სარძევე ჯირკვლები

ძუძუ ანუ სარძევე ჯირკვალი (ლათ. glandula mamaria) მამაკაცებში მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩანასახოვან მდგომარეობაში რჩება. ქალის ძუძუ მდებარეობს მკერდისა და იღლიის ხაზებს შორის, III ნეკნიდან VII ნეკნამდე. მისი ფორმა და სიდიდე ინდივიდუალურად ცვალებადია, ამასთან, დამოკიდებულია ასაკზე, მშობიარობათა რაოდენობაზე, ფუნქციურ მდგომარეობასა და ნაკვებობაზე.

ანატომია

ადამიანის ძუძუ მოთავსებულია გულმკერდის ზედაპირული ფასციისგან, შექმნილ კაფსულში, რომელიც ლავიწთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა კაფსული მკვრივი შემაერთებელი ქსოვილოვანი ფირფიტებით დაკავშირებულია კანის ღრმა შრესთან, ხოლო ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით — მკერდის ფასციასთან. ჯირკვლის მფარავი კანი თხელია, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი კარგად არის განვითარებული. ფასციური კაფსულიდან სარძევე ჯირჯვალში მიემართება ფიბროზული ძგიდეები, რომლებიც მას ყოფენ რადიალურად განლაგებულ 15-20 წილად. თითოეული წილის გამომტანი სადინარი დვრილში შესვლამდე თითისტარისებრ განივრდება, ბოლოში კვლავ ვიწროვდება და იხსნება დვრილზე 8-15 ძაბრისებრ გაგანიერებული ხვრელით.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 111.
  • თოიძე შ., კიკალიშვილი ლ., ყიფიანი ე., კორძაია დ., ტოპოგრაპიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, პოლიგრაფი, 2008
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი