პტოლემეების სამეფო

პტოლემეების სამეფო (ბერძ: Πτολεμαϊκὴ βασιλεία, Ptolemaïkḕ Basileía) — ელინისტური სამეფო ეგვიპტეში. სამეფოს მართავდა პტოლემეების დინასტია, რომელიც პტოლემე I-მა დააარსა ძვ.წ. 323 წელს, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ. სამეფომ არსებობა ძვ.წ. 30 წელს შეწყვითა, კლეოპატრა VII-ს გარდაცვალებისა და რომის იმპერიის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ.

პტოლემეების სამეფო
Πτολεμαϊκὴ βασιλεία
Ptolemaïkḕ Basileía
სახელმწიფო აღარ არსებობს

ძვ.წ. 305–ძვ.წ. 30
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
პტოლემეს სამეფო, ლისიმაქეს სამეფო, სელევკიდების სამეფო, სხვა ტერიტორიები
დედაქალაქიალექსანდრია
ენებიბერძნული, ეგვიპტური, ბერბერო
რელიგიასერაფისის კულტი
მთავრობამონარქია
ფარაონი
 - ძვ.წ. 305–283პტოლემე I
 - ძვ.წ. 51–30კლეოპატრა VII
ისტორიული ერაანტიკური ხანა
 - შეიქმნაძვ.წ. 305
 - გაუქმდაძვ.წ. 30
ფართობი
 - ძვ.წ. 3011 000 000 კმ² (386 102 მლ²)
ვალუტაბერძნული დრაჰმა
დღეს ამ ტერიტორიაზეკვიპროსის დროშა კვიპროსი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ლიბიის დროშა ლიბია
თურქეთის დროშა თურქეთი
ისრაელის დროშა ისრაელი
პალესტინის დროშა პალესტინა
ლიბანის დროშა ლიბანი
სირიის დროშა სირია
იორდანიის დროშა იორდანია
* პტოლემე I (ძვ.წ. 305–283) - პირველი ფარაონი
* კლეოპატრა VII (ძვ.წ. 51–30) - ბოლო ფარაონი

პტოლემეების სამეფო ძვ.წ. 305 წელს პტოლემე სოტერმა დააარსა, რომელმაც საკუთარი თავი ეგვიპტის ფარაონდა გამოაცხადა და ძლიერი ელინისტური დინასტია შექმნა, დინასტიის წარმომადგენლებიც 275 წლის მანძილზე მართავდნენ სამეფოს, რომელიც განფენილი იყო სამხრეთ სირიიდან კირენამდე და სამხრეთით ნუბიამდე. ალექსანდრია სახელმწიფოს დედაქალაქი, ბერძნული კულტურისა და ვაჭრობის ცენტრი გახდა. ეგვიპტის ადგილობრივ მოსახლეობაში აღიარების მოპოვებისა და მათდამი პატივისცემის გაზრდის მიზნით დინასტიის წევრები საკუთარ თავს ფარაონების მემკვიდრეებს უწოდებდნენ. მოგვიანებით პტოლემეების დინასტიის წევრებმა ძველი ეგვიპტის ფარაონების მსგავსად ოჯახის წევრებზე ქორწინების ტრადიციის მიმდევრები გახდნენ, ისინი საკუთარ თავს ძველი ეგვიპტის ფარაონების მსგავსად სახალხო მონუმენტებში ასახავდნენ, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ეგვიპტურ რელიგიურ ცხოვრებაში. დინასტიას ადგილობრივ მემბოხეებთან, ასევე უცხოელ დამპყრობლებთან და სამოქალაქო ომშიც კი მოუწია ბრძოლა, ეს ყველაფერი კი წინ უძღვოდა სამეფოს გაუქმებას და რომის იმპერიის მიერ მის ანექსიას. ელინისტური კულტურა რომის და ბიზანტიის მმართველობის პერიოდში განაგრძობდა არსებობას მუსულმანების მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე.

ისტორია

ეგვიპტეში პტოლემეების მმართველობა ელინისტური ერის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი და დოკუმენტირებული პერიოდია. ეგვიპტეში უამრავი პაპირუსია აღმოჩენილი, რომლებზეც ბერძნულად და ეგვიპტურად აღწერილია პტოლემეების დინასტიის მმათველობა.

ფონი

ძვ.წ. 332 წელს ალექსანდრე დიდმა, მაკედონიის მეფემ ეგვიპტის სატრაპიას (აქემენიანთა იმპერიის სატრაპია) შეუტია. ალექსანდრე ეწვია მემფისს, მან ასევე სივას ოაზისში ამონის ორაკულთან იმოგზაურა. სადაც ორაკულმა ალექსანდრე ამონის შვილად გამოაცხადა. მან ეგვიპტელების პატივისცემა მოიპოვა, რისი მიზეზიც მის მიერ ეგვიპტელების რელიგიისადმი გამოჩენილი პატივისცემა იყო. თუმცა ეგვიპტეში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ალექსანდრემ მაკედონელები დანიშნა. ალექსანდრემ ასევე დააარსა ახალი ბერძნული ქალაქი ალექსანდრია, რომელიც ეგვიპტის ახალ დედაქალაქად გამოაცხადა. ახლა უკვე მთელი ეგვიპტე სპარსეთის იმპერიის დაპყრობაში ალექსანდრეს მეთაურობით მონაწილეობდა. ძვ.წ. 331 წლისთვის ის უკვე მზად იყო ლაშქრობისათვის და არმიას ფინიკიისაკენ წარუძღვა. ეგვიპტეში კი კლეომენესი დატოვა, როგორც ეგვიპტის მონარქი, ალექსანდრეს არყოფნაში. ამის შემდეგ ალექსანდრე ეგვიპტეში აღარ დაბრუნებულა.

სამეფოს დაარსება

ძვ.წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, ალესანდრეს გენერლებს შორის დაიწყო მემკვიდრეობის გადანაწილების კრიზისი. თავდაპირველად იმპერიას პერდიკა მართავდა, როგორც ალესანდრეს ნახევარძმის არიდეის რეგენტი, რომელიც მოგვიანებით ფილიპე III მაკედონელი გახდა. მოგვიანებით პერდიკა იმპერიას მართავდა, როგორც ფილიპე III-ის და ალექსანდრე IV-ის რეგენტი. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების დროს მისი ვაჟი ალექსანდრე IV ჯერ დაბადებული არ იყო. პერდიკამ პტოლემე, რომელიც ალექსანდრეს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო, ეგვიპტის სატრაპად დანიშნა. პტოლემე ეგვიპტეს ძვ.წ. 323 წლიდან მართავდა, მეფეების ფილიპე III-ისა და ალექსანდრე IV-ის სახელით. თუმცა, ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ, პტოლემემ ეგვიპტის საკუთარი უფლებებით მართვა დაიწყო. მან წარმატებით დაიცვა ეგვიპტე ძვ.წ. 321 წელს პერდიკას შემოსევებისაგან. ის ასევე იცავდა ეგვიპტესა და მის შემოგარენ ტერიტორიებს დიადოქოსების ომის დროს (ძვ.წ. 322 - ძვ.წ. 301 წლები). ძვ.წ. 305 წელს პტოლემემ ოფიციალურად მიიღო ტიტული მეფე (ფარაონი). ამის შემდეგ პტოლემე I სოტერმა ("პტოლემე I მხსნელი") დააარსა პტოლემეების დინასტია, რომელიც ეგვიპტეს დაახლოებით 300 წლის მანძილზე მართავდა.

პტოლემეების დინასტიის ყველა მნიშვნელოვან მმართველს სახელად პტოლემე ერქვა, ხოლო პრინცესები და დედოფლები სახელად ირქმევდნენ კლეოპატრას, არსინოას და ბერენიკას. პტოლემეების დინასტიის მეფეები ძველი ფარაონების მსგავსად საკუთარ დებზე ქორწინდებობდნენ, ამიტომაც მეფეების უმეტესობა სამეფოს მეუღლეებთან ერთად მართავდნენ, რომლებიც მეფეების მსგავსად სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ. დინასტიაში ქორწინებასთან დაკავშირებით ამგვარი პოლიტიკის გამო, დინასტიის მომავალი წევრები უფრო სუსტები, სავარაუდოდ გონებრივადაც ჩამორჩენილები იყვნენ. ბერენიკა III და ბერენიკა IV დინასტიაში ერთადერთი დედოფლები იყვნენ, რომლებიც სამეფოს საკუთარი წესებით მართავდნენ. კლეოპატრა V იყო თანამმართველი დედოფალი, რომელიც ბერენიკა IV-სთან ერთად მართავდა სამეფოს. ხოლო კლეოპატრა VII სამეფოს პტოლემე XIII-სთან, პტოლემე XIV-სთან და პტოლემე XV-სთან ერთად მართავდა, თუმცა რეალურად ის ეგვიპტეს მარტო მართავდა.

დინასტიის მოგვიანებითი წევრები ეგვიპტელების რელიგიასა და კულტურას აღარ აწუხებდნენ, პირიქით ისინი ეგვიპტური ღმერთების სახელზე დიდებულ ტაძრებს აგებდნენ. პტოლემე II-ის და პტოლემე III-ის მეფობის დროს ათასობით მაკედონიელ ვეტერანს გადაეცა სხვადასხვა საჩუქარი და ფერმის მიწა, რის შემდეგაც დასაჩუქრებული მაკედონიელები სამეფოს კოლონიებში, გარნიზონებსა და სოფლებში სახლდებოდნენ. საუკუნის განმავლობაში ბერძნების გავლენამ მთელი სამეფო მოიცვა, ბერძნებსა და ეგვიპტელებს შორის ხშირმა ქორწინება კი ბერძნო-ეგვიპტური განათლებული კლასი წარმოშვა. მიუხედავად ამისა, ბერძნები ყოველთვის რჩებოდნენ პრივილეგირებულ უმცირესობად პტოლემეების ეგვიპტეში. ისინი ცხოვრობდნენ ბერძნული კანონებით, იღებდნენ ბერძნულ განათლებას, ასამართლებდნენ ბერძნულ სასამართლოში და ცხოვრობნენ ბერძნულ ქალაქებში.

პტოლემე I

პტოლემე II

პტოლემე III

პტოლემეების დაცემა

პტოლემეები მოგვიანებით

კლეოპატრა VII

რომაელების მმართველობა

კულტურა

ხელოვნება

სოციალური მდგომარეობა

ვალუტის სისტემა

სამხედრო მდგომარეობა

ქალაქები

ეგვიპტის მართვის დროს, პტოლემეების დინასტიამ უამრავი ბერძნული დასახლება დააარსა იმპერიის სხვადასხვა წერტილში. იმდროინდელ ეგვიპტის სამეფოში არსებობდა სამი მთავარი ბერძნული ქალაქი: ნავკრატისი, ალექსანდრია და პტოლემაიდა.

ნავკრატისი

ნავკრატისი სამი ბერძნული ქალაქიდან ერთ-ერთი იყო. ეგვიპტეში ალესანდრიის დაარსების შემდეგ ნავკრატისის კომერციული მნიშვნელობა შედარებით შემცირდა, თუმცა ის ისევ განაგრძობდა არსებობას, როგორც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებასა და პტოლემეს გამეფებას შორის არსებულ შუალედში ქალაქმა ნავკრატისმა საკუთარი ფულის მოჭრაც კი დაიწყო (პირადი დიზაინით). როგორც პტოლემეების ისე რომაული პერიოდის დროს, ნავკატისის მოქალაქე მამაკაცების წერილებიდან ჩანს, რომ ქალაქი ბერძნული ტრადიციების მიმდევარი და ერთგული იყო. პტოლემე II ქალაქს საკუთარ ყურადღებას არ აკლებდა. მან 100 მეტრის (330 ფუტის) სიგრძისა და 18 მეტრის (60 ფუტის) სიგანის კირქვის ნაგებობა ააშენა, რათა დიადი ტემენოსის გატეხილი შესასვლელი შეევსო. მისი ბრძანებით ტემენოსში პალატის დიდი ლოდი გაამაგრეს და განამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ ნავკრატისი ელინისტური ხასიათის ქალაქი იყო, ის ეგვიპტურ ელემნებსაც შეიცავდა. ქალაქი პტოლემეების მართველობის დროს ყვაოდა, ამის მიზეზს იმპორტირებული ამფორების რაოდენობა გვაძლევს, რომელთაც შტამპი როდოსზე დაადეს. ზენოს პაპირუსის მიხედვით, ნავკრატისი იყო ლიდერი ნავსადგური მემფისიდან ალექსანდრიაში ზღვით მოგზაურობისას. ამავდროულად იყო ერთგვარი სადგური, შესაჩერებელი (მოსასვენებელი) ადგილი პელუზიიდან დედაქალაქისკენ ხმელეთით მოგზაურობისას. იგი ასევე იყო ადმინისტრაციული სისტემის სეპ-მეჰის ნომოსის წევრი.

ალექსანდრია

პტოლემაიდა

დემოგრაფია

არაბები პტოლემეების მმართველობის ქვე

ებრაელები პტოლემეების მმართველობის ქვეშ

მიწათმოქმედება

სამეფოს მმართველები

მმართველთა სია

პტოლემეების გამარტივებული ხე

 
 
 
 
 
პტოლემე I
 
ბერენიკა I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლისიმაქე
 
არსინოე I
 
 
 
 
პტოლემე II
 
არსინოე II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე (ვაჟი)
 
 
 
 
ბერენიკა II
 
პტოლემე III
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანტიოქე III დიდი
 
 
 
 
არსინოე III
 
პტოლემე IV
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლეოპატრა I
 
 
 
 
 
 
პტოლემე V
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე VI
 
 
 
კლეოპატრა II
 
 
 
პტოლემე VIII
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე VII
 
კლეოპატრა III
 
პტოლემე (ვაჟი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლეოპატრა IV
 
პტოლემე IX
 
კლეოპატრა სელენა I
 
პტოლემე X
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე XII
 
ბერენიკა III
 
პტოლემე XI
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლეოპატრა V
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არსინოე IV
 
ბერენიკა IV
 
პტოლემე XIII
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე XIV
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლეოპატრა VII
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იულიუს კეისარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარკუს ანტონიუსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პტოლემე XV
 
 
კლეოპატრა სელენა II
 
ალექსანდრე ჰელიოსი
 
პტოლემე XVI


დინასტიის სხვა წევრები

სამედიცინო ანალიზი

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი