ყირგიზეთი

ყირგიზეთი (ყირგ. Кыргызстан, რუს. Киргизия ან Кыргызстан), ოფიციალურად ყირგიზეთის რესპუბლიკა (ყირგ. Кыргыз Республикасы, რუს. Кыргызская Республика) — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში.[1] მთიან და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ყირგიზეთს ესაზღვრებიან: ყაზახეთი ჩრდილოეთიდან, უზბეკეთი დასავლეთიდან, ტაჯიკეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩინეთი აღმოსავლეთიდან. ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი.

ყირგიზეთის რესპუბლიკა
Кыргыз Республикасы
Кыргызская Республика
ყირგიზეთი
ყირგიზეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი

ყირგიზეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბიშკეკი
42°52′ ჩ. გ. 74°36′ ა. გ. / 42.867° ჩ. გ. 74.600° ა. გ. / 42.867; 74.600
ოფიციალური ენა ყირგიზული, რუსული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი
 -  პრ.-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი
ფართობი
 -  სულ 199 951 კმ2 (86-ე)
 -  წყალი (%) 3.6
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 6 000 000 (110-ე)
 -  2009 აღწერა 5 362 800 
 -  სიმჭიდროვე 26 კაცი/კმ2 (176-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $10.764 მილიარდი (134-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2150 (140-ე)
აგი (2007) 0.696 (საშუალო) (116-ე)
ვალუტა ყირგიზული სომი (KGS)
დროის სარტყელი UTC+06:00
ქვეყნის კოდი KGZ
Internet TLD .kg
სატელეფონო კოდი 996

ყირგიზეთს 2000 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და იმპერიის პერიოდებს მოიცავს. მიუხედავად გეოგრაფიული იზოლაციისა, რაც მისი უკიდურესად მთიანი რელიეფითაა განპირობებული და რაც ქვეყანას მისი უძველესი კულტურის შენარჩუნებაში დაეხმარა, ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო დასახლებული დამოუკიდებელი ტომებისა და თემების შთამომავლებით, ქვეყანა პერიოდულად ექცეოდა უცხოელთა ბატონობის ქვეშ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთი, ოფიციალურად, უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა ქვეყნისათვის კვლავ გამოწვევებს წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტები,[2][3] რევოლუციები,[4] ეკონომიკური პრობლემები,[5][6] გარდამავალი მთავრობები[7] და პოლიტიკურ პარტიათა კონფლიქტები.[8] ყირგიზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.

ეთნიკური ყირგიზები ქვეყნის 5,7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ასევე, აღსანიშნავია, უზბეკებისა და რუსების მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობები. ოფიციალური, ყირგიზული ენა, მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა თურქულ ენებთან, მიუხედავად ამისა, რუსული ენა ფართოდაა გავრცელებული ქვეყანაში, რაც საუკუნოვანი რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა (64 %) არარადიკალური მუსლიმია.[9] მისი თურქული წარმოშობის გარდა, ყირგიზული კულტურისათვის დამახასიათებელია სპარსული, მონღოლური და რუსული გავლენის ნიშნები.

ეტიმოლოგია

მიჩნეულია, რომ სახელი „ყირგიზ“ მომდინარეობს სიტყვა „ორმოცის“ თურქული შესატყვისისაგან და მიანიშნებს ორმოც თემზე რომლებიც ლეგენდის მიხედვით გმირმა მანამ უიღურთა სახანოს წინააღმდეგ გააერთიანა. სიტყვასიტყვით, ყირგიზ ნიშნავს ჩვენ ვართ ორმოცი.

უახლესი ისტორია

ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15-წლიანი მმართველობა.

გეოგრაფია

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 199 951 კვ. კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90 % ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიქ-ქოლი.

ქვეყნის მთელი ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრზე ზევით. მისი ნახევარი 1000-დან 3000 მეტრამდე დიაპაზონში. ხოლო მესამედი 3000 მეტრს ზემოთ. მთიანი ქედები შეადგენს ქვეყნის დაახლოებით მეოთხედს. უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439 მ.

უდიდესი მთათა სისტემებია:

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლიდან ყურმანბეკ ბაკიევი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ჟოგორკუ კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:

  1. ქალაქი ბიშკეკი
  2. ქალაქი ოში
  3. ბათქენის ოლქი
  4. ოშის ოლქი
  5. ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)
  6. ჯალალაბადის ოლქი
  7. ნარინის ოლქი
  8. თალასის ოლქი
  9. ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 4892 ათასი (2003), მათ შორის 52 % ყირგიზი, 18 % რუსი, 13 % უზბეკი, 2,5 % უკრაინელი, 2,4 % გერმანელი.
  • სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).

ეთნიკური ჯგუფები

ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თურქულენოვანი ხალხი, ყირგიზები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 72 %-ს შეადგენენ (2013 წლის შეფასება). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ რუსები (9,0 %), სამხრეთში კი — უზბეკები (14,5 %). პატარა, თუმცა აღსანიშნავ უმცირესობებს წარმოადგენენ დუნგანები (1,9 %), უიღურები (1,1 %), ტაჯიკები (1,1 %), ყაზახები (0,7 %), უკრაინელები (0,5 %) და სხვა უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები (1,7 %). ქვეყანაში სულ 80-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.[10]

ისტორიულად, ყირგიზები ნახევრად მომთაბარე მწყემსები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ მრგვალ კარვებში (იურტა) და მწყემსავდნენ ცხვარს, ცხენსა და იაკს. მომთაბარეობის ეს ტრადიცია ახლაც არსებობს, როდესაც მწყემსი ოჯახები ზაფხულობით მაღალმთიან საძოვრებზე მიდიან. ტრადიციულად უძრავად მცხოვრებ უზბეკებსა და ტაჯიკებს ფერღანის ხეობის დაბლობი მიწები აქვთ ათვისებული.[11]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთის ეთნიკურმა შემადგენლობამ აშკარა ცვლილებები განიცადა.[12][13][14] თუ 1979 წლისათვის ყირგიზები, პროცენტულად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50 %-ს შეადგენდნენ, 2013 წლისათვის მათმა რაოდენობამ 70 %-ს გადააჭარბა, მაშინ, როცა ევროპული ეთნიკური ჯგუფების (რუსები, უკრაინელები და გერმანელები), ასევე თათრების რაოდენობა 35 %-დან 10 %-მდე შემცირდა.[15] ეთნიკური რუსების რაოდენობა 1970-1989 წლებში 29,2 %-დან 21,5 %-მდე შემცირდა.[16] 1991 წლიდან გერმანელთა უზარმაზარი რიცხვი, რომელთა რაოდენობაც 1989 წელს 101 000-ს შეადგენდა, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.[17] 1990-იან წლებში ქვეყანა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო.[18]

ყირგიზეთის მოსახლეობა ეთნიკური ჯგუფების მიხედვით 1926-2014 წლებში
ეთნიკური
ჯგუფი
1926 წლის აღწერა11959 წლის აღწერა31989 წლის აღწერა61999 წლის აღწერა72014 წლის აღწერა7
რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%რაოდენობა%
ყირგიზები661 17166,6836 83140,52 229 66352,43 128 14764,94 193 85072,6
უზბეკები110 46311,1218 64010,6550 09612,9664 95013,8836 06514,4
რუსები116 43611,7623 56230,2916 55821,5603 20112,5369 9396,4
1 წყარო:.[19] 3 წყარო:.[20] 6 წყარო:.[21] 7 წყარო:.[22]

ენები

ყირგიზეთი, ყაზახეთთან ერთად, ცენტრალური აზიის იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, რომელმაც რუსული ოფიციალურ ენად შეინარჩუნა. ის ყირგიზულ ენას 1991 წლის სექტემბერში დაამატეს, რის შემდეგაც ყირგიზეთი ოფიციალურ ორენოვან სახელმწიფოდ იქცა.

ყირგიზული ენა თურქული ენების ყივჩაყურ შტოს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ყაზახურ, ყარაკალპაკურსა და ნოღაიურ ენებთან. მეოცე საუკუნემდე მის ჩასაწერად არაბული დამწერლობა გამოიყენებოდა. 1928 წელს დაამტკიცეს ლათინური ანბანი, რომელიც 1941 წელს კირილიცამ შეცვალა.

2009 წლის აღწერის მიხედვით,[23] 4,1 მილიონი ადამიანი ლაპარაკობდა ყირგიზულად როგორც მშობლიურ ან მეორე ენაზე, ხოლო 2,5 — რუსულად, როგორც მშობლიურ ან მეორე ენაზე. უზბეკური მეორე ყველაზე გავრცელებული მშობლიური ენაა, რომელსაც რუსული მოჰყვება. რუსული ენა, ამასთანავე, ყველაზე გავრცელებულ მეორე ენას წარმოადგენს, რომელსაც მოჰყვება ყირგიზული, უზბეკური და ინგლისური ენები.

მრავალი ბიზნეს და პოლიტიკური საკითხების შესახებ მოლაპარაკება რუსულად ხორციელდება. ბოლო დრომდე, ყირგიზული რჩებოდა შინ სალაპარაკო ენად და იშვიათად გამოიყენებოდა შეხვედრებზე ან სხვა ღონისძიებებზე, თუმცა, დღესდღეობით, საპარლამენტო შეხვედრათა უმეტესობა ყირგიზულ ენაზე მიმდინარეობს, რომელიც, იმავდროულად, ითარგმნება მათთვის, ვინც ყირგიზულად არ ლაპარაკობს.

ენამშობლიურიამეორეამოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა
ყირგიზული3 830 556271 1874 121 743
რუსული482 2432 109 3932 591 636
უზბეკური772 56197 753870 314
ინგლისური28 41628 416
ფრანგული641641
გერმანული1010
სხვა277 43331 411

უდიდესი ქალაქები

ეკონომიკა

მიუხედავად დონორების, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);

კულტურა

  • არქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი „ბურანა“ (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).
  • ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ძირითადი ინფორმაცია
რუკები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი