ჰორმონები

ჰორმონები (ბერძ. ὁρμή) — ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით ნერვებისგან, რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.

ნორეპინეფრინი

ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.

წარმოქმნა და გავრცელება

ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.

ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა) მათი წარმომქმნელი უჯრედების (ჯირკვლების) მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს (იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში) ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს.

რეცეპტორებთან ურთიერთქმედება

ჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში.

  • უმეტესი ჰორმონების, მათ შორის ცილოვანი ჰორმონების რეცეპტორი მიმღები უჯრედის მემბრანაში ზის. ჰორმონთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ციტოპლაზმაში რეაქციათა ჯაჭვი გაეშვება, რომელიც ხშირად ცილების ფოსფორილირებასთან ან დეფოსფორილირებასთან, იონური არხების ცვლილებებთან, ან მეორადი საინფომაციო მოლეკულის (მაგ. ციკლური ამფ) წარმოებასთან არის დაკავშირებული.
  • მცირე ზომის ჰორმონების, მათ შორის სტეროიდული და თიროიდული ჰორმონების რეცეპტორები მიმღები უჯრედის ციტოპლაზმაში იმყოფება და მასთან ჰორმონი მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ ურთიერთქმედებს. წარმოიქმნება ჰორმონ–რეცეპტორის ლიგანდი, რომელიც გადალახავს უჯრედის ბირთვის მემბრანას, შეაღწევს ბირთვში და ურთიერთქმედებს დნმ–თან, რითაც გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას იწვევს. ამდენად ჰორმონი საბოლოო ჯამში ცილების სინთეზზე ზემოქმედებს.

ჰორმონების მოქმედება

ჰორმონების მოქმედების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

  • ზრდის სტიმულირება ან დათრგუნვა;
  • უჯრედის კვდომის (აპოპტოზის) გამოწვევა ან შეჩერება;
  • იმუნური სისტემის გააქტიურება ან დათრგუნვა;
  • მეტაბოლიზმის რეგულირება;
  • მომზადება გარკვეული ქმედებისათვის (მაგ. ბრძოლა, გაქცევა, შეჯვარება);
  • მომზადება ცხოვრების გარკვეული ფაზისათვის (მაგ. მომწიფება, ფეხმძიმობა, მენოპაუზა);
  • რეპროდუციული ციკლის კონტროლი.

ხშირად ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების წარმოქმნას და გამოყოფას არეგულირებს.

ჰორმონების ფიზიოლოგია

უმეტეს უჯრედებს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი მოლეკულის წარმოების უნარი, რომელიც სხვა უჯრედებს ზრდის, ფუნქციის, მეტაბოლიზმის ცვლილების სიგნალს აძლევს. ენდოკრინული ჯირკვლები კი ამ საქმიანობისათვის სპეციალიზირებული ორგანოებია. როგორც წესი, ისინი მთელი ორგანიზმის რეგულირებას ახორციელებენ, თუმცა შეიძლება უფრო ვიწრო დანიშნულებაც ჰქონდეთ.

ჰორმონების წარმოქმნის სიჩქარე ჰომეოსტაზის სისტემით კონტროლდება, როგორც წესი უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით.

ჰორმონების გამოყოფა შეიძლება გააქტიურდეს ან დაითრგუნოს შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:

  • სხვა ჰორმონებით (მასტიმულირებელი ან სეკრეციის გამომწვევი ჰორმონები);
  • იონებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაციით ციტოპლაზმაში, აგრეთვე დამჭერი გლობულინების რაოდენობით;
  • ნერვული ან მენტალური აქტივობით;
  • ცვლილებებით გარემოში, მაგ. განათების, ან ტემპერატურის ცვლილებით.

ჰორმონების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ე.წ. ტროპული ჰორმონები, რომლებიც სხვა ჯირკვლების მიერ ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ახდენს. მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელსაც ჰიპოფიზი გამოჰყოფს, ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და გააქტიურებას იწვევს , რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების სეკრეცია მატულობს.

ქიმიური კლასიფიკაცია

ქიმიური აგებულების მიხედვით ხერხემლიანთა ჰორმონები სამ კლასად იყოფა:

  1. ამინო–წარმოებულები, ამინომჟავა თიროზინის ან ტრიფტოფანის წარმოებულები. მაგ.: კატეხოლამინები და თიროქსინი.
  2. პეპტიდური ჰორმონები ამინომჟავების ჯაჭვებისგან შედგება. მცირე პეპტიდური ჰორმონების მაგალითებია TRH და ვაზოპრესინი. თუ პეპტიდში ამინომჟავათა რაოდენობა ასეულები ან მეტია, ეს უკვეცილაა. ცილოვანი ჰორმონების მაგალითებია ინსულინი და ზრდის ჰორმონი. უფრო რთული სტრუქტურაა აქვთ გლიკოპროტეინებს, რომლებიც ცილის მოლეკულისა და კარბოჰიდრატის ჯაჭვის ნაერთს წარმოადგენენ. ასეთი ჰორმონების მაგალითებია მალუტეინიზებელი ჰორმონი, ფოლიკულ–მასტიმულირებები ჰორმონი და თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი
  3. ლიპიდების (მაგ. ლინოლინის ან არაქიდონის მჟავის) და ფოსფოლიპიდების წარმოებულები. ძირითადად ეს სტეროიდული ჰორმონებია, მაგ: ტესტოსტერონი და კორტიზოლი, რომელთა უმთავრეს წყაროს სასქესო ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს.

ფარმაკოლოგია

ბევრი ჰორმონი და მათი ანალოგი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ:ესტროგენებს და პროგესტაგენებს (ჰორმონალურ კონტრაცეპციასა და ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში), თიროქსინს (ჰიპოთიროიდიზმის წინააღმდეგ) და სტეროიდებს (აუტოიმუნური დაავადებებისა და სუნთქვის მოშლილობისას). ინსულინს იყენებს დიაბეტით დაავადებულთა დიდი ნაწილი. ადრენალინი ს ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება , სტეროიდები და D ვიტამინი კი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიურ კრემებში.

ჰორმონის "ფარმაკოლოგიური დოზა" ჯანმრთელ ორგანიზმში ჰორმონის ნორმალურ რაოდენობას ბევრად აღემატება და მისი მოქმედებაც ჰორმონის ბუნებრივი მოქმედებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის მაგალითია ანთების ჩაცხრობა გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზებით.

ადამიანის ჰორმონები

სტრუქტურადასახელებაშემოკლებითწარმომქმნელი ქსოვილი
ამინ–ტრიპტოფანიმელატონინი (N-აცეტილ-5-მეტოქსიტრიპტამინი)ეპიფიზი
ამინ–ტრიპტოფანისეროტონინი5-HTცენტრალური ნერვული სისტემა, კუჭ–ნაწლავი
ამინ–ტიროზინითიროქსინი (თიროიდული ჰორმონი)T4ფარისებრი ჯირკვალი
ამინ–ტიროზინიტრიიოდთირონინი (თიროიდული ჰორმონი)T3ფარისებრი ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი)ეპინეფრინი (ან ადრენალინი)EPIთირკმელზედა ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი)ნორეპინეფრინი (ან ნორადრენალინი)NREთირკმელზედა ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი)დოფამინიDPMჰიპოთალამუსი
პეპტიდიანტიმიულერის ჰორმონი (ან მიულერის ინჰიბიტორი)AMHსათესლე ჯირკვალი
პეპტიდიადიპონეკტინიAcrp30ცხიმოვანი ქსოვილი
პეპტიდიადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ან კორტიკოტროპინი)ACTHჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდიანგიოტენზინოგენი და ანგიოტენზინიAGTღვიძლი
პეპტიდიანტიდიურეტიკული ჰორმონი (ან ვაზოპრესინი, ან არგინინ ვაზოპრესინი)ADHჰიპოფიზის უკანა წილი
პეპტიდიატრიალური ნატრიურეტული პეპტიდი (ან ატრიოპეპტინი)ANPგული
პეპტიდიკალციტონინიCTფარისებრი ჯირკვალი
პეპტიდიქოლეცისტოკინინიCCKთორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდიკორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონიCRHჰიპოთალამუსი
პეპტიდიერითროპოიეტინიEPOთირკმელი
პეპტიდიფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონიFSHჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდიგასტრინიGRPკუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდიგრელინი (შიმშილის ჰორმონი)კუჭი
პეპტიდიგლუკაგონიკუჭქვეშა ჯირკვალი
პეპტიდიჰონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი (ლულიბერინი)GnRHჰიპოთალამუსი
პეპტიდიზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი ჰორმონი (სომატოკრინინი)GHRHჰიპოთალამუსი
პეპტიდიადამიანის ქორიონიული ჰონადოტროპინიhCGპლაცენტა
პეპტიდიადამიანის პლაცენტარული ლაქტოგენიHPLპლაცენტა
პეპტიდიზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი)GH or hGHჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდიინჰიბინისათესლე ჯირკვალი
პეპტიდიინსულინიINSკუჭქვეშა ჯირკვალი
პეპტიდიინსულინის მსგავსი ზრდის ჰორმონი (ან სომატომედინი)IGFღვიძლი
პეპტიდილეპტინიLEPცხიმოვანი ქსოვილი
პეპტიდიმალუტეინიზირებელი ჰორმონიLHჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდიმელანოციტების მასტიმულირებელი ჰორმონიMSH ან α-MSHჰიპოფიზის წინა და შუა წილი
პეპტიდიოქსიტოცინიჰიპოფიზის უკანა წილი
პეპტიდიპარათიროიდული ჰორმონიPTHპარათიროიდული ჯირკვალი
პეპტიდიპროლაქტინიPRLჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდირელაქსინიRLNსხვადასხვა
პეპტიდისეკრეტინიSCTთორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდისომატოსტატინიSRIFჰიპოთალამუსი
პეპტიდიტრომბოპოიეტინიღვიძლი, თირკმელი
პეპტიდითიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონიTSHჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდითიროტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონიTRHჰიპოთალამუსი
გლუკოკორტიკოიდიკორტიზოლითირკმელზედა ჯირკვალი
მინერალოკორტიკოიდიალდოსტერონითირკმელზედა ჯირკვლის ქერქი
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი)ტესტოსტერონისათესლე ჯირკვალი
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი)დეჰიდროეპიანდროსტერონიDHEAსხვადასხვა
სასქესო სტეროიდი(ანდროგენი)ანდროსტენედიოლითირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი)დიჰიდროტესტოსტერონიDHTსხვადასხვა
სასქესო სტეროიდი (ესტროგენი)ესტრადიოლიE2ყვითელი სხეული
სასქესო სტეროიდი (ესტროგენი)ესტრონიყვითელი სხეული
სასქესო სტეროიდი (ესტრიოლი)ესტრადიოლიპლაცენტა
სასქესო სტეროიდი (პროგესტაგენი)პროგესტერონიყვითელი სხეული, თირკმელზედა ჯირკვალი, პლაცენტა
სტეროლიკალციტრიოლი (ვიტამინი D3)კანი/თირკმელი
ეიკოზანოიდიპროსტაგლანდინისათესლე სითხე
ეიკოზანოიდილაიკოტრიენისისხლის თეთრი უჯრედები
ეიკოზანოიდიპროსტაციკლინიენდოთელიუმი
ეიკოზანოიდითრომბოქსანითრომბოციტები

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი