ფრენკ გერი

ფრენკ ოუვენ გერი (Frank Owen Gehry) (დაბ. ეფრაიმ გოლდბერგი, 28 თებერვალი, 1929) — არქიტექტორი განთქმული შენობათა დიზაინის სკულპტურული გადაწყვეტის სტილით. მისი ყველაზე ცნობილი შენობები გამოირჩევა მორკალული ზედაპირებით, როგორც წესი, დაფარული ამრეკლი ლითონის ფირფიტებით. მისი საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევარი და მისეული სტილის ყველაზე თვლასაჩინო მაგალითია გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, ესპანეთი, რომლის ზედაპირი თითქმის მთლიანად ტიტანის ფირფიტებითაა დაფარული.

ფრენკ გერი

ბიოგრაფია

დაიბადა ტორონტოში, კანადა, ებრაულ ოჯახში. 17 წლისა კალიფორნიაში გადადის, სადაც ლოს-ანჟელესის ქალაქის კოლეჯში სწავლობს, მოგვიანებით კი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლას ამთავრებს. შემდეგ იგი ქალაქის გეგმარებას სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში. ამჟამად ამერიკის მოქალაქეა და ლოს-ანჟელესში ცხოვრობს.

სტილი

გერის სტილი გვიანდელ მოდერნიზმზს ეფუძნება. მისი დეფორმირებული სტრუქტურები მოდერნისტული არქიტექტურის დეკონსტრუქტივიზმის (დეკონ) სკოლის გამოხატულებად მიიჩნევა. დეკონის მიმდინარეობა მოდერნიზმიდან გადახვევაა, რაც სოციალურ მიზანთა და ფუნქციონალურ საჭიროებაზე ყურადღების არიდებაში გამოიხატება. ადრეული მოდერნისტული სტრუქტურებისგან განსხვავებით დეკონის სტრუქტურები არ საჭიროებენ სპეციფიურ სოციალურ იდეათა ასახვას (მაგ. სიჩქარე ან ფორმის უნივერსალობა) და ისინი არ ემყარებიან რწმენას, რომ ფორმა ფუნქციას მოსდევს. დეკონი, რომელსაც გერი თავად უფრო ხვეწს, ასევე ცნობილია, როგორც სანტა-მონიკას არქიტექტურული სკოლა. ამერიკის ამ რეგიონმა შექმნა ექსპერიმენტთა უდიდესი სპექტრი დეკონის დიზიანის დარგში და მოიცავს ამგვარ სტრუქტურათა უდიდეს კონცენტრაციას.

ამჟამად პროფესიულ წრეებში გერი თანამედროვე არქიტექტურის ხატად მიიჩნევა. ის დაკავშირებულია კომპანია ეპლის დიზაინის ფილოსოფიასთან. მისი შენობები, საკუთარი სახლის ჩათვლით, ტურისტთა ღირშესანიშნაობებად იქცა. მრავალი მუზეუმი, ფირმა და ქალაქიც კი ცდილობს გერის საკუთარი პროექტებით დაინტერესებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება არქიტექტორის საბოლოო პროდუქტი.

პრიცკერის პავილიონი მილენიუმის პარკში, ჩიკაგო

სიეტლის მუსიკის მუზეუმი განასახიერებს ამ ფენომენს მის ექსტრემალურ ფორმაში. Microsoft-ის პოლ ალენმა არქიტექტორად გერი აირჩია მუსიკის ისტორიის ნიმუშთა კოლექციისთვის ურბანული სტრუქტურის დიზაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი უდავოდ უნიკალური გამოვიდა, კრიტიკოსთა რეაქცია უკიდურესად მწვავე იყო. თვალისმომჭრელი ფერების, გარემოს არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიის იგნორირებისა და მამონტის ჩონჩხის მაგვარი კონსტრუქციის გამო კრიტიკოსებმა მას უბრალოდ "დიდი შეცდომა" შეარქვეს. თუმცა შენობის მომხრეებს გვიანდელ მე-19 საუკუნეში ეიფელის კოშკის ისტორია მოჰყავთ მაგალითად და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში არის შესაძლებელი შენობის მხატვრული ღირსების შეფასება.

ბოლო დროს გერის აკრიტიკებენ საკუთარი თავის განმეორების გამო, თითქოს ლითონის დანაწევრებული პანოებით აკოწიწებული კონსტრუქციები, რომელიც გერის სამარკო ნიშანი გახდა, ზედმეტად ხშირად გამოყენებადი იყოს. მის ბოლოდროინდელ ნამუშევართა უმრავლესობა ბილბაოს გუგენჰაიმის ნაირსახეობად მიიჩნევა. მიუხედავად ყველაფრისა, გერის კრიტიკოსები და დამცველები გულდასმით ადევნებენ თვალყურს არქიტექტორის შემოქმედების, იმის მოლოდინში, შეძლებს თუ არა იგი ახალი განსხვავებული იდიომის შთამბეჭდავი ფორმების შექმნას.

ნამუშევრები

ჯილდოები

გალერეა

გერის ნამუშევართა დამატებითი ფოტოგალერეა:

რესურსები ინტერნეტში


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი