დოფამინი

დოფამინიენდოკრინული სისტემის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, საკმაოდ ძლიერი ნეირომედიატორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფიზიოლოგიური და ფსიქო-ემეციური პროცესების მიმდინარეობაში. ზეგავლენას ახდენს განწყობაზე, სიამოვნების და სიხარულის განცდაზე, მოტივაციაზე, სწავლა-შემეცნებით პროცესზე, კოგნიტურ ფუნქციებზე, ეიფორიის შეგრძნებაზე და სხვა. დოფამინის უკიდურესი ნაკლებობა ასოცირებულია შიზოფრენიასთან და პარკინსონის დაავადებასთან.[1]

ეს ჰორმონი ბუნებრივ ნარკოტიკულ საშუალებას შეიძლება შევადაროთ, რომელიც ტვინში გამომუშავდება. მისი დეფიციტი იწვევს მოტივაციის უნარის დაქვეითებას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, სიზარმაცეს, მეხსიერების გაუარესებას, ძილის პრობლემებს. სისხლში დოფამინის გადაჭარბებული რაოდენობით კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება, ჰიპერაქტიურობა. დოფამინი ჩართულია ქცევისა და მოტორული უნარების რეგულირებაში.[2] სისხლძარღვებში იგი იწვევს მათ გაფართოებას, თირკმელებში ზრდის შარდის გამოყოფას, იმუნურ სისტემაში ამცირებს ლიმფოციტების აქტივობას, ხოლო პანკრეასში ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე ამცირებს კუჭ-ნაწლავის მოძრაობას და იცავს ნაწლავის ლორწოვან გარსს.[3]

დოფამინი გამოიყენება როგორც ინტრავენური პრეპარატი, გულის უკმარისობის ან კარდიოგენური შოკის დროს. დოფამინერგული ქვესისტემები კონტროლდებიან ან თავად აკონტროლებენ ნორადრენერგულ, სეროტონერგულ, ქოლინერგულ, მელატონერგულ, გლუტამატერგიულ, პეპტიდერგიულ სისტემებს. დოფამინს აქვს ადრენერგული ნივთიერებებისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფიზიოლოგიური თვისებები.[4]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი