მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

მანჩესტერ სიტი (ინგლ. Manchester City F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის პრემიერლიგაში. დაარსდა 1880 წელს.

მანჩესტერ სიტი
სრული სახელი Manchester City Football Club
მეტსახელი ქალაქელები, ცისფერები,
დაარსდა 1880; 144 წლის წინ (1880) სახელწოდებით St. Mark's (West Gorton)
1887; 137 წლის წინ (1887) სახელწოდებით Ardwick Association F.C.
16 აპრილი, 1894; 130 წლის წინ (1894-04-16) სახელწოდებით Manchester City F.C.[კომ. 1]
სტადიონი ეტიჰადი ,
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 53 400[1])
პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალდუნ ალ მუბარაქი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა
კაპიტანი ბელგიის დროშა კევინ დე ბრეინე
ლიგა პრემიერლიგა
2022-23 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია

თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3.2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

კლუბის მთავარი მწვრთნელია ესპანელი პეპ გვარდიოლა.

მოთამაშეები

განახლდა: 17 ნოემბერი, 2023

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
2მცველი  ინგლისიკაილ უოკერი
3მცველი  პორტუგალიარუბენ დიაში
4ნახევარმცველი  ინგლისიკალვინ ფილიპსი
5მცველი  ინგლისიჯონ სტოუნზი
6მცველი  ნიდერლანდებინათან აკე
8ნახევარმცველი  ხორვატიამატეო კოვაჩიჩი
9თავდამსხმელი  ნორვეგიაერლინგ ჰოლანი
10ნახევარმცველი  ინგლისიჯეკ გრილიში
11ნახევარმცველი  ბელგიაჟერემი დოკუ
16ნახევარმცველი  ესპანეთიროდრი
17ნახევარმცველი  ბელგიაკევინ დე ბრეინე
18მეკარე  გერმანიასტეფან ორტეგა
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
19თავდამსხმელი  არგენტინახულიან ალვარესი
20ნახევარმცველი  პორტუგალიაბერნარდუ სილვა
21მცველი  ესპანეთისერხიო გომესი
25მცველი   შვეიცარიამანუელ აკანჯი
27ნახევარმცველი  პორტუგალიამათეუს ნუნესი
31მეკარე  ბრაზილიაედერსონ მორაესი
32ნახევარმცველი  არგენტინამაქსიმო პერონე
33მეკარე  ინგლისისკოტ კარსონი
47ნახევარმცველი  ინგლისიფილ ფოდენი
52ნახევარმცველი  ნორვეგიაოსკარ ბობი
82მცველი  ინგლისირიკო ლუისი

ტიტულები

ეროვნული ტურნირები

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (9): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23
  • ვიცე-ჩემპიონი (6): 1903–04, 1920–21, 1976–77, 2012–13, 2014–15, 2019–20

ინგლისის ასოციაციის თასი

  • თასის მფლობელი (7): 1903–04, 1933–34, 1955–56, 1968–69, 2010–11, 2018–19, 2022–23
  • ფინალისტი (5): 1925–26, 1932–33, 1954–55, 1980–81, 2012–13

ინგლისის ლიგის თასი

  • თასის მფლობელი (8): 1969–70, 1975–76, 2013–14, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
  • ფინალისტი (1): 1973–74

ინგლისის სუპერთასი

  • თასის მფლობელი (6): 1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019
  • ფინალისტი (8): 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014, 2021, 2022

საერთაშორისო ტურნირები

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
  • თასის მფლობელი (1): 2022–23
  • ფინალისტი (1): 2020–21

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

  • თასის მფლობელი (1): 1970

წლის ფეხბურთელი

 
წელიგამარჯვებული
1985–86 კენი კლემენტსი
1986–87 ნეიმ მაკნაბი
1987–88 სტივ რედმონდი
1988–89 ნეიმ მაკნაბი
1989–90 კოლინ ჰენდრი
1990–91 ნილ კუინი
1991–92 ტონი კოტონი
1992–93 გარი ფლიტკროფტი
1993–94 ტონი კოტონი
1994–95 უვე რესლერი
 
წელიგამარჯვებული
1995–96 გიორგი ქინქლაძე
1996–97 გიორგი ქინქლაძე
1997–98 მაიკლ ბრაუნი
1998–99 ჯერარდ ვიკენსი
1999–2000 შაუნ გოტერი
2000–01 დენი ტიატო
2001–02 ალი ბენარბია
2002–03 სილვენ დისტენი
2003–04 შოტ რაით-ფილიფსი
2004–05 რიჩარდ დანი
 
წელიგამარჯვებული
2005–06 რიჩარდ დანი
2006–07 რიჩარდ დანი
2007–08 რიჩარდ დანი
2008–09 სტივენ აირლენდი
2009–10 კარლოს ტევესი
2010–11 ვენსან კომპანი
2011–12 სერხიო აგუერო
2012–13 პაბლო საბალეტა
2013–14 იაია ტურე
2014–15 სერხიო აგუერო
 
წელიგამარჯვებული
2015–16 კევინ დე ბრეინე
2016–17 დავიდ სილვა
2017–18 კევინ დე ბრეინე

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი