სინძი მიკამი

სინძი მიკამი (იაპონ. 三上 真司 მიკამი სინძი?, დ. 11 აგვისტო, 1965) — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი, რეჟისორი და პროდიუსერი.

სინძი მიკამი

სინძი მიკამი 2013 წელს
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1965 (1965-08-11) (58 წლის)
ივაკუნი, იამაგუტის პრეფექტურა
ეროვნება იაპონია
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროდიუსერი, თამაშების რეჟისორი
აქტიური 1990-დღემდე
წოდება Tango Gameworks-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
საიტი tangogameworks.com

კარიერა დაიწყო 1990 წელს, კომპანია Capcom-ში და მონაწილეობა მიიღო ბევრი ცნობილი თამაშის შექმნაში. ის არის „Resident Evil“-ის და „Dino Crisis“-ის რეჟისორი, მასვე ეკუთვნის 2002 წელს გამოსული „Resident Evil (რიმეიკი)“ და 2005 წლის მესამე პირის შუტერიResident Evil 4“. მიკამის მიერ Capcom-ში შემუშავებული უკანასკნელი თამაში იყო „God Hand“. Capcom-დან წასვლის შემდეგ მუშაობდა Platinum Games-ში. 2010 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ვიდეო თამაშების კომპანია Tango Gameworks, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თავდავეა. აქ მან შექმნა პირველი პირის საშინელებათა თამაში „The Evil Within“. 2010 წლის 28 ოქტომბერს Tango Gameworks შეიძინა კომპანია ZeniMax Media-მ.

ბიოგრაფია

სინძი მიკამი დაიბადა 1965 წლის 11 აგვისტოს, იამაგუტის პრეფექტურაში, იაპონია. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო დოსისიას უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა მერჩანდაიზინგს.[1]

1990 წელს მუშაობა დაიწყო Capcom-ში[1] და შედუგა მის პირველ თამაშზე „Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ მუშაობას. 1991-1993 წლებში შექმნა დისნეის მულტფილმების მოტივებზე დაფუძნებული სამი თამაში: „Who Framed Roger Rabbit“ (Game Boy), „Goof Troop“ და „Disney’s Aladdin“, (Super Nintendo),[1] ხოლო ეს უკანასკნელი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა (1.75 მილიონი გაყიდული ასლით).[2]

Goof Trop“-ის გამოსვლიდან, მალე სინძი მიკამის დაევალა სამგანზომილებიანი თამაშის შექმნა PlayStation-სა Sega Saturn-ისთვის. 1996 წელს გამოვიდა ცნობილი თამაში „Resident Evil“ (იაპონიაში ცნობილი, როგორც „Biohazard“), რომლის შთგონების წყაროდ იქცა მხატვრული ფილმი „ზომბი 2“ და ვიდეო თამაში „Sweet Home“. „Resident Evil“-ის წარმატებამ განაპირობა Survival horror-ის ჟანრის პოპულარობა. ამის წყალობით შეიქმნა თამაშის უამრავი გაგრძელება, ფილმები, კომიქსები და სათამაშოები.

1997 წელს მიკამი გახდა Capcom-ის რამდენიმე პროექტის პროდიუსერი, მათ შორის „Resident Evil 2“-სა და „Dino Crisis“-ის. ორი წლის შემდეგ დიზაინერი დანიშნეს კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა „Devil May Cry“, „Resident Evil Code: Veronica“ და „Dino Crisis 2“, რომლის გაყიდვებაც 1.2 მილიონი ეგზეპლარი შეადგინა. 2001 წლიდან 2006 წლამდე სტუდია თამაშებს უშვებდა მხოლოდ Nintendo GameCube-ისთვის, რომელთაგანაც ყველაზე განთქმულია „Resident Evil 4“, „P.N.03“, „Viewtiful Joe“, „killer7“ და „Dead Phoenix“. სინძი მიკამი გახდა პროექტ „Resident Evil 4“-ის რეჟისორი, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასებები მიმოხილველებისგან და კომერციული წარმატებაც ჰხვდა წილად.

აღნიშნული თამაშის გამოსვლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო სტუდია Glover-ში. 2007 წელს სტუდია დაიშალა და მიკამი გადავიდა Platinum Games-ში. აქ მან შეიმუშავა „Vanquish“, რომელიც იქცა ისეთ პროექტების შთაგონების წყაროდ, როგორებიც არის „Bulletstorm“,[3][4]Crysis 2“,[3]Killzone 3“,[5]Binary Domain“.[6]

2010 წელს მან დააარსა კომპანია Tango Gameworks, სადაც შექმნა Survivol horror-ის ჟანრის თამაში „The Evil Within“, გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ, Xbox 360, PS3, PC, PS4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთივს.[7][8]

თამაშები

თამაშითარიღისტატუსი
The Evil Within 22017აღმასრულებელი პროდიუსერი,
ზედამხედველი
Fallout 42015რობოტ ტაკაჰასის გამხმოვანებელი
The Evil Within2014რეჟისორი
Shadows of the Damned2011პროდიუსერი
Vanquish2010რეჟისორი
God Hand2006რეჟისორი
Resident Evil 42005რეჟისორი
Killer72005პროდიუსერი, თანასცენარისტი
Phoenix Wright: Ace Attorney: Trials and Tribulations2004აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Outbreak2003დიზაინერი
Dino Crisis 32003აღმასრულებელი პროდიუსერი
Viewtiful Joe2003აღმასრულებელი პროდიუსერი
P.N.032003რეჟისორი
Phoenix Wright: Ace Attorney: Justice for All2003აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Zero2002მრჩეველი
Steel Battalion[9]2002გენერალური პროდიუსერი
Resident Evil (რიმეიკი)2002რეჟისორი
Resident Evil Survivor 2 Code: Veronica2001ხელმძღვანელი
Phoenix Wright: Ace Attorney2001აღმასრულებელი პროდიუსერი
Devil May Cry2001აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Gaiden[10]2001მრჩეველი
Onimusha: Warlords2001მრჩეველი
Dino Crisis 22000აღმასრულებელი პროდიუსერი
Resident Evil Code: Veronica2000პროდიუსერი
Resident Evil 3: Nemesis1999პროდიუსერი
Dino Crisis1999რეჟისორი, პროდიუსერი
Resident Evil 21998პროდიუსერი
Resident Evil1996რეჟისორი, პროდიუსერი[11]
Aladdin“ (SNES)1993დამგეგმავი
Goof Troop1993დიზაინერი[12]
Super Lap“ (გაუქმებული)1992დამგეგმავი
Who Framed Roger Rabbit “(Game Boy)1991დამგეგმავი
Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ (Game Boy)1990დამგეგმავი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი