ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.

ინგლისი
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი The Three Lions (სამი ლომი)
ასოციაცია ფეხბურთის ასოციაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ინგლისის დროშა გარეთ საუთგეიტი
ყველაზე მეტი კეპი პიტერ შილტონი (125)
ბომბარდირი ჰარი კეინი (59)
ფიფა-ს კოდი ENG
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 0 - 0 ინგლისი ინგლისის დროშა
(პატრიკი, შოტლანდია; 30 ნოემბერი, 1872)
უდიდესი გამარჯვება
ირლანდია 0 - 13 ინგლისი ინგლისის დროშა
(ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია; 18 თებერვალი, 1882)
უდიდესი დამარცხება
უნგრეთი 7 - 1 ინგლისი ინგლისის დროშა
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 23 მაისი, 1954)
გამოსვლა (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1950|1950]])
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1966
გამოსვლა (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი, 1968,
ნახევარფინალი 1996

ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როდესაც ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4–2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა.მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELo–ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია 54 მოგებით, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.

ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია, რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80–იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი.

ისტორია

ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ–ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან :შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883–1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.

ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს(ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1–0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.

1947 წელს მწვრთნელად უოლტერ უინტერბოტომი დაინიშნა, რომელიც 1963 წლამდე წვრთნიდა გუნდს. ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე, გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა – 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6–3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7–1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: "ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში".

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა, ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ–ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი ჯგუფში ჩარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები–4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ–თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით 3:2 წააგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ–გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა 2:0–ს, საბოლოოდ დამატებით დროში 3:2 დამარცხდა. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე–4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როდესაც ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.

1990 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა. პიტერ შილტონის მიერ გაშვებული კურიოზული გოლის წყალობით გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის მსვლელობისას ინგლისს არ დაუდეს თერთმეტმეტრიანი როდესაც მცველებმა გარი ლინეკერი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ამის შემდეგ მოედნიდან გააგდეს ახალგაზრდა პოლ გასქოინი. მე-80 წუთზე ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტიუარტ პირსმა და კრის უოდლიმ გააფუჭეს პენალტები და გერმანია ფინალში გავიდა.

1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.

2001-2006 წლებში ინგლისის ნაკრები სვეენ გორან ერიქსონმა ჩაიბარა. იგი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. მისი პირადი ცხოვრების გამოპრესასთან მომხდარი უთანხმოების გამო ერიქსონი მაინც ინგლისელი ფანების ფავორიტი იყო.ინგლისმა კარგად ითამაშა ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2004-ზე,2006 წლის მუნდიალის დროს კი FIFA-ს რეიტინგში მე-4 ადგილი ეკავა. 2006 წელს კი მისი ორწლიანი კონტრაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან,რომელიც მოიცავდა ასევე ევრო 2008-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო შეწყდა.

მის ნაცვლად კი სტივ მაკლარენი დაინიშნა.მისი ხანა ნაკლები წარმატებით გამოირჩა-ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.იგი 2007 წლის 22 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენეს და ნაკრების არსებობის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე მწვრთნელად დარჩა.მაკლარენი ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა. იტალიელი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონის შენდეგ მეორე უცხოელი მწვრთნელი გახდა.მან პირველი თამაში 2008 წლის 6 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა, რომელიც ინგლისელებმა 2-1 მოიგეს. კაპელომ შემდგომშიც მიაღწია წარმატებას - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 10-იდან 9 თამაში მოიგო და ვადაზე ადრე მოიპოვა დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. ჩემპიონატის წინ გუნდს დააკლდა კაპიტანი და დაცვის ცენტრი რიო ფერდინანდი. ინგლისმა ჯგუფში ფრედ 0-0 ითამაშა ალჟირთან, დაიკავა მეორე ადგილი და მერვედფინალში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 1-4. მატჩში, 2-1 ანგარიშის დროს გოლი არ ჩაუთვალეს ფრენკ ლემპარდს.

კაპელოს ინგლისმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, 2012 წლის დასაწყისში კაპელო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ევრო 2012-ზე გუნდს როი ჰოჯსონი გაუძღვა. ინგლისმა მეოთხედფინალს მიაღწია და იქ პენალტების სერიაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან. ჰოჯსონის გუნდმა წააგო პირველი ორი მატჩი 2014 წლის მსოფლიო თასზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებთან და ვერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

სტადიონი

არსებობის მანძილზე პირველი 50 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრები საშინაო თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა.საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე გადასვლამდე ინგლისელები კრიკეტის მოედნებზე თამაშობდნენ.ინგლისმა უემბლის სტადიონზე პირველი მატჩი 1924 წელს, შოტლანდიასთან გამართა, მომდევნო 27 წლის მანძილზე ეს სტადიონი მხოლოდ შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაშისთვის გამოიყენებოდა.

უემბლის სტადიონი მდებარეობს ბრენტის რაიონში, ლონდონში, ეკუთვნის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას.იგი უპირველეს ყოვლისა გამოიყენება ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის და ინგლისის თასის ფინალებისთვის.

მედია მაუწყებლობა

ინგლისის ნაკრების ოფიციალურ საშინაო და გასვლით ამხანაგურ მატჩებს უჩვენებს ტელეკომპანია ITV,ხოლო ოფიციალურ გასვლით და საშინაო ამხანაგურებს–სეტანტა სპორტსი უჩვენებდა 2009 წლის ივნისში დახურვამდე.ამ მიზეზით ხალხმა ინტერნეტით ნახა 2009 წლის 10 ოქტომბერს თავიანთი გუნდის მატჩი უკრაინასთან.ეს იყო პირველი ფაქტი როდესაც,ინგლისელმა ხალხმა ასე უყურა თავისი გუნდის თამაშს.ინგლისში ტელეკომპანიები იხდიან 250 000 დან 300 000–მდე ევროს,მაყურებელი კი 500 000 კაცს შეადგენს.ყველა მატჩი თავისი კომენტარებით გადაიცემა BBC-რადიოზე.

ავსტრალიაში კი ინგლისელი ლომების მატჩების ტრანსლაციას სეტანტა სპორტს ავსტრალია აწარმოებს.

ფერები

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ტრადიციული ფერებია თეთრი მაისური,მუქი–ლურჯი შორტები და თეთრი წინდები.2001 წლიდან გუნდს პერიოდულად აცვია თეთრი შორტები.

ინგლისელთა ტრადიციული გასვლითი ფერებია წითელი მაისური,თეთრი შორტები და წითელი წინდები.თუმცა ინგლისელები არაბრიტანულ გუნდთან თამაშამდე გასვლით ფორმას არ იყენებდნენ.1945–52 წლებში ინგლისელების გასვლითი ფორმა ლურჯი იყო.1996 წელს შეიცვალა და გახდა რუხი მაისური,შორტები და წინდები.ეს ფორმა მათ გერმანელებთან,ბულგარელებთან და ქართველებთან მატჩებში ეცვათ.მაგრამ ტრადიციიდან გადახვევა არაპოპულარული იყო და მას შემდეგ ინგლისის ნაკრები ისევ წითელ ფორმას დაუბრუნდა.ამ ფორმას ხანდახან საშინაო მატჩებშიც იყენებენ.

2009 წლის 28 მარტს სლოვაკებთან მატჩში შედგა ახალი ფორმის პრეზენტაცია–უმბროს რეტრო სტილი,რომელიც მთლიანად თეთრ მაისურზეა.ამ ახალმა ფორმამ ჩაანაცვლა ტრადიციული მუქი ლურჯი შორტები,თუმცა უკრაინელებთან 1–0 წაგებულ შეხვედრაში ინგლისელებს მუქი ლურჯი შორტები ეცვათ.

მესამე ფორმა

ინგლისის ნაკრებს იშვიათად აცვია მესამე ფორმა.1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკის ნაკრების წინააღმდეგ ინგლისელთა მესმაე ფორმა იყო ღია ლურჯი მაისური,შორტები და წინდები.

1973 წელს ჩეხოსლოვაკიის,პოლონეთის და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ინგლისელებმა გამიყენეს ბრაზილიელების მაგავსი ყვითელ–ლურჯი ფორმა.

1986–1992 წლებში იყო ღია ლურჯი მესამე ფორმა,მაგრამ ფეცბურთელები მას ძალიან ისვიათად იყენებდნენ.

რაც შეეხება იმ მესამე ფორმას რაც აცვიათ ხოლმე დროგამოშვებით ინგლისელებს,მისი დიზაინერია დეივიდ ბლანჩი.

ამხანაგური მატჩები

მეტოქესტადიონითარიღიანგარიში
შვეიცარიაუემბლი, ლონდონი6 თებერვალი 20082–1
საფრანგეთისტად დე ფრანსი,პარიზი26 მარტი 20080–1
ამერიკის შეერთებული შტატებიუემბლი,ლონდონი28 მაისი 20082–0
ტრინიდადი და ტობაგოჰესლი კროუფორდ სთედიუმი, პორტ სპეინი1 ივნისი 20083–0
ჩეხეთიუემბლი,ლონდონი20 აგვისტო 20082–2
გერმანიაოლიმპია შტადიონი, ბერლინი19 ნოემბერი 20082–1
ესპანეთირამონ სანჩეს პისხუანი, სევილია11 თებერვალი 20090–2
სლოვაკეთიუემბლი, ლონდონი28 მარტი 20094–0
ჰოლანდიაამსტერდამ არენა, ამსტერდამი12 აგვისტო 20092–2
სოლვენიაუემბლი, ლონდონი5 სექტემბერი 20092–1
ბრაზილიახალიფა ინტერნაიშენელი, დოჰა14 ნოემბერი 20090–1
ეგვიპტეუემბლი, ლონდონი3 მარტი 2010

ამჟამინდელი შემადგენლობა

0#0პოზიციამოთამაშედაბადების თარიღი (ასაკი)მატჩიგოლიკლუბი
1ჯო ჰარტი19 აპრილი, 1987 (1987-04-19) (37 წლის)560 მანჩესტერ სიტი
ჯეკ ბატლენდი10 მარტი, 1993 (1993-03-10) (31 წლის)90 სტოკ სიტი
13ბენ ფოსტერი3 აპრილი, 1983 (1983-04-03) (41 წლის)80 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
22ფრეიზერ ფორსტერი17 მარტი, 1988 (1988-03-17) (36 წლის)30 საუთჰემპტონი
2გლენ ჯონსონი23 აგვისტო, 1984 (1984-08-23) (39 წლის)541 ლივერპული
6ფილ ჯაგიელკა17 აგვისტო, 1982 (1982-08-17) (41 წლის)383 ევერტონი
5გერი კეიჰილი9 დეკემბერი, 1985 (1985-12-09) (38 წლის)323 ჩელსი
3ლეიტონ ბეინზი11 დეკემბერი, 1984 (1984-12-11) (39 წლის)301 ევერტონი
12კრის სმოლინგი22 ნოემბერი, 1989 (1989-11-22) (34 წლის)210 მანჩესტერ იუნაიტედი
16ფილ ჯონსი21 თებერვალი, 1992 (1992-02-21) (32 წლის)190 მანჩესტერ იუნაიტედი
2კაილ უოკერი28 მაისი, 1990 (1990-05-28) (33 წლის)130 ტოტენჰემი
3რაიან ბერტრანი5 აგვისტო, 1989 (1989-08-05) (34 წლის)50 საუთჰემპტონი
14კიერან გიბსი26 სექტემბერი, 1989 (1989-09-26) (34 წლის)50 არსენალი
23ლუკ შოუ12 ივლისი, 1995 (1995-07-12) (28 წლის)40 მანჩესტერ იუნაიტედი
2კალუმ ჩემბერსი20 იანვარი, 1995 (1995-01-20) (29 წლის)30 არსენალი
2ნათანიელ კლაინი5 აპრილი, 1991 (1991-04-05) (33 წლის)10 საუთჰემპტონი
17ჯეიმზ მილნერი4 იანვარი, 1986 (1986-01-04) (38 წლის)541 ლივერპული
4მაიკლ კერიკი28 ივლისი, 1981 (1981-07-28) (42 წლის)340 მანჩესტერ იუნაიტედი
19რაჰიმ სტერლინგი8 დეკემბერი, 1994 (1994-12-08) (29 წლის)302 მანჩესტერ სიტი
7ჯეკ უილშერი1 იანვარი, 1992 (1992-01-01) (32 წლის)282 არსენალი
21როს ბარკლი5 დეკემბერი, 1993 (1993-12-05) (30 წლის)252 ჩელსი
8დელე ალი11 აპრილი, 1996 (1996-04-11) (28 წლის)232 ტოტენჰემი
14ჯორდან ჰენდერსონი17 ივნისი, 1990 (1990-06-17) (33 წლის)220 ლივერპული
15ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი15 აგვისტო, 1993 (1993-08-15) (30 წლის)204 არსენალი
20ადამ ლალანა10 მაისი, 1988 (1988-05-10) (35 წლის)180 ლივერპული
8ფაბიან დელფი21 ნოემბერი, 1989 (1989-11-21) (34 წლის)90 მანჩესტერ სიტი
11დენი უელბეკი26 ნოემბერი, 1990 (1990-11-26) (33 წლის)3314 არსენალი
ჰარი კეინი28 ივლისი, 1993 (1993-07-28) (30 წლის)175 ტოტენჰემი
9დანიელ სტარიჯი1 სექტემბერი, 1989 (1989-09-01) (34 წლის)165 ლივერპული
18რიკი ლამბერტი16 თებერვალი, 1982 (1982-02-16) (42 წლის)73 ლივერპული
ჯეიმი ვარდი11 იანვარი, 1987 (1987-01-11) (37 წლის)51 ლესტერი

წინა ნაკრებები

შეჯიბრებათა ისტორია

ოქროსფერი აღნიშნავს ინგლისის ჩემპიონობას,ხოლო წითელი ჩარჩო მასპინძლობას.

შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე

წელირაუნდიპოზიციაგტგშ
1930ვერ გავიდა-------
1934ვერ გავიდა-------
1938ვერ გავიდა-------
19508310222
1954მეოთხედფინალი6311188
1958პირველი ჯგუფური ეტაპი11403145
19628411256
1966ჩემპიონი16510113
1970მეოთხედფინალი8420244
1974ვერ გავიდა-------
1978ვერ გავიდა-------
1982მეორე ჰგუფური ეტაპი6532061
1986მეოთხედფინალი8521273
1990მეოთხე ადგილი4733186
1994ვერ გავიდა-------
1998მერვედფინალი9421174
2002მეოთხედფინალი6522163
2006მეოთხედფინალი7532062
2010მერვედფინალი13412135
2014ჯგუფური ეტაპი26301224
სულ14/201 ტიტული622620167956

შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე

წელირაუნდიგტგშ
1960ვერ გავიდა------
1964ვერ გავიდა------
1968მესამე ადგილი210121
1972ვერ გავიდა------
1976ვერ გავიდა------
1980პირველი რაუნდი311133
1984ვერ გავიდა------
1988პირველი რაუნდი300327
1992პირველი რაუნდი302112
1996ნახევარფინალი523083
2000პირველი რაუნდი310256
2004მეოთხედფინალი4211106
2008ვერ გავიდა------
სულ7/13237793128

ტიტულები

მთავარი გუნდი

  • გამარჯვებული (1): 1966
  • მეოთხე ადგილი (1): 1990
  • ევროპის ჩემპიონატი
  • მესამე ადგილი (1): 1968
  • ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატი
  • გამარჯვებული (54)
  • ოქროს მედალი (2): 1908, 1912

მცირე ტურნირები

წელირაუნდიპოზიციაგტგშ
ეროვნებათა თასი 1964ჯგუფური ეტაპი3rd301227
1976 აშშ–ს ორასწლოვანი ტურნირიჯგუფური ეტაპი2nd320164
1985 Rous Cup1 მატჩიმე–2100101
მეხიკოს თასი 1985ჯგუფურ ეტაპიმე–3200213
1985 აცტეკა 2000 ტურნირიჯგუფური ეტაპიმე–2210131
როუსის თასი 1986ჩემპიონი 1 მატჩიპირველი110021
როუსის თასი 1987ჯგუფური ეტაპიმე–2202011
როუსის თასი 1988ჩემპიონი ჯგუფური ეტაპიპირველი211021
როუსის თასი 1989ჩემპიონი ჯგუფური ეტაპიპირველი211020
ინგლისის ჩელენჯ თასი 1991ჩემპიონი ჯგუფური ეტაპიპირველი211053
აშშ–ს თასი 1993ჯგუფური ეტაპიმე–4301225
უმბროს თასი 1995ჯგუფური ეტაპიმე–2311167
საფრანგეთის ტურნირი 1997ჩემპიონი ჯგუფური ეტაპიპირველი320131
მეფე ჰასან II–ს საერთაშორისო თასი 1998ჯგუფური ეტაპიმე–2211010
საფეხბურთო ასოციაციის ზაფხულის ტურნირი 2004ჩემპიონი ჯგუფური ეტაპიპირველი211072
სულ6 ტიტული552517137447

ფეხბურთელები

ცნობილი ფეხბურთელები

ბომბარდირები

#ფეხბურთელიპერიოდიგოლი (თამაში)
1-2უეინ რუნი2003-49 (106)
1-2ბობი ჩარლტონი1958 - 197049 (106)
3გარი ლინეკერი1984 - 199248 (80)
4ჯიმი გრივსი1959 - 196744 (57)
5მაიკლ ოუენი1998 - 200840 (89)
6ტომ ფინი1946 - 195830 (76)
7-8ნეტ ლოფთაუსი1950 - 195830 (33)
7-8ალან შირერი1992 - 200030 (63)
9ვივიენ ვუდვორდი1903 - 191129 (23)
10ფრენკ ლემპარდი1999 - 201429 (106)

ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა

#ფეხბურთელიპერიოდითამაშიგოლი
1პიტერ შილტონი1970 - 19901250
2დეივიდ ბეკჰემი1996 - 200911517
3სტივენ ჯერარდი2000 - 201411421
4ბობი მური1962 - 19731082
5ეშლი კოული2001 - 20141070
6-8ბობი ჩარლტონი1958 - 197010649
6-8ფრენკ ლემპარდი1999 - 201410629
6-8უეინ რუნი2003 -10649
9ბილი რაიტი1946 - 19591053
10ბრაიან რობსონი1980 - 19919026

მწვრთნელები

  • ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962
  • სერ ალფ რამსი 1963–1974
  • ჯო მერსერი 1974
  • დონ რევი 1974–1977
  • რონ გრინვუდი 1977–1982
  • სერ ბობი რობსონი 1982–1990
  • გრეჰემ ტეილორი 1990–1993
  • ტერი ვენეიბლზი 1994–1996
  • გლენ ჰოდლი 1996–1999
  • ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints)
  • კევინ კიგანი 1999–2000
  • პიტერ ტეილორი 2000
  • სვენ გორან ერიქსონი 2001–2006
  • სტივ მაკლარენი 2006–2007
  • ფაბიო კაპელო 2007–2012
  • როი ჰოჯსონი 2012–

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი