სერბეთი და ჩერნოგორია

სერბეთი და ჩერნოგორია — ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი ეწოდა. 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სერბეთის და ჩერნოგორიის რესპუბლიკებია.

სერბეთი და ჩერნოგორია
Србија и Црна Гора
Srbija i Crna Gora

კონფედერაციული რესპუბლიკა

19922006
 

სერბეთის და ჩერნოგორიის დროშასერბეთის და ჩერნოგორიის გერბი
დედაქალაქიბელგრადი [1]
უდიდესი ქალაქებიბელგრადი, პოდგორიცა, პრიშტინა, ნოვი სადი
ენასერბული
ფულის ერთეულისერბიაში სერბული დინარი (კოსოვოსა და ჩერნოგორიაში ევრო)
ფართობი102 350 კმ2
მოსახლეობა10 832 545 კ
მმართველობის ფორმარესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 2003-2006სვეტოზარ მაროვიჩი
ისტორია
 - დაარსება4 თებერვალი 2003
 - დაშლა5 ივნისი 2006

სახელწოდება

  • ოფიციალური: სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფო კავშირი.
  • ეროვნული: Србија и Црна Гора; Drzavna zajednica Srbija i Crna Gora.
  • ეტიმოლოგია:
    • სახელწოდება „სერბიის“ წარმოშობა უცნობია, შესაძლოა იგი სარმატული ენიდან მომდინარეობდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც, კერძოდ: გერმანიაში მცხოვრები სორბები (ლუჟიცელი სორბები) იგივე წარმოშობის არიან და როგორც ვარაუდობენ მათი ნაწილი, ლუზაციიც რეგიონიდან ბალკანეთში გადასახლდა. საყურადღებოა, რომ იმავე გერმანიაში არსებობდა დამოუკიდებელი სამთავრო Anhalt-Zerbst (ქალაქ Zerbst-იდან მომდინარე), რომელშიც ასევე ჩანს ეთნონიმი „სერბი“.
    • ჩერნოგორიას ვენეციელმა დამპყრობლებმა მონტენეგრო (სლავურად ცრნა გორა, ჩერნა გორა) უწოდეს, რაც „შავ მთას“ ნიშნავს. ეს სახელი, სავარაუდოდ, შეერქვა ლოვჩენის მთიანეთის მუქი ფერის წიწვოვანი ტყეების გამო.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია, ვოევოდინას გარდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე იყო განლაგებული. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოები იყო: ჩრდილოეთით - უნგრეთი; აღმოსავლეთით - რუმინეთი, ბულგარეთი; სამხრეთით - ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია; დასავლეთით - ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია. სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონდა ფართო გასავლელი ადრიატიკის ზღვაზე. ფართობი - 102.350 კვ.კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა, მის შემადგენლობაში იყო სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკები.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Svetozar MAROVIC (2003).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (126 წევრი, მათგან 91 სერბი, 35 ჩერნოგორიელი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 2 რესპუბლიკა (republika - სერბია, ჩერნოგორია) და 2 ავტონომიური ოლქი (autonomna pokrajina - კოსოვო, ვოივოდინა).
ადმ. ერთეულიმოსახლეობაფართობიადმ. ცენტრი
სერბეთის რესპუბლიკა9 39688 361ბელგრადი
- კოსოვო1 80010 887პრიშტინა
- ვოივოდინა2 11721 506ნოვი სადი
ჩერნოგორიის რესპუბლიკა62313 812პოდგორიცა

დემოგრაფია

ეკონომიკა

ისტორია

1991-92 წლებში ერთაშორისი ურთიერთობების გამწვავების შედეგად დაიშალა იუგოსლავიის ს.ფ.რ., რომელიც 1945 წლიდან არსებობდა. მისი შემადგენლობიდან გავიდნენ სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჩრდილოეთი მაკედონია. 1992 წელს სერბეთმა და ჩერნოგორიამ შექმნეს საკავშირო სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სლობოდან მილოშევიჩი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ იგი არ ცნო ყოფილი ფედერაციის სამართალმემკვიდრედ. მილოშევიჩის ნაციონალისტური პოლიტიკის საპასუხოდ 1998 წელს გართულდა ვითარება ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს ავტონომიაში, რომელიც საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად აქ გრძელდებოდა ეთნიკური წმენდა. ამიტომ 1999 წელს ამ პროცესში ჩაერთო ნატოს შეიარაღებული ძალები, რომლებმაც განახორციელეს სერბეთის ქალაქების საავიაციო დაბომბვები. ამჟამად კოსოვოს ტერიტორიაზე შეყვანილია ნატოს სამშვიდობო ძალები, თუმცა მდგომარეობა კვლავ ფეთქებადსაშიშია. კოსოვო ფორმალურად სერბეთის ნაწილია, თუმცა ფაქტობრივად გაეროს მმართველობის ქვეშ მყოფ საერთაშორისო პროტექტორატს წარმოადგენს. 2000 წლის სექტემბერში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მასობრივი სახალხო გამოსვლების შემდეგ სერბეთის ხელისუფლებაში ოპოზიციონერი ვოისლავ კოშტუნიცა მოვიდა. 2003 წლის თებერვალში იუგოსლავიის სკუპშინამ გამოაცხადა ახალი სახელმწიფოს - სერბეთის და ჩერნოგორიის კავშირის დაფუძნება. მანამდე ორივე რესპულიკის პარლამენტებმა დაამტკიცეს ახალი კავშირის კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი