ჰარაპა

ჰარაპა (ინგ."Harappa") — ძველინდური ქალაქი. ჰარაპას ცივილიზაციის (ძვ.წ. 3 ათასი — მე-XVII/მე-XVI ს.ს.) ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. განლაგებულია მდინარე რავის ძველ კალაპოტთან პაკისტანში, საჰივალის ოლქში (თანამედროვე პენჯაბის ტერიტორია).

ჰარაპას ცივილიზაცია
ნივთები ძველი ჰარაპადან

„ჰარაპა“ არ წარმოადგენს ქალაქის თავდაპირველ სახელწოდებას. ეს სახელი მან მიიღო თანამედროვე ქალაქ ჰარაპადან, რომელიც განლაგებულია ნაქალაქარიდან 6 კმ. მანძილზე. თანამედროვე ჰარაპა არის ბრიტანული კოლონიზაციის დროიდან შემორჩენილი სარკინიგზო სადგური, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 15 ათას ადამიანს.

ძველი ჰარაპა აღმოჩნდა 1920-იან წლებში და იმ დროიდან დღემდე აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ქალაქის ნანგრევები ბრინჯაოს ეპოქისაა. ის თავის დროზე ერთ-ერთი გამაგრებული და მძლავრი ქალაქი ყოფილა, რომლის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 23,5 ათას ადამიანს. ძველი ქალაქი ძალიან დაზიანებულია ბრიტანეთის კოლონიზაციის პერიოდიდან, როდესაც მისი აგურები გამოიყენებოდა ლაჰორ—მულტანის რკინიგზის მშენებლობაში.

ამ ადგილას იგეგმებოდა დიდი გასართობი პარკის მშენებლობა, რომელიც 2005 წელს გადაიდო, მას შემდეგ, რაც მშენებლობის ადრეულ ეტაპზე მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი. გამოჩენილი პაკისტანელი არქეოლოგის აჰმედ ჰასან დანის მიმართვის შედეგად პაკისტანის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის აღდგენის შესახებ

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი