კომუნიზმი

იხ.  განხ.  რედ.
კომუნიზმი
ძირითადი ცნებები

კოლექტივიზი •ანტიკაპიტალიზმი •ანტიიმპერიალიზმი •მუშათა თვითმმართველობა •პირდაპირი დემოკრატია •კლასობრივი ბრძოლამსოფლიო რევოლუციაპროლეტარიატის დიქტატურაგეგმიური ეკონომიკაპროლეტარული ინტერნაციონალიზმი

ცნობილი მოღვაწეები

ტომას მორიტომაზო კამპანელაგრაკხ ბაბეფი•რობერტ ოუენი•ვილჰელმ ვაიტლინგი•ალექსანდრე გერცენი•კარლ მარქსიფრიდრიხ ენგელსიელიზე რეკლიუპეტრე კროპოტკინიერიკო მალატესტა•როზა ლუქსემბურგიკლარა ცეტკინივლადიმერ ლენინიალექსანდრ ბერკმანი•ემა გოლდმანი•ბარტოლომეო ვანცეტი•ლევ ტროცკინესტორ მახნოალექსანდრა კოლონტაიანტონიო გრამშიიოსებ სტალინიბუენავენტურა დურუტი•ანტონ პანეკუკი•ხო ში მინიმაო ძედუნიიოსიპ ბროზ ტიტოალბერ კამიუჰერბერტ მარკუზე•ჟან-პოლ სარტრიენვერ ხოჯასიმონ დე ბოვუარიჩე გევარაპიერ პაოლო პაზოლინიკიმ ირ სენიკორნელიუს კასტორიადისი•გი დებორი•მიურეი ბუკჩინიფიდელ კასტროსუბკომანდანტე მარკოსი•

მოქმედი კომუნისტური პარტიები და მოძრაობები

კომუნისტური პარტიები

მიმდინარეობები

უტოპიური სოციალიზმიმარქსიზმიევროკომუნიზმი •ანარქო-კომუნიზმიქრისტიანულისამხედროპირველყოფილი •

კომუნიზმი — საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობა, დაფუძნებული წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ფლობაზე. კომუნისტური საზოგადოება ემყარება პრინციპს: „თითოეულისაგან — მისი უნარის მიხედვით, თითოეულს — მოთხოვნილების მიხედვით“. კომუნიზმი მიიღწევა სოციალური კლასების, ფულისა[1][2] და სახელმწიფოს გაუქმებით.[3][4]

მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ მარქსიზმი ეწოდა. მარქსმა და ენგელსმა ისტორია განიხილეს როგორც საზოგადოებრივი-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერი ცვლილება. მათი აზრით, კომუნიზმის დამყარების წინაპირობას უშუალოდ კაპიტალიზმის პირობებში არსებული წინააღმდეგობები და კლასობრივი ანტაგონიზმი წარმოშობს. როდესაც კაპიტალიზმი მიაღწევს თავისი განვითარების უმაღლეს სტადიას — იმპერიალიზმსპროლეტარიატი აჯანყდება ბურჟუაზიის წინააღმდეგ და დაამხობს მის ბატონობას, რის შემდეგაც ძალაუფლება გადავა მშრომელი ხალხის ხელში.

მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმში გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით, რომელსაც სოციალიზმი ეწოდება. ამ დროს შენარჩუნებულია ფული და სახელმწიფო, თუმცა ახალ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციაში ისინი ახალ დანიშნულებას იძენენ. სოციალიზმის განვითარების პროცესის პარალელურად ქრება აუცილებლობა ფულისა და სახელმწიფოს არსებობაში, რის შემდეგაც საზოგადოება გადადის განვითარების ახალ საფეხურზე — სრული კომუნიზმი.

რუსმა ფილოსოფოსმა პეტრე კროპოტკინმა ჩამოაყალიბა იდეოლოგია, რომელსაც ანარქო-კომუნიზმი ეწოდა. კროპოტკინი სახელმწიფოს განიხილავდა როგორც ძალადობრივ ინსტიტუტს, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევდა მის გაუქმებას და კომუნიზმის დამყარებას ყველანაირი გარდამავალი ეტაპის გარეშე.

მე-20 საუკუნეში კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირში, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა. ერთ-ერთი ბოლო ვინც კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი თქვა, ჩრდილოეთ კორეა იყო, სადაც 2009 წელს, კონსტიტუციიდან ოფიციალურად ამოიღეს კომუნიზმი, როგორც სახელმწიფო იდეოლოგია.[5]

კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია ლათინურ ამერიკაში.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი