საქართველოს მუნიციპალიტეტები

მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეული

საქართველოს მუნიციპალიტეტები — თვითმმართველი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები საქართველოში.

საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც წარმოადგენენ დე-ფაქტო ერთეულებს.

საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მართვის ოპტიმიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა, თვითმმართველ ქალაქში კი ის დასახლების ნაწილია.

მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 58 ათას ადამიანს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს მერი. მერი და საკრებულო ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლის ვადით.

ისტორია

რაიონები შეიქმნა 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მანამდე არსებული მაზრების დაშლის შედეგად. 1991-2006 წლებში საქართველოს რაიონები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირის, ჯერ პრეფექტის, შემდეგში გამგებლის მეშვეობით. რაიონის ფარგლებში 1998-2006 წლებში არსებობდა კიდევ ერთი სუბ-ნაციონალური დონე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდა. თვითმმართველ ერთეულებს წარმოადგენდნენ სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი (გარდა ხუთი ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა) და მათი რაოდენობა შეადგენდა 1004 ერთეულს. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო 298 ქალაქი და თემი და 13 მხარე. [1] პროექტი არ იქნა მიღებული, მის ნაცვლად განხორციელდა არსებული ერთეულების გამსხვილება, გაუქმდა ქვედა დონე, რაიონებს ეწოდა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის დონეზე. 2006 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, სადაც არჩეულ იქნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები. 2010 წელს ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმუმ 59 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, თუმცა საბოლოოდ შეიქმნა მხოლოდ შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი, ქალაქები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. 2014 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში პირველად იქნენ არჩეული მუნიციპალიტეტების მერები პირდაპირი წესით. 2017 წელს ახლადშექმნილი 7 მუნიციპალიტეტი გაუქმდა.[2].

მუნიციპალიტეტების სია

საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე, 2014 წ.
სახელწოდებაადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(ადამიანი)
(აღწერა 2014)[3]
მოსახლეობა
(ათასი ადამიანი)
(შეფასება, 2020)[4]
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ადამ/კმ², 2014)
თვითმმართველი ქალაქები
თბილისითბილისი504,211087171184,82198,8
ბათუმიბათუმი82,3152839189,11857,1
ქუთაისიქუთაისი67,7147635135,22180,7
რუსთავირუსთავი60,6125103128,72064,4
ფოთიფოთი65,84146541,5630,2
თვითმმართველი თემები
გორის მუნიციპალიტეტიგორი1352,2125692121,193
ზუგდიდის მუნიციპალიტეტიზუგდიდი692105509100,2152,5
მარნეულის მუნიციპალიტეტიმარნეული935,5104300107,2111,5
გარდაბნის მუნიციპალიტეტიგარდაბანი1212,28187680,467,5
ქობულეთის მუნიციპალიტეტიქობულეთი711,37479472,2105,2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიოზურგეთი6756286359,993,13
თელავის მუნიციპალიტეტითელავი1094,558350‬55,360
ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზესტაფონი423,75762855,5136
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიწყალტუბო700,15688347,981,2
მცხეთის მუნიციპალიტეტიმცხეთა636,555651‬53,287,4
გურჯაანის მუნიციპალიტეტიგურჯაანი8465433752,164,2
ბოლნისის მუნიციპალიტეტიბოლნისი8045359055,666,7
ხაშურის მუნიციპალიტეტიხაშური585,25260351,389,9
საგარეჯოს მუნიციპალიტეტისაგარეჯო1553,75176152,233,3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიბათუმი356,45118952,6143,6
სამტრედიის მუნიციპალიტეტისამტრედია364,14856244,0133,4
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიახალქალაქი12354507041,536,5
კასპის მუნიციპალიტეტიკასპი803,24377142,054,5
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტილაგოდეხი890,24167841,146,8
ქარელის მუნიციპალიტეტიქარელი687,74131640,860,1
ჭიათურის მუნიციპალიტეტიჭიათურა5403988438,673,9
სენაკის მუნიციპალიტეტისენაკი520.73965235,076,2
ახალციხის მუნიციპალიტეტიახალციხე1010.33889539,438,5
საჩხერის მუნიციპალიტეტისაჩხერე768,5[ა]3777535,349,2
თერჯოლის მუნიციპალიტეტითერჯოლა3573556331,999,4
მარტვილის მუნიციპალიტეტიმარტვილი880,63346331,838
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტილანჩხუთი533.13148630,259,1
ახმეტის მუნიციპალიტეტიახმეტა2207,63146128,914,3
ხობის მუნიციპალიტეტიხობი6763054828,245,2
სიღნაღის მუნიციპალიტეტისიღნაღი12512994829,323,9
ყვარლის მუნიციპალიტეტიყვარელი10002982730,329,8
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიწალენჯიხა646,72615823,740,4
დუშეთის მუნიციპალიტეტიდუშეთი2981.52565926,28,6
ბორჯომის მუნიციპალიტეტიბორჯომი11892521425,021,2
ვანის მუნიციპალიტეტივანი5572451221,644
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტინინოწმინდა13542449119,618,1
ხონის მუნიციპალიტეტიხონი428,52357021,455
ხულოს მუნიციპალიტეტიხულო7102332726,332,9
აბაშის მუნიციპალიტეტიაბაშა322,52234119,969,3
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიჩხოროწყუ619,42230921,536
ბაღდათის მუნიციპალიტეტიბაღდათი815,42158218,726,5
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდედოფლისწყარო25322122120,88,4
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტითეთრიწყარო1174,52112722,218
ტყიბულის მუნიციპალიტეტიტყიბული478,82083918,243,5
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიხარაგაული913,91947318,721,3
დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისი1198,81914120,616
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიჩოხატაური825.11900118,023
წალკის მუნიციპალიტეტიწალკა1050,61884919,517,9
ქედის მუნიციპალიტეტიქედა4521676016,837,1
ადიგენის მუნიციპალიტეტიადიგენი799.61646216,120,6
შუახევის მუნიციპალიტეტიშუახევი5881504415,025,6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტიამბროლაური11421118610,59,8
ცაგერის მუნიციპალიტეტიცაგერი754103878,813,8
ასპინძის მუნიციპალიტეტიასპინძა8251037210,512,6
თიანეთის მუნიციპალიტეტითიანეთი906,3946810,210,4
მესტიის მუნიციპალიტეტიმესტია3044,593169,43,1
ონის მუნიციპალიტეტიონი1360[ბ]61305,74,5
ლენტეხის მუნიციპალიტეტილენტეხი134443864,13,3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტისტეფანწმინდა1081,737953,83,5
რუსეთის მიერ ოკუპირებული მუნიციპალიტეტები
სახელწოდებაადმინისტრაციული ცენტრიფართობი (კმ²)მოსახლეობა (2002)[5][გ]მოსახლეობა (ბოლო)[6][7][დ]მოსახლეობის სიმჭიდროვე

(ადამ/კმ²)

აჟარის მუნიციპალიტეტიაჟარა87,719561962,2
თიღვის მუნიციპალიტეტიავნევი4061591453111,1
ერედვის მუნიციპალიტეტიერედვი83343764‬
ქურთის მუნიციპალიტეტიქურთა73234029
ახალგორის მუნიციპალიტეტიახალგორი1011770342094,1
შენიშვნები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი