. Toy Story 4) — 2019 წლის ამერიკული ანიმაციური კომედიური ფილმი, წარმოებული Pixar Animation Studios-ის მიერ Walt Disney Pictures-ისთვის. იგი არის რიგით მეოთხე ფილმი „სათამაშოების ისტორიის“ სერიიდან და 2010 წელს გამოსული „სათამაშოების ისტორია 3“-ის გაგრძელება. მისი რეჟისორია ჯოშ კული, სცენარისტები არიან სტეფანი ფოლსომი და ენდრიუ სტენტონი. პერსონაჟებს ახმოვანებენ ტომ ჰენქსი, ტიმ ალენი, ენი პოტსი, ტონი ჰეილი, კიგან-მაიკლ კეი, ჯორდან პილი, მადლენ მაკგროუ, კრისტინა ჰენდრიკსი, კიანუ რივზი, ელი მაკი, ჯეი ერნანდესი, ლორი ალანი და ჯოან კიუსაკი.

„სათამაშოების ისტორია 4“
რეჟისორი ჯოშ კული
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
  • სტეფანი ფოლსომი
  • ენდრიუ სტენტონი
ისტორია
  • ჯონ ლასეტერი
  • რაშიდა ჯოუნსი
  • უილ მაკორმაკი
  • ჯოშ კული
  • ვალერია ლაპუანტი
  • მარტინ ჰაინსი
  • სტეფანი ფოლსომი
  • ენდრიუ სტენტონი[2]
როლებში
  • ტომ ჰენქსი
  • ტიმ ალენი
  • ენი პოტსი
  • ტონი ჰეილი
  • კიგან-მაიკლ კეი
  • ჯორდან პილი
  • მადლენ მაკგროუ
  • კრისტინა ჰენდრიკსი
  • კიანუ რივზი
  • ელი მაკი
  • ჯეი ერნანდესი
  • ლორი ალანი
  • ჯოან კიუსაკი
მუსიკა რენდი ნიუმენი[3]
ოპერატორი
  • პატრიკ ლინი (კამერა)
  • ჟან-კლოდ კალაჩი (განათება)
მონტაჟი აქსელ გედესი
მწარმოებელი კომპანია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 11 ივნისი, 2019 (2019-06-11) (El Capitan Theatre)
  • 21 ივნისი, 2019 (2019-06-21) (აშშ)
ხანგრძლივობა 100 წუთი[4]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[5]
შემოსავალი 966.7 მილიონი აშშ დოლარი[6]

ფილმში გრძელდება „სათამაშოების ისტორია 3“-ის სიუჟეტი, სადაც მთავარი გმირები კვლავ შერიფი ვუდი, ბაზ ლაიტერი და მათი სხვა მეგობარი სათამაშოები არიან. მას შემდეგ, რაც გმირები ახალი პატრონის, ბონის ხელში აღმოჩნდებიან, ისინი გაიცნობენ სათამაშოდ ქცეულ კოვზ-ჩანგალს(ინგლისური)ქართ. სახელად ფორკის. რის შემდეგაც იწყება მათი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა. ფილმი ეძღვნება მსახიობ დონ რიკსლისა და ანიმატორ ადამ ბერკის ხსოვნას.

„სათამაშოების ისტორია 4“ დაანონსდა 2014 წლის 6 ნოემბერს.[7] რეჟისორად აიყვანეს ჯონ ლასიტერი, რომელიც აგრთვე სერიის პირველი და მეორე ნაწილების რეჟისორი იყო, ხოლო სცენარისტებად — სტეფანი ფოლსომი და ენდრიუ სტენტონი. 2015 წლის მარტში პროექტის თანარეჟისორად დაინიშნა ჯოშ კული. 2017 წლის ივლისში ლასიტერმა დატოვა რეჟისორის პოსტი.[8][9] 2018 წლის 12 ნოემბერს ინტერნეტში გავრცელდა პირველი ტიზერ-ტრეილერი.[10]

„ფილმის პრემიერა გაიმართა 2019 წლის 11 ივნისს ლოს-ანჯელესში.[11] აშშ-ის კინოთეატრებში გამოვიდა იმავე წლის 21 ივნისს RealD 3D, Dolby Cinema, და IMAX ფორმატებში. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 200 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 990 მილიონი დოლარი, რითაც იქცა 2019 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად, აგრეთვე მეცხრე ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად. წინამორბედის მსგავსად პრეოქტმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. შექება წილად ხვდა ფილმის ისტორიას, იუმორს, ემოციურობას, ანიმაციურ მხარესა და ვოკალურ შესრულებას. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 97% (391 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი