ქალები ალბანეთში

ალბანელი ქალები — პირველი ქალთა ასოციაცია ალბანეთში დაარსდა 1909 წელს. ქალები ალბანეთის ჩრდილოეთით გეგის რეგიონიდან ცხოვრობენ კონსერვატიულ და პატრიარქალურ საზოგადოებაში. ისინი იმყოფებიან  დაქვემდებარებულ მდგომარეობაში მამაკაცებთან მიმართებაში. არსებული მდგომარეობა შენარჩუნდა კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყანის  დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მიუხედავად. გეგის რეგიონის ალბანელების კულტურა ეფუძნება ლეკა დუკაჯინის 500 წლიან „კანუნს“, რომელიც ალბანური იურიდიული ჩვეულებების ტრადიციულ კრებულს წარმოადგენს. "კანუნის" მიხედვით, ქალის მთავარი როლი ბავშვებზე და სახლზე ზრუნვაა.

ქალები ალბანეთში
ალბანელი ქალი XIX საუკუნის ბოლო XX საუკუნის დასაწყისი
ქალები პარლამენტში 35.4% (2021)
საშუალო განათლების მქონე 25 წელზე უფროსი ასაკის ქალები 81.8% (2012)
ქალები სამუშაო ძალაში 52.0% (2014)

ისტორია და წეს-ჩვეულებები

ამერიკულ ჟურნალ The literary World (Boston) - ში 1878 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ალბანელ ქალებს ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება. [1]

როგორც ბრიტანელმა მკვლევარმა ედიტ დურჰემმა 1928 წელს აღნიშნა, ალბანელი სოფლის ქალები ძველ საბერძნეთში მცხოვრები ქალების მსგავსად, უფრო კონსერვატიულები იყვნენ ისეთი ტრადიციების შენარჩუნებაში, როგორიც იყო მოწოდება შურისძიებისკენ. [2]

მოხუცი ქალი ალბანეთის ჩრდილოეთიდან ტრადიციულ სამოსში

მეორე მსოფლიო ომამდე გეგი ქალები მთიან რაიონებში მამაკაცებთან „თანაცხოვრობდნენ“. გეგ მამაკაცებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საცოლის ქალწულობას, რამაც განაპირობა ის ფაქტორი, რომ ქალები ქალწულობის აღსადგენად საფასურს იხდიან. ინფექციისა და ანთების რისკის მიუხედავად, გეგი ქალები თანხმდებიან საიდუმლო „20-წუთიან გინეკოლოგიურ“ ოპერაციაზე, რომელიც ტარდება ქალაქების შესაბამის კლინიკებში. [3] სიძეებს თავიანთ პატარძლები იმავე კლინიკებში მიჰყავთ, თუ მათ ქორწილის ღამეს სისხლდენა არ ექნებათ. [3]

გეგ ალბანელთა პატრიარქალურ საზოგადოებაში გოგონების დაბადება ტრადიციულად ნაკლებად სასურველია ვიდრე ბიჭების. ვაჟების ყოლის სურვილს მნიშვნელობის გამო, ორსულ ალბანელ ქალებს ხვდებიან ფრაზით të lindtë një djalë — "დაე, იყოს ვაჟი".

ლაბები სამხრეთ-დასავლეთ ალბანეთის ლაბერიის რეგიონიდან ასევე ცხოვრობენ პატრიარქალურ საზოგადოებაში. მონტენეგროელების მსგავსად, ლაბერიელი ქალები ყველა მძიმე სამუშაოს ასრულებენ. [4]

შეფიცული ქალწულები

შეფიცული ქალწული, რაფშაში, ჰოტი, ოსმალეთის ალბანეთი, მე-20 საუკუნის დასაწყისი.

წარსულში, თუ ოჯახს საკუთარი პატრიარქი არ ჰყავდა, გაუთხოვარ ალბანელ ქალს შეეძლო უფროსის როლი შეესრულებინა და პირობას დებდა, რომ ქალწულობას შეინარჩუნებდა. შეფიცულ ქალწულებს უფლება ჰქონდათ ეცხოვრათ როგორც მამაკაცებს, ეტარებინათ იარაღი, ჰქონოდათ ქონება, თავისუფლად ემოძრავათ, ჩაეცვათ მამაკაცებივით, დაერქვათ მამაკაცური სახელები, თუ სურდათ, დაეცვათ თავიანთი გვარის ღირსება, თავიდან აიცილებინათ დაგეგმილი ქორწინება და ყოფილიყვნენ კაცების საზოგადოებაში. ესარგებლათ მამაკაცებთან თანაბარი მდგომარეობით.

ქალთა უფლებების დაცვა

ურანი რუმბო (18951936) ალბანელი ფემინისტი, მასწავლებელი და დრამატურგი, რომელიც ემხრობოდა ქალთა განათლებას.

მე-19 საუკუნეში სამი ფრაშერიმ პირველმა გააჟღერა ალბანელ ქალებში განათლების მიღების აუცილებლობის იდეა და ამტკიცებდა, რომ ეს გააძლიერებდა საზოგადოებას, ვინაიდან განათლებულ ქალებს საშუალება ექნებოდათ შვილებისთვისაც გადაეცათ ცოდნა. იმავე საუკუნის ბოლოს, ქალაქის ელიტის წარმომადგენელმა ქალებმა, რომლებმაც განათლება მიიღეს დასავლეთ ევროპაში, გააცნობიერეს ქალთა განათლების დონის ამაღლების აუცილებლობა თავად ალბანეთში. 1891 წელს სევასტიმ და პარასკევი კირიაზიმ კორჩაში დააარსეს პირველი საშუალო სკოლა გოგონებისთვის ალბანეთში, ხოლო 1909 წელს — ქალთა პირველი ორგანიზაცია ქვეყანაში "დილის ვარსკვლავი" (ალბ. Yll’i Mëngesit ), რომლის მიზანი იყო ქალთა უფლებების გაფართოება მათი განათლების დონის გაზრდით.

ქვეყანაში ქალთა მოძრაობის განვითარება პირველი მსოფლიო ომის დროს შეფერხდა, მაგრამ განახლდა, როდესაც ომის შემდეგ ალბანეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების გზას დაადგა. დებმა კირიაზებმა კორჩაში დააარსეს ორგანიზაცია Perlindja, რომელიც გამოსცემდა გაზეთ Mbleta-ს . 1920 წელს შაკე ჩობამ შკოდერში დააარსა ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია "ალბანელი ქალი" (ალბ. Gruaja Shqiptare ) და მალე ამ სახელწოდების საზოგადოებები გაჩნდა კორჩაში, ვლორასა და ტირანაში. 1920 წელს, აქტივისტთა ჯგუფმა ჯიროკასტრაში, მათ შორის ურანი რუმბომ, დააარსა "ქალთა კავშირი".ალბ. Lidhja e Gruas ), ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც ალბანელ ქალთა ემანსიპაციისა და განათლების მიღების უფლების კამპანიას ეწეოდა. მათ თავიანთი განცხადება გამოაქვეყნეს გაზეთ "დრიტა"-ში , სადაც აპროტესტებდნენ ქალების დისკრიმინაციას და სოციალურ უთანასწორობას. 1923 წელს "რუმბომ" მონაწილეობა მიიღო კამპანიაში, რათა გოგონებს გიროკასტრის "მამაკაცების" ლიცეუმში სიარულის უფლება ჰქონოდათ. ალბანელ ქალთა მოძრაობას მხარს უჭერდa განათლებული ქალაქელების ელიტური ნაწილი, რომლებიც შთაგონებული იყვნენ იმდროინდელი თურქეთის ლიდერის ქემალ ათათურქის სახელმწიფო ფემინისტური პოლიტიკით .

ალბანეთის მეფის აჰმეტ ზოგის დროს (1928-1939 წლებში) ქალთა უფლებებს სახელმწიფო იცავდა ეროვნული სახელმწიფო ორგანიზაცია "ალბანელი ქალის" საქმიანობით, რომელიც ატარებდა პროგრესულ პოლიტიკას და უზრუნველყოფდა ქალების განათლებისა და პროფესიული საქმიანობის, თანაბარი მემკვიდრეობის, განქორწინების უფლებებს. აკრძალული იქნა წინასწარ შეთანხმებული და იძულებითი ქორწინება, ასევე მრავალცოლიანობა, ქალების ჰარემებში მოთავსება და იძულებითი ჩადრის ტარება. [5] პრაქტიკაში, ეს პროგრესული პოლიტიკა ვრცელდებოდა კოსმოპოლიტური ურბანული ელიტებით და მცირე გავლენა იქონია ალბანელი ქალების უმეტესობის ცხოვრებაზე [5] .

1920 წელს ქალებს მიენიჭათ შეზღუდული ხმის უფლება, ხოლო 1945 წელს ეს უფლება ყველა ქალმა მიიღო.[6] კომუნისტური რეჟიმის დროს ალბანეთში გენდერული თანასწორობის ოფიციალური იდეოლოგია გავრცელდა. [7] კომუნისტური რეჟიმის დაცემის და პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგების შემდეგ, ალბანეთის პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობა 75-დან 9-მდე შემცირდა. [8] 1991 წლიდან გარდამავალ პერიოდში ქალების მდგომარეობა გაუარესდა [9] . დაიწყო რელიგიის აღორძინება, შედეგად ქალები დაუბრუნდნენ თავიანთ ტრადიციულ დედისა და დიასახლისის როლებს. [10]

ქორწინება, შობადობა და ოჯახური ცხოვრება

შობადობის საერთო მაჩვენებელი ალბანეთში შეადგენს 1,5 ბავშვს ქალზე (2015 წლის შეფასებით) [11], რაც დაბალი მაჩვენებელია .კონტრაცეპტივების გამოყენება საკმაოდ მაღალია 69,3% (2008-2009) [11] . ალბანელი ქალების უმეტესობა ოჯახს 20-დან 25 წლამდე ქმნის. 2011 წლის მდგომარეობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი იყო 23.6 ქალებისთვის და 29.3 მამაკაცებისთვის [12] .

ალბანეთის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ მოქმედებს ,შეთანხმებული ქორწინების შემთხვევებi. საზოგადოება რჩება საკმაოდ პატრიარქალური და ტრადიციული, წინაღობის ღირებულებების მიმდევარი. [13] ალბანეთში ურბანიზაციის დონე დაბალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით — 2015 წლის მონაცემებით მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 57,4% -ს შეადგენდა.[11] მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ქორწინებები ზოგადად საზოგადოების მხრიდან მიუღებელია, ისინი რჩება "საკმაოდ გავრცელებულ ფენომენად ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად და შორეულ რაიონებში", სადაც გოგონებს და ქალებს "ძალიან ხშირად აიძულებენ დაქორწინებას პატრიარქალური მენტალიტეტისა და სიღარიბის გამო". [14]

აბორტი ალბანეთში სრულად დაკანონდა 1995 წლის 7 დეკემბერს. მათი ჩატარება შესაძლებელია დედის მოთხოვნით ორსულობის მე-12 კვირამდე. [15] ქალებმა პროცედურამდე ერთი კვირით ადრე უნდა გაიარონ კონსულტაცია, ხოლო საავადმყოფოებს, რომლებიც აბორტს ახორციელებენ, ეკრძალებათ თავიანთი პაციენტების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. [15]

ენვერ ხოჯას მმართველობის დროს ქვეყანაში ტარდებოდა ნატალისტური პოლიტიკა, [15] რომელიც ქალებს არალეგალურად აიძულებდა აბორტის გაკეთებას. შედეგად, ალბანეთი გახდა დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით მეორე ქვეყანა მთელ ევროპაში. მთლიანობაში ქვეყანაში ორსულობის დაახლოებით 50% აბორტით სრულდებოდა. [15]

დასაქმება

კომუნისტების დროს ქალების დიდი პროცენტი ანაზღაურებად სამუშაოებზე მუშაობდა. ალბანეთში შემდგომი გარდამავალი პერიოდი აღინიშნა სწრაფი ეკონომიკური ცვლილებებითა და არასტაბილურობით. შრომის ბაზარს შეექმნა გარდამავალი ქვეყნების უმეტესობისთვის დამახასიათებელი არაერთი პრობლემა. მათ შორის, სამუშაო ადგილების დაკარგვა ბევრ სექტორში, რაც საკმარისად არ იყო კომპენსირებული ეკონომიკაში ახალი სექტორების გაჩენით. 2011 წლის მდგომარეობით, ახალგაზრდა ქალების დასაქმების მაჩვენებელი 51,8%-ს, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცების 65,6%-ს შეადგენდა [16] .

განათლება

ახალგაზრდა ალბანელი სტუდენტები ტირანაში

ჯერ კიდევ 1946 წელს ალბანეთის მოსახლეობის დაახლოებით 85% წერა-კითხვის უცოდინარი იყო ძირითადად იმიტომ, რომ 1912 წლის დამოუკიდებლობამდე ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობდა სკოლები, სადაც სწავლება იქნებოდა ალბანურ ენასზე . XIX საუკუნის შუა ხანებამდე ოსმალეთის ხელისუფლება კრძალავდა სკოლებში ალბანური ენის გამოყენებას. კომუნისტურმა რეჟიმის დროს უპირატესობა ენიჭებოდა ისეთი განათლების სისტემას, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ უმარტივესი ცოდნის მიცემას და სკოლებში სოციალისტური იდეოლოგიის დამკვიდრებას. [17] 2015 წლის მონაცემებით, ქალის წიგნიერების მაჩვენებელი (96.9%) მხოლოდ ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე მამაკაცების (98.4%) .

ქალთა მიმართ ძალადობა

XXI საუკუნის დასაწყისში ალბანეთის ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი ზომები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის No. 9669/2006 (კანონი ოჯახურ ურთიერთობებში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზომების შესახებ) კანონის [18] და სტამბულის კონვენციის რატიფიცირების ჩათვლით. [19]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი