სელევკიდების სახელმწიფო

(გადამისამართდა გვერდიდან სირიის სელევკიდების სამეფო)

სელევკიდების სახელმწიფო, სელევკიდების სირიის სამეფო (ბერძ. Σελεύκεια; ძვ. წ. 312-ძვ. წ. 64 წწ.) — ელინისტური სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს ნანგრევებზე.[4][5][6][7] სახელი ეწოდა დამაარსებლის — სელევკე I ნიკატორისა და მისი შთამომავლების — სელევკიდების მიხედვით.

სელევკიდების სახელმწიფო
Βασιλεία τῶν Σελευκιδῶν
სახელმწიფო აღარ არსებობს

ძვ. წ. 312–ძვ. წ. 63
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
სელევკიდების სახელმწიფო მისი მაქსიმალური გაფართოებისას, ძვ. წ. 281 წელს, სელევკე I ნიკატორის გარდაცვალებისას
დედაქალაქისელევკია
(ძვ. წ. 305-240 წწ)
ანტიოქია
(ძვ. წ. 240-63)
ენებიბერძნული (ოფიციალური)[1]
სპარსული
არამეული[1]
რელიგიაძველი ბერძნული რელიგია
ბაბილონური რელიგია[2]
ზოროასტრიზმი
მთავრობამონარქია
ბასილევსი
 - ძვ.წ. 305–281სელევკე I ნიკატორი (პირველი)
 - ძვ.წ. 65–63ფილიპე II (ბოლო)
ისტორიული ერაანტიკური ხანა
 - შეიქმნაძვ. წ. 312
 - გაუქმდაძვ. წ. 63
ფართობი
 - ძვ. წ. 301[3]3 000 000 კმ² (1 158 306 მლ²)
 - ძვ. წ. 240[3]2 600 000 კმ² (1 003 866 მლ²)
 - ძვ. წ. 175[3]800 000 კმ² (308 882 მლ²)
 - ძვ. წ. 100[3]100 000 კმ² (38 610 მლ²)
წინამორბედი
მემკვიდრე
ძველი მაკედონია
სირიის პროვინცია
პართია
ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო
ჰაზმონეა
ოსროჰენა
დღეს ამ ტერიტორიაზე(მთლიანად ან ნაწილობრივ)

ტერიტორიულად სელევკიდების სახელმწიფო მოიცავდა სირიას, მესოპოტამიას, მცირე აზიის ნაწილს. სატახტო ქალაქები — ტიგრის სელევკია და ანტიოქია. სახელმწიფო ენას ბერძნული წარმოადგენდა. სელევკიდების სახელმწიფო იყო სხვადასხვა ენის, ზნე-ჩვეულებათა და ეკონომიკური დონის ხალხთაგან შეკოწიწებული პოლიტიკური კონგლომერატი.

სელევკიდთა საყრდენი სოციალური ბაზა იყო ბერძნულ-მაკედონური მონათმფლობელური არისტოკრატია. ეკონომიკური ცხოვრება ემყარებოდა ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს. მოჰყავდათ ხორბალი, აშენებდნენ ზეთისხილს, მისდევდნენ მევენახეობასა და მესაქონლეობას. სელევკიდთა ხელში იყო ძველთაგანვე განთქმული სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა სირიას, მცირე აზიას, ინდოეთს, არაბეთს, ჩინეთს, შუა აზიასა და სპარსეთის ყურეს. წამყვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სტრატეგიულ და კულტურულ როლს თამაშობდნენ ქალაქები, რომელთაგან განსაკუთრებით დაწინაურდა ანტიოქია, ლაოდიკეა, პიერის სელევკია. ელინისტურ ქალაქებს ჰქონდათ დამოუკიდებელი კანონმდებლობა, საკუთარი მმართველობითი ორგანოები, ფინანსები და სხვა. მათ გარშემო ჩამოყალიბებული იყო სამხედრო-მიწათმფლობელური დასახლებანი — კატეკიები. მათზე დაყრდნობით ახდენდნენ სელევკიდები ქვეყნის ელინიზაციასა და თავიანთი უმაღლესი მონარქიული ხელისუფლების გავრცელება-დამკვიდრებას. მეფე — შეუზღუდველი, ღმერთად გამოცხადებული გვირგვინოსანი — სახელმწიფოს განაგებდა რთული ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით. ქვეყანა დაყოფილი იყო სატრაპებად. სატრაპებს სათავეში ედგნენ სტრატეგოსები, რომელთაც ევალებოდათ ხარკის აკრეფა და ჯარების გამოყვანა.

სელევკიდების სახელმწიფოს სისუსტე გამომჟღავნდა დასაწყისშივე, როცა მისი ბატონობისაგან თავი დაიხსნეს პერგამონმა, კაპადოკიამ, ბითინიამ და პონტოს სამეფომ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სელევკიდების სახელმწიფომ დაკარგა აღმოსავლეთი პროვინციები, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა: ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო და პართია. სელევკიდების სამეფოს ხანგრძლივი ომი ჰქონდა პტოლემეების ეგვიპტესთან და დიდი სისხლის ფასად დაინარჩუნა ფინიკია და პალესტინა.

სელევკიდების სახელმწიფო აღმავლობას განიცდიდა ანტიოქე III დიდის მეფობის დროს (ძვ. წ. 223-ძვ. წ. 187). ანტიოქე III-მ დაამარცხა პართელები და აღადგინა სელევკიდთა ძალაუფლება აღმოსავლეთში, მაგრამ მაგნეასთან რომაელთაგან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ, სელევკიდების სირია სამუდამოდ დაეცა და დაკნინდა. არც ეგვიპტესთან ორ გამარჯვებას მოჰყოლია შედეგი. ძვ. წ. 163 წლიდან ძვ. წ. 64 წლამდე სირია რომის პროვინციად გამოცხადდა. სელევკიდთაგან ანტიოქე I სოტერი „მეგობრობდა“ ქართველ მეფე ფარნავაზთან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 275.
  • A. Houghton, C. Lorber, Seleucid Coins. A Comprehensive Catalogue, Part I, Seleucus I through Antiochus III, With Metrological Tables by B. Kritt, I-II, New York - Lancaster - London, 2002.
  • G. G. Aperghis, The Seleukid Royal Economy. The Finances and Financial Administration of the Seleukid Empire, Cambridge, 2004.
  • Laurent Capdetrey, Le pouvoir séleucide. Territoire, administration, finances d'un royaume hellénistique (312-129 avant J.C.). (Collection "Histoire"). Rennes: Presses Universitaires de Rennes, 2007.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი