შინაარსზე გადასვლა

კიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კიევი
Київ
დროშაგერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი კიევის მუნიციპალური ოლქი
შიდა დაყოფა 10 რაიონი
კოორდინატები 50°27′00″ ჩ. გ. 30°30′00″ ა. გ. / 50.45000° ჩ. გ. 30.50000° ა. გ. / 50.45000; 30.50000
ქალაქის მეთაური ვიტალი კლიჩკო
დაარსდა V საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი IX საუკუნე
ფართობი 839 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 2,847,200[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 3 178 კაცი/კმ²
აგლომერაცია 15 232 460
ეროვნული შემადგენლობა უკრაინელები— 82,2%,
რუსები— 13,1%,
ებრაელები— 0,7%,
ბელარუსები— 0,6%,
პოლონელები— 0,3%
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 44
საფოსტო ინდექსი 01xxx — 06xxx
საავტომობილო კოდი AA და KA
ოფიციალური საიტი kmv.gov.ua
კიევი — უკრაინა
კიევი
ლოგო

კიევი (უკრ. Київ) — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრები იყო (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტობრივ მოსახლეობას 3 მილიონამდე ზრდის). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში.

ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ოლქს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევის მეტროს სიტემის ჩათვლით.

საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევმა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, დიდი აღმასვლისა და მივიწყების რამდენიმე ეტაპი გაიარა. მიჩნეულია, რომ ქალაქი V საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო X-XII საუკუნეებში იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი გახდა. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი გახდა ძლიერი მეზობლების — თავდაპირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის — ჩრდილქვეშ.

ქალაქმა უწინდელი აღმასვლა დაიწყო რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წელს უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კიევი მისი დედაქალაქი გახდა, 1919 წლიდან კი მას თეთრგვარდიელები აკონტროლებდნენ და მათი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო სამოქალაქო ომის წლებში. 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი გახდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.

დემოგრაფიაწყაროს რედაქტირება

მოსახლეობის რაოდ.
წელირაოდ.
1939846,724
1940930,000+9.8%
1943180,000-80.6%
19591,104,334+513.5%
19611,174,000+6.3%
19792,144,000+82.6%
19892,587,94520.7%
20012,611,327+0.9%
20052,660,401+1.8%

კიევის მოსახლეობის 46.7% (1,219,000 ადამიანი) არის მამაკაცი, ხოლო 53.3% (1,393,000 ადამიანი) ქალი. კიევის ტერიტორიაზე ცხოვრობს 130 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მათ შორის ყველაზე მეტნი არიან უკრაინელები – მთლიანი მოსახლეობის 82.2% (2,110,800 ადამიანი), შემდეგ მოდიან რუსები – 337,300 (13.1%), ებრაელები – 17,900 (0.7%), ბელარუსები – 16,500 (0.6%), პოლონელები – 6,900 (0.3%), სომხები – 4,900 (0.2%), აზერბაიჯანელები – 2,600 (0.1%), თათრები – 2,500 (0.1%), ქართველები – 2,400 (0.1%), მოლდოველები – 1,900 (0.1%). 1,069,700 მოსახლეს აქვს მიღებული უმაღლესი ან საშუალო განათლება. ეს მაჩვენებული 1989 წლიდან გაიზარდა 21.7%-ით. უკანასკნელი აღწერით, რომელიც ჩატარდა 2007 წელს, კიევის მოსახლეობა შეადგებს 2.7 მოსახლეს.

ტრანსპორტიწყაროს რედაქტირება

კიევში მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც რკინიგზის, ასევე საგზატკეცილო; არის სამდინარო პორტი; საერთაშორისო აეროპორტი ბორისპოლში და ჟულიანის შიდა აეროპორტი.

ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელსაც სამი ხაზი აქვს, საერთო სიგრძით: 58,8 კილომეტრი. მგზავრებს 46 სადგური ემსახურება სამი გადასაჯდომი კვანძით კიევის ცენტრში. კიევის მეტროპოლიტენის ყველა სადგურს ფიჭური ოპერატორები უპრობლემოდ ფარავენ: „Vodafone“, „კიევსტარი“, „Lifecell“. კიევში ასევე მოძრაობს ტრამვაი (კიევის ტრამვაი) და ტროლეიბუსი.

დაძმობილებული ქალაქებიწყაროს რედაქტირება

კიევი არის დაძმობილებული შემდეგ ქალაქებთან:

კლიმატიწყაროს რედაქტირება

წლიური ამინდი — კიევი
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწელი
რეკორდ. მაღალი °C (°F)11.1 (52)17.3 (63)22.4 (72)29.1 (84)33.6 (92)35.0 (95)39.4 (103)39.9 (104)33.8 (93)29.5 (85)23.2 (74)14.7 (58)39,9 (104)
საშუალო მაღალი °C (°F)-2.9 (27)-1.7 (29)3.6 (38)12.6 (55)20.3 (69)23.5 (74)25.3 (78)24.4 (76)19.3 (67)12.0 (54)4.1 (39)-0.8 (31)11,7 (53)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F)-8.4 (17)-7.7 (18)-3.1 (26)3.9 (39)10.1 (50)13.3 (56)15.0 (59)14.0 (57)9.6 (49)4.3 (40)-0.9 (30)-5.4 (22)3,8 (39)
რეკორდ. დაბალი °C (°F)-31.1 (-24)-32.2 (-26)-24.9 (-13)-10.4 (13)-2.4 (28)2.4 (36)5.8 (42)3.3 (38)-2.9 (27)-17.8 (-0)-21.9 (-7)-30.0 (-22)−32,2 (−26)
ნალექი მმ (დუიმი)47 (1.9)46 (1.8)39 (1.5)49 (1.9)53 (2.1)73 (2.9)88 (3.5)69 (2.7)47 (1.9)35 (1.4)51 (2)52 (2)649 (25,6)
წყარო: Pogoda.ru.net[12] 8.09.2007

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: Main PageSpecial:SearchWikipedia:Featured picturesYasukeHarrison ButkerRobert FicoBridgertonCleopatraDeaths in 2024Joyce VincentXXXTentacionHank AdamsIt Ends with UsYouTubeNew Caledonia2024 Indian general electionHeeramandiDarren DutchyshenSlovakiaKingdom of the Planet of the ApesAttempted assassination of Robert FicoLawrence WongBaby ReindeerXXX: Return of Xander CageThelma HoustonFuriosa: A Mad Max SagaMegalopolis (film)Richard GaddKepler's SupernovaWicked (musical)Sunil ChhetriXXX (2002 film)Ashley MadisonAnya Taylor-JoyPlanet of the ApesNava MauYoung SheldonPortal:Current eventsX-Men '97