ფრედი ჰაიმორი

ინგლისელი მსახიობი

ალფრედ ტომას ჰაიმორი[3] (ინგლ. Alfred Thomas Highmore; დ. 14 თებერვალი, 1992) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მსახიობობა ბავშვობაში დაიწყო და ცნობილი გახდა არაერთი მთავარი როლით შემდეგ ფილმებში: „ჯადოსნური ქვეყანა“ (ინგლ. Finding Neverland) (2004 წ.), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (ინგლ. Charlie and the Chocolate Factory) (2005 წ.), „არტური და უჩინმაჩინები“ (ინგლ. Arthur and the Invisibles) (2006 წ.), „ოგუსტ რაში“ (ინგლ. August Rush) (2007 წ.) და „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (ინგლ. The Spiderwick Chronicles) (2008 წ.). მან ზედიზედ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ორი ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა.

ფრედი ჰაიმორი

ჰაიმორი 2013 წელს
დაბადების სახელი ალფრედ ტომას ჰაიმორი
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1992 (1992-02-14) (32 წლის)
ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • გამხმოვანებელი
  • პროდიუსერი
  • რეჟისორი
  • სცენარისტი
აქტიური 1999–დღემდე
მეუღლე(ები) კლარისა მანცი (იქ. 2021)[1][2]
მშობლები მამა: ედვარდ ჰაიმორი
ხელმოწერა

ჰაიმორმა შეასრულა ნორმან ბეიტსის როლი 2013-2017 წლის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში — ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel), რისთვისაც კრიტიკოსთა არჩევანის სამ ნომინაციაზე წარდგა, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი. 2017 წლიდან ჰაიმორი ასრულებს ექიმი შონ მერფის როლს ABC-ის სამედიცინო დრამატულ ტელესერიალში „კარგი ექიმი“ (ინგლ. The Good Doctor). ამ როლისთვის მან 2018 წელს მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც საუკეთესო მსახიობმა.[4]

ადრეული წლები

ფრედი ჰაიმორი დაიბადა 1992 წლის 14 თებერვალს კემდენ-ტაუნში, ლონდონში.[5] დედამისი, სუ ლატიმერი არის მსახიობების აგენტი, რომლის კლიენტებს შორის არიან დენიელ რედკლიფი და იმელდა სტონტონი. მამამისი არის ყოფილი მსახიობი ედვარდ ჰაიმორი და ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად ბერტი.

ჰაიმორი გაიზარდა ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიგეიტში.[6] განათლება მიიღო დაწყებით სკოლაში, ჰამსტედის ბაღის გარეუბანში, გოლდერს-გრინთან ახლოს, ლონდონის ბორო ბარნეტში, რის შემდეგაც მოიპოვა ჰაიგეიტის სკოლის (დამოუკიდებელი სკოლა ჰაიგეიტში, ლონდონი) სტიპენდია.

2007 წლის ნოემბერში ჰაიმორი საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ ლონდონში.[6]

2008 წელს ჰაიმორმა საშუალო განათლების ზოგად გამოცდაში (GCSE) მოიპოვა უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ესპანურ, ფრანგულ და ლათინურ ენებში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.[7] 2010 წელს A level-ის გამოცდაში მან კვლავ მოიპოვა მაქსიმალური ქულები მათემატიკაში, უმაღლეს მათემატიკაში და ფრანგულ და ესპანურ ენებში.[8] 2010-2014 წლებში ჰაიმორი სწავლობდა ემანუელის კოლეჯში, კემბრიჯში, სადაც დაეუფლა ესპანურ და არაბულ ენებს და მოიპოვა შესაბამისი ხარისხი.[9]

2012 წელს ჰაიმორი მუშაობდა სტაჟიორად გალფის ბანკში, ქუვეითში, ხოლო „ბეიტსის მოტელის“ პირველი ორი სეზონის გადაღებისას ― მადრიდის იურიდიულ ფირმაში, რამაც იგი მსახიობობის შეწყვეტასა და სამართლის სწავლაზე დააფიქრა.[10]

კარიერა

ადრეული კარიერა (1999–2004)

ფრედი ჰაიმორმა სამსახიობო კარიერა 7 წლის ასაკში მცირე როლებით დაიწყო. მისი დებიუტი შედგა კოკი გიდროიკის 1999 წელს გადაღებულ ფილმში — „Women Talking Dirty“.[5] 2001 წელს ჰაიმორმა შეასრულა მცირეწლოვანი მეფე ართურის როლი TNT-ის მინისერიალში „ავალონის ნისლები“ (The Mists of Avalon).[5]

2001 წელს მან BBC-ის მინისერიალში „Happy Birthday Shakespeare“ განასახიერა მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც ოცნებობს ეივონის სტრატფორდში გადასვლაზე.[5] ჰაიმორმა საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მის ძმასთან, ბერთი ჰაიმორთან 1999 წლის ფილმში „Women Talking Dirty“ და მამამისთან, ედვარდ ჰაიმორთან Hallmark Entertainment-ის 2001 წლის ტელეფილმში „ნამდვილი ამბავი“ (Jack and the Beanstalk: The Real Story).[11]

2004 წელს ჰაიმორი დიდ ეკრანზე დაბრუნდა ჟან-ჟაკ ანაუდის საოჯახო სათავგადასავლო ფილმით „ორი ძმა“ (Two Brothers). მან შეასრულა ფრანგი ადმინისტრატორის ვაჟის როლი, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი ახალი მეგობარი, ვეფხვის ბოკვერი, სისხლის დაგემოვნების შემდეგ შესაძლოა საშიში გახდეს. ჰაიმორმა მომდევნო მთავარი როლი შეასრულა კენეთ ბრანასთან, ზოი უანამეიკერთან და ედი იზარდთან ერთად 2004 წლის ფანტასტიკურ ფილმში „ხუთი ბავშვი და იგი“ (Five Children and It). იმავე წელს ფრედი ჰაიმორმა შეასრულა პიტერ ლეველინის როლი მარკ ფორსტერის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ (Finding Neverland). ამ როლისთვის მან არაერთი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის, სატურნის პრემიის ნომინაცია საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის და საეკრანო მსახიობის გილდიის ჯილდო შესანიშნავი შესრულებისთვის.

ზრდასრული როლები (2005–2011)

ჰაიმორი San Diego Comic-Con International-ზე, 2009 წლის 23 ივლისი

ჰაიმორმა 2005 წელს ჩარლი ბაკეტის როლი შეასრულა ტიმ ბარტონის მუსიკალურ ფანტასტიკაში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, რომელიც დაფუძნებულია როალდ დალის ამავე სახელწოდების წიგნზე.[12] გავრცელებული ინფორმაციით, მას რეკომენდაცია გაუწია ვარსკვლავმა ჯონი დეპმა, ვისთან ერთადაც მონაწილეობდა „ჯადოსნურ ქვეყანაში“. დეპი იმდენად იყო აღტაცებული ახალგაზრდა მსახიობის შესრულებით, რომ ჰაიმორს როლის მიღებაში დაეხმარა.[5] ჰაიმორმა გადაწყვიტა ფილმის 1971 წლის ვერსია გადაღების დასრულებამდე არ ენახა, რათა მის შესრულებაზე გავლენა არ მოეხდინა. ამ როლისთვის მან კვლავ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა და მიენიჭა სატელიტის ჯილდო, როგორც გამორჩეული ახალბედა მსახიობი. ჰაიმორმა გაახმოვანა ამავე სახელწოდების ვიდეო თამაში.

ჰაიმორმა შეასრულა მაქს სკინერის როლი რიდლი სკოტის კომედიურ დრამაში „კარგი წელი“ (A Good Year), რომელიც დიდ ბრიტანეთში 2006 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. იმავე წელს, მან დაიწყო მთავარი პერსონაჟის, ართურ მონტგომერის როლის შესრულება ანიმაციურ სათავგადასავლო ფანტასტიკაში „ართური და უჩინმაჩინები“ (Arthur and the Invisibles), რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა. ფილმს ორი გაგრძელება მოჰყვა: 2009 წელს „ართური და მალთაზარის შურისძიება“ (Arthur and the Revenge of Maltazard) და 2010 წელს „ართური და ორი სამყაროს ომი“ (Arthur 3: The War of the Two Worlds).[13] მან გაახმოვანა ტრილოგიის ვიდეო თამაში და მესამე ფილმი,[14] „ოქროს კომპასი“ (The Golden Compass) (2007 წ.) და იმავე სახელწოდების ვიდეო თამაში. ამის შემდეგ მან განასახიერა მთავარი პერსონაჟი ფილმში „ოგუსტ რაში“ (August Rush) (2007 წ.), რომელშიც ასევე მონაწილეობენ კერი რასელი, ჯონათან მეიერსი და რობინ უილიამსი. ამბავი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვზეა, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ფილმი მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2007 წლის 21 ნოემბერს.[15]

ჰაიმორმა სარა ბოლგერთან ერთად ამერიკელი ტყუპების, საიმონ და ჯარედ გრეისების ორმაგი როლი შეასრულა დონა დიტერლიზის იმავე სახელწოდების საბავშვო მოთხრობაზე დაფუძნებულ 2008 წლის ფილმში „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (The Spiderwick Chronicles). ჰაიმორმა გაახმოვანა არაერთი პერსონაჟი: საიმონი და ჯარედი ვიდეო თამაშში „სპაიდერვიკის ქრონიკები“,[16] იმავე წელს - პატარა ჯეკი ანიმაციურ ფილმში „პატარა ვუკი“ (A Fox's Tale), 2009 წელს - მთავარი პერსონაჟი ფილმში „ასტრო ბიჭი“ (Astro Boy)[17] და მის შესაბამის ვიდეო თამაშში.[18] ამის შემდეგ მან მთავარი როლი შეასრულა BBC–ს ბიოგრაფიულ ფილმში „გახუხული პური“ (Toast) ნაიჯელ სლატერის შესახებ, რომელიც გამოვიდა 2010 წლის 30 დეკემბერს. ეს იყო მესამე ფილმი, რომელშიც ჰაიმორმა მონაწილეობა ჰელენა ბონემ კარტერთან ერთად მიიღო.[19] იმავე წელს მან შეასრულა ჰალი ბალარდის როლი ფილმში „ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ (Master Harold... And the Boys). მომდევნო წელს ჰაიმორმა ემა რობერტსთან ერთად მიიღო მონაწილეობა რომანტიკულ-კომედიურ დრამაში „საშინაო დავალება“ (The Art of Getting By) (2011 წ.).[20]

ბეიტსის მოტელი და კარგი ექიმი (2012-2017)

ჰაიმორი ბეიტსის მოტელის პეილიფესტზე, 2013 წლის 10 მაისი

2013 წელს ჰაიმორმა გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში „ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“ (Justin and the Knights of Valour). 2013-2017 წლებში ვერა ფერმიგასთან ერთად მონაწილეობდა A&E-ის ფსიქოლოგიურ დრამაში „ბეიტსის მოტელი“, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველში, რომელშიც სცენარი იწყება ახლანდელ დროში.[21] 2016 წელს მან ხალხის არჩევანის ჯილდო მოიპოვა,[22] ხოლო მიღებული აქვს ნომინაციები: სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის (2013 წ.),[23] სატელიტის ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო დრამაში (2013 წ.)[24] და კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობისთვის (2014–2015 წწ. და 2017 წ.).[25][26][27] ჰაიმორმა „ბეიტსის მოტელზე“ მუშაობისას მონაწილეობა მიიღო სცენარის წერასა და რეჟისორობაში. მან დაწერა მეოთხე სეზონის ეპიზოდი „Unfaithful“[28] და მეხუთე სეზონის ეპიზოდი "Inseparable", ხოლო რეჟისორი იყო მეხუთე სეზონის ეპიზოდის „The Body“.[29]

2014 წლის აგვისტოში განაცხადეს, რომ NBC-მ შეიძინა კომედიური საპილოტე სცენარი, რომლის ავტორები და აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ ჰაიმორი და „ბეიტსის მოტელის“ შოურანერი, კერი ერინი.[30] 2015 წელს მან მარამა კორლეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეოში „You're My Waterloo“.[31] ჰაიმორმა 2016 წელს ვიქტორ ფერგუსონის როლი შეასრულა BBC Two-ს შვიდ ნაწილიან მინისერიალში „მტერთან ახლოს“ (Close to the Enemy)[32] და მონაწილეობა მიიღო ნიკ ჰემის პოლიტიკურ კომედიურ დრამაში „მოგზაურობა“ (The Journey).[33] მომდევნო წლიდან მოყოლებული დღემდე ის ასრულებს ექიმი შონ მერფის როლს ABC-ის სამედიცინო დრამაში „კარგი ექიმი“ (The Good Doctor) და არის სერიალის პროდიუსერი.[34][35] 2017 წელს მან მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობმა.[36]

ჰაიმორმა მონაწილეობა მიიღო „კანტერვილის მოჩვენების“ (The Canterville Ghost) ანიმაციური ეკრანიზაციის ქასთინგში მთავარი პერსონაჟის გახმოვანებისთვის.[37] ის შეასრულებს ბეიბი ფეის ნელსონის როლს A&E-ს დრამაში „Baby Face“, რომლის სცენარიც მან და კერი ერინმა დაწერეს და მომავალში ერთად აწარმოებენ.[38] ჰაიმორი ასევე იქნება კერი ერინის დრამის, „Long Distance“-ის აღმასრულებელი პროდიუსერი.[39]

პირადი ცხოვრება

ფრედი ჰაიმორი ცხოვრობს ლონდონში და თავს არიდებს სოციალურ მედიას.[40] ის და მსახიობი ვერა ფარმიგა არიან ახლო მეგობრები. მათ შეასრულეს ნორმან და ნორმა ბეიტსების როლი ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“. ჰაიმორი ფარმიგას ერთ-ერთი შვილის ნათლიაა.[41]

ინგლისურის გარდა, ჰაიმორი საუბრობს ესპანურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე.[42]

2021 წლის სექტემბერში გადაცემაში „ჯიმი კიმელი პირდაპირ ეთერში!“ ჩაწერილ ინტერვიუში ჰაიმორმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა.[43] მისი მეუღლე არის ვებ-დიზაინერი კლარისა მანცი, რომელიც ჰაიმორთან ერთად კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა.[1][2]

ფილმოგრაფია

ფილმები

წელიქართული სახელწოდებამშობლიური სახელწოდებაროლიშენიშვნა
1999Women Talking Dirtyსემი
2000Happy Birthday Shakespeareსტივენ გრინიტელეფილმი
2002I Saw Youოსკარ ბინგლიტელეფილმი
2004„ორი ძმა“Two Brothersრაულ ნორმანდინი
„ჯადოსნური ქვეყანა“Finding Neverlandპიტერ ლეველინ დეივისი
„ხუთი ბავშვი და იგი“Five Children and Itრობერტი
2005„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“Charlie and the Chocolate Factoryჩარლი ბაკეტი
2006„კარგი წელი“A Good Yearმცირეწლოვანი მაქს სკინერი
„ართური და უჩინმაჩინები“Arthur and the Invisiblesართურ მონტგომერი
2007„ოგუსტ რაში“August Rushევან ტეილორი/ოგუსტ რაში
„ოქროს კომპასი“The Golden Compassპანტალაიმონიგახმოვანება
2008„სპაიდერვიკის ქრონიკები“The Spiderwick Chroniclesჯარედ და საიმონ გრეისები
„პატარა ვუკი“A Fox's Taleპატარა ჯეკიგახმოვანება
2009„ასტრო ბიჭი“Astro Boyტობი ტენმა/ასტრო ბიჭიგახმოვანება
„ართური და მალთაზარის შურისძიება“Arthur and the Revenge of Maltazardართურ მონტგომერი
2010„ართური და ორი სამყაროს ომი“Arthur 3: The War of the Two Worldsართურ მონტგომერი
„ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“Master Harold...and the Boysჰალი ბალარდი
„გახუხული პური“Toastნაიჯელ სლეიტერიტელეფილმი
2011„საშინაო დავალება“The Art of Getting Byჯორჯ ზინავოი
2013„ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“Justin and the Knights of Valourჯასტინიგახმოვანება
2016„მოგზაურობა“The Journeyმძღოლი ჯეკი
„თითქმის მეგობრები“Almost Friendsჩარლი ბრენერი
2017„ტურ დე ფრანსი“Tour de Pharmacyადრიან ბატონიტელეფილმი
2020„დრაკონის მხედარი“Drachenreiterბენიგახმოვანება/გადაღება
2021„საცავი“The Vaultტომ ჯონსონი
2023„კანტერვილის მოჩვენება“The Canterville Ghostჩეშირის ჰერცოგიგახმოვანება, შემუშავების პროცესი

ტელესერიალები

წელიქართული სახელწოდებამშობლიური სახელწოდებაროლიშენიშვნა
2001„ავალონის ნისლები“The Mists of Avalonმცირეწლოვანი ართური2 ეპიზოდი
„ნამდვილი ამბავი“Jack and the Beanstalk: The Real Storyბავშვი სათამაშო მოედანზე2 ეპიზოდი
2013–2017„ბეიტსის მოტელი“Bates Motelნორმან ბეიტსიმთავარი როლი, სცენარის ავტორი, რეჟისორი
2016„მტერთან ახლოს“Close to the Enemyვიქტორ ფერგუსონი7 ეპიზოდი
2017–დღემდე„კარგი ექიმი“The Good Doctorექიმი შონ მერფიმთავარი როლი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, რეჟისორი
2018Taskmasterსაკუთარი თავიმონაწილე
2021„ლეონარდო“Leonardoსტეფანო ჯირალდიაღმასრულებელი პროდიუსერი

ვიდეო თამაშები

წელისახელწოდებაროლი
2005„Charlie and the Chocolate Factory“ჩარლი ბაკეტი
2007„Arthur and the Invisibles“ართურ მონტგომერი
„The Golden Compass“პანტალაიმონი
2008„The Spiderwick Chronicles“ჯარედ და საიმონ გრეისები
2009„Astro Boy: The Video Game“ტობი ტენმა/ასტრო ბიჭი

მუსიკალური ვიდეოები

წელისიმღერის სახელწოდებაშემსრულებელი
2004„Girls“The Prodigy
2015„You're My Waterloo“The Libertines

ჯილდოები და ნომინაციები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი