რესპუბლიკა

რესპუბლიკა (ლათ. Res Publica — „ხალხის საქმე“) — სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ფორმა.

ვაჯის დედაქალაქი ვაიშალი მიიჩნევა მსოფლიოში პირველ რესპუბლიკად.[1][2][3][4]

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკურიმმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკურიქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.

რესპუბლიკური მმართველობისას გამოყოფენ საპრეზიდენტო ხელისუფლების რამდენიმე ფორმას.

საპარლამენტო რესპუბლიკები

ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტის ძალაუფლება ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება. პრეზიდენტს მხოლოდ საცერემონიალო ფუნქციები ეკისრება (ინდოეთი, გერმანია,იტალია, მალტა, საბერძნეთი, ავსტრია, საქართველო[შენიშვნა 1] და ა. შ.);

შეზღუდული საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტი, ძირითადად, როგორც სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაურია; მისი როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა, ძირითადად, საცერემონიალო ხასიათისაა, ხოლო მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, ფუნქციები გარკვეულად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ორგანოებზე (ასეთი ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, მექსიკა, პანამა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, ტაივანი);

დუალისტური საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

ასეთ ქვეყნებში გარკვეულწილად შენარჩუნებულია პარლამენტარიზმის ზოგიერთი ატრიბუტი და ამავე დროს მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციები (შრი-ლანკა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა. შ.);

შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

აქ შეიძლება გაერთიანდეს ისეთი ქვეყნები, სადაც პირველი პირი თითქმის შეუზღუდავია თავისი ძალაუფლების გამოყენების თვალსაზრისით (ჩრდილოეთ კორეა,ინდონეზია, თურქმენეთი, უგანდა, სირია, ლიბია, სომალი, სუდანი და ა. შ.)

ლიტერატურა

  • Martin van Gelderen & Quentin Skinner, eds., Republicanism: A Shared European Heritage, v1, Republicanism and Constitutionalism in Early Modern Europe, Cambridge: Cambridge University Press., 2002
  • Martin van Gelderen & Quentin Skinner, eds., Republicanism: A Shared European Heritage, v2, The Values of Republicanism in Early Modern Europe, Cambridge: Cambridge U.P., 2002
  • Frédéric Monera, L'idée de République et la jurisprudence du Conseil constitutionnel — Paris: L.G.D.J., 2004 Fnac, LGDJ.fr დაარქივებული 2006-09-23 საიტზე Wayback Machine.
  • James Hankins, "Exclusivist Republicanism and the Non-Monarchical Republic," Political Theory 38.4 (August 2010), 452-482.

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:

შენიშვნა

წყარო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი