ხორხე ვალდანო

არგენტინელი ფეხბურთელი

ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი (ესპ. Jorge Alberto Francisco Valdano Castellanos; დ. 4 ოქტომბერი, 1955, ლას-პარეხასი, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხორხე ვალდანო. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ალავესის“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მადრიდის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2][3][4][5]

ხორხე ვალდანო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1955 (1955-10-04) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ლას-პარეხასი,
სანტა-ფეს პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე188 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1972ნიუელს ოლდ ბოისი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1973–1975ნიუელსი46(11)
1975–1979ალავესი107(21)
1979–1984რეალ სარაგოსა143(46)
1984–1987რეალ მადრიდი85(40)
სულ381(118)
ეროვნული ნაკრები
1975–1990არგენტინა23(7)
სამწვრთნელო კარიერა
1991–1992რეალ მადრიდი (ახალგ.)
1992–1994ტენერიფე
1994–1996რეალ მადრიდი
1996–1997ვალენსია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზოგჯერ ვალდანოს მეტსახელად „ფეხბურთის ფილოსოფოსს“ უწოდებენ. იგი ერთ-ერთია იმ შვიდ არგენტინელ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გოლის გატანა შეძლეს.

კარიერა

საკლუბო კარიერა

ვალდანო „ნიუელს ოლდ ბოისის“ გუნდის წარმომადგენლებმა მოზარდ ფეხბურთელთა ერთ-ერთ ტურნირზე შენიშნეს და გუნდში მიიწვიეს. იგი ჯერ 17 წლისაც არ იყო, როდესაც „ნიუელსის“ პირველი გუნდის ძირითადში ითამაშა. ადრეული ასაკიდანვე მას გამოარჩევდა ორივე ფეხით კარგად დარტყმისა და თავით კარგად თამაშის, ასევე შეტევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავების და საჭიროების შემთხვევაში — ნახევარდაცვაშიც მაღალ დონეზე თამაშის უნარი. გარდა ამისა, თავდამსხმელი არ იყო თანაგუნდელებს შორის თავის წარმოჩენისა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი და უმთავრესად გუნდური თამაშით გამოირჩეოდა. 1974 წელს მისი დახმარებით, კლუბმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო. სულ, „ნიუელსის“ მაისურით 1973–1975 წლების განმავლობაში ეროვნული პირველობის ფარგლებში ჩატარებულ 46 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

1975 წელს ვალდანომ ევროპაში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც იმ დროისთვის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ალავესში“ დაიწყო თამაში. საერთო ჯამში მის რიგებში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 107 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 21 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი საკმაოდ სწრაფად გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე და გულშემატკივართა სიმპათიებიც მალე მოიპოვა, „ალავესმა“ ოთხი წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხა სათამაშო კლასის იმ დონეზე ამაღლება, რაც კლუბს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში აღზევების საშუალებას მისცემდა.

შედეგად, 1979 წელს, 24 წლის ასაკში, ვალდანომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ სარაგოსას“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1984 წლების განმავლობაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 143 მატჩში 46 გოლი გაიტანა. მართალია, გუნდი მისი რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე პრეტენზიებს არ აცხადებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესპანეთის საფეხბურთო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ყოველწლიურად ახერხებდა. კლუბის შემადგენლობაში არგენტინელის ყველაზე წარმატებული 1982–83 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „სარაგოსა“ ესპანეთის პრიმერის მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო ხორხე კლუბის მაისურით გატანილი 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

„სარაგოსას“ რიგებში საკმაოდ შედეგიანმა და გამორჩეულად სტაბილურმა თამაშმა მას შესაძლებლობა მისცა 1984 წლიდან ესპანური გრანდის მადრიდის „რეალის“ რიგებში განეგრძო საკლუბო კარიერა. პირველივე სეზონის ბოლოს (1984–85), არგენტინელი 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ, რაც მადრიდელთა გუნდს მექსიკელი უგო სანჩესი შეუერთდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ევროპული და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა — ვალდანოს, სანჩესისა და ემილიო ბუტრაგენიოს შემადგენლობით.

სანაკრებო კარიერა

1975–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და 7 ბურთი გააქვს.[6]

სტატისტიკა

საკლუბო

კლუბიდივიზიონისეზონილიგათასი (1)საერთ (2)ჯამში (3)
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ნიუელს ოლდ ბოისი
 არგენტინა
პრიმერა დივიზიონი197321----21
1974194----194
1975256--43299
სულ461100435014
ალავესი
 ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონი1975-76264----264
1976-77308??--308
1977-78264??--264
1978-79255??--255
სულ10721000010721
რეალ სარაგოსა
 ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი1979-8034964--4013
1980-81173----173
1981-8229999--3818
1982-833417107--4424
1983-8429845--3313
სულ1434629250017271
რეალ მადრიდი
 ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი1984-852617421044023
1985-863216411174724
1986-872772141339
სულ8540104251212056
სულ ჯამში38111839292915449162
(1) ესპანეთის თასისა (1975-87) და ესპანეთის ლიგის თასის (1982-85) მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასის (1975), უეფა-ს თასისა (1984-86) და ევროპის ჩემპიონთა თასის (1986-87) მონაცემების ჩათვლით.
(3) ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.
წყარო: BDFutbol - AupaZaragoza - Mundo Deportivo - Transfermarkt.

სანაკრებო

ეროვნული
ნაკრები
წლებიამხანაგურიმუნდიალიკოპა ამერიკასხვაჯამში
მატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
არგენტინა
197500--101222
19823020----50
198500----5151
19861074----84
198710------10
199020------20
სულ ჯამში70941063237

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.[7][8][9]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1982  ესპანეთი 20თავდამსხმელი20101
მეორე რაუნდი
1986  მექსიკა 11თავდამსხმელი74610
ჩემპიონი

ჩატარებული მატჩები

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ხორხე ვალდანოს მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგარიში
გუნდი მეორე
რაუნდი
წყარო
113.06.1982კამპ ნოუ, ბარსელონაარგენტინა  0–1  ბელგიაპირველი რაუნდი, ჯგუფი 3
218.06.1982ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტეარგენტინა  4–1  უნგრეთიპირველი რაუნდი, ჯგუფი 3
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ხორხე ვალდანოს მონაწილეობით

მიღწევები

საკლუბო

ნიუელს ოლდ ბოისი
რეალ მადრიდი

სანაკრებო

არგენტინა

ინდივიდუალური

სამწვრთნელო

რეალ მადრიდი

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი