ტაილანდის დროშა

ტაილანდის დროშა — წარმოადგენს ხუთ ჰორიზონტალურ ზოლს, ფერების შემდეგი თანამიმდევრობით: წითელი, თეთრი, ლურჯი, თეთრი, წითელი.შუა ლურჯი ზოლი ორჯერ უფრო ფართოა, ვიდრე დანარჩენი ზოლები. სამი ფერი: წითელი-თეთრი-ლურჯი სიმბოლოა ერი-სარწმუნოება-მეფე, რომელიც არის ტაილანდის არაოფიციალური დევიზი[1]. დროშა მიიღეს 1917 წლის 28 სექტემბერს. დროშის ტაილანდური სახელია — ธงไตรรงค์ (ტონგ ტრაირონგ), რაც ნიშნავს სამფერიან დროშას.

ტაილანდის სამეფოს დროშა
მიღებულია 28 სექტემბერი 1917
პროპორცია 2:3
დროშის ავტორი ვაჯირავუდი
წინა დროშები

ტაილანდის დროშა 1916—1917 წწ.

ტაილანდის დროშა 1855—1916 წწ.

სიამის პირველი დროშა იყო წითელი ქსოვილი, პირველად გამოჩნდა სიამის მეფის ნარაის (1656-1688 წწ.) დროს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, წითელ დროშაზე დროთა განმავლობაში ისახებოდა სხვადასხვა სიმბოლოები: თეთრი ჩაკრა, თეთრი სპილო ჩაკრის შიგნით ან მზე თეთრ დისკზე.[2]

ოფიციალურად პირველი დროშა მიიღო მეფე მონგუტომმა (რამა IV-მ), მასზე გამოსახული იყო თეთრი სპილო (სამეფო სიმბოლო) წითელ ფონზე, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერთფერიანი დროშა არ იყო მისაღები დიპლომატიურ მიზნებში, დროშა შეცვალეს.

1916 წელს მიიღეს პირველი დროშა თანამედროვე დროშის პროტოტიპის, მხოლოდ შუა დიდი ზოლი იყო წითელი ფერის.

საინტერესოა, რომ კოსტა-რიკის დროშა იგივე სახისაა, როგორიც ტაილანდის დროშა, ოღონდ საპირისპირო ფერების თანამიმდვრობით.

სამხედრო-საზღვაო დროშა

ტაილანდის საზღვაო-სამხედრო დროშა (1917-დან)

სამხედრო-საზღვაო დროშა მიიღეს 1917 წელს.

საზღვაო დროშა

ტაილანდის საზღვაო დროშა (შემოიღეს 1917 წელს)

საზღვაო დროშა მიიღეს 1917 წელს.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი