ადგილობრივი ჯგუფი

ადგილობრივი ჯგუფი — გალაქტიკების გროვა, რომელიც მოიცავს „ირმის ნახტომსაც“. ეს ჯგუფი შეიცავს 54-ზე მეტ გალაქტიკას (ჯუჯა გალაქტიკების ჩათვლით). ეს გალაქტიკები დაკავშირებულია ამ ჯგუფის გრავიტაციული ცენტრის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია სადღაც „ირმის ნახტომსა“ „ანდრომედას“ შორის. ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკების დიამეტრი დაახლოებით 10 მეგასინათლის წელიწადია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჯფუგი შეადგენს 1.29±0.14 ×10×1012 მზის მასას, ხოლო მიმოფანტვის სიჩქარე (ანუ ერთმანეთის მიმართ დაშორების სიჩქარე) არის 61±8 კმ/წმ. ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ეკუთვნის „ქალწულის სუპერგროვას“. მას მეორენაირად ადგილობრივ სუპერგროვასაც უწოდებენ. ადგილობრივი ჯგუფის ორი ყველაზე მასიური წევრი არის „ირმის ნახტომი“ და ანდრომედას გალაქტიკა. თითოეულ გალაქტიკას (ამ ორს) აქვს გალაქტიკათა თანამგზავრული სისტემა.

ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკების წევრი – უსწორმასწორო „სექსტანტი A“ 4,3 მილიონი სინათლის წლის მოშორებით იმყოფება. „ირმის ნახტომის“ კაშკაშა წინა ფონზე მყოფი ვარსკვლავები ჩანან მოყვითალოდ. მათ გაღმა მდებარეობს „სექსტანტი A-ს“ ვარსკვლავები, რომელშიც ახალგაზრდა ცისფერი ვარკსლავური გროვაა. ეს გროვა ნათლად ჩანს ფოტოზე.
რკინის გადანაწილება (ლოგარითმულ სკალაზე) ირმის ნახტომის მეზობელ 4 ჯუჯა გალაქტიკაში

„ირმის ნახტომის“ თანამგზავრები:

  1. მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა (Sagittarius Dwarf Galaxy)
  2. მაგელანის დიდი ნისლეული (Large Magellanic Cloud)
  3. მაგელანის პატარა ნისლეული (Small Magellanic Cloud)
  4. ჯუჯა დიდი ქოფაკი (Canis Majoris Dwarf)
  5. ჯუჯა პატარა დათვი (Ursa Minor Dwarf)
  6. ჯუჯა დრაკონი (Draco Dwarf)
  7. ჯუჯა გემის ხერხემალი (Carina Dwarf)
  8. ჯუჯა სექსტანტი
  9. ჯუჯა მოქანდაკე (Dwarf Sculptor)
  10. ჯუჯა ღუმელი (Dwarf Fornax)
  11. ლომი I (Leo I)
  12. ლომი II (Leo I)
  13. ჯუჯა დიდი დათვი I (Ursa Majoris I Dwarf)
  14. ჯუჯა დიდი დათვი II (Ursa Majoris I Dwarf)

ანდრომედას თანამგზავრები:

  1. M32
  2. M110
  3. NGC 147
  4. NGC 185
  5. ანდრომედა I (ანდ)
  6. ანდ II
  7. ანდ III
  8. ანდ IV
  9. ანდ V
  10. პეგასის ჯუჯა სფეროიდული გალაქტიკა (ანდ VI) (Pegasus dSph Dwarf)
  11. ჯუჯა კასიოპეა (ანდ VII)
12–25: ანდ VII—XX

სამკუთხედი გალაქტიკა – მესამე უდიდესი ღია გალაქტიკა ადგილობრივ ჯგუფში. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, არის თუ არა ის ანდრომედას კომპანიონი. ჯუჯა თევზები თანაბრადაა დაშორებული ანდრომედადან და გალაქტიკა სამკუთხედიდან, ასე რომ, შეიძლება ის იყოს თითოეულის თანამგზავრი

NGC 3109-ისა და მისი კომპანიონების „სექსტანტი A“ და „ჯუჯა ანტილია“ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ისინი უკიდურესად შორს იმყოფებიან ადგილობრივი ჯგუფის ცენტრიდან.

ჯგუფის სხვა წევრები გრავიტაციულად განმარტოებულები არიან ამ უზარმაზარი ქვეჯგუფებისაგან: IC10, IC1613, ჯუჯა ფენიქსი, ლომი A, ჯუჯა ტუკანი, ჯუჯა ვეშაპი, უსწორმასწორო ჯუჯა პეგასი, ვულფ-ლანდმერკ-მილოტი, ჯუჯა მერწყული და უსწორმასწორო ჯუჯა მშვილდოსანი

ისტორია

ტერმინი „ადგილობრივი ჯგუფი“ შემოიტანა ედვინ ჰაბლმა თავისი წიგნის „ნისლეულთა სამეფოს“ VI ნაწილში. მასში ჰაბლი აღწერს მას, როგორც „ნისლეულების ტიპური პატარა ჯგუფი, რომელიც იზოლირებულია მთავარ ველში“. ამ წიგნში მან დახაზა ადგილობრივი ჯგუფის წევრების (M31, „ირმის ნახტომი“, მაგელანის დიდი ნისლეული, მაგელანის პატარა ნისლეული, M32, NGC 205, NGC 6822, NGC 185, IC 1613 და NGC 147) ნათების შემცირება. მან ასევე დაადგინა, რომ IC 10 შესაძლებელია ადგილობრივი ჯგუფის წევრი ყოფილიყო. 2003 წლისთვის, ამ ჯგუფის წევრების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 36-მდე. ეს იმიტომ მოხდა, რომ აღმოაჩინეს უამრავი დაბალი სიკაშკაშის გალაქტიკები.

დიაგრამა

დიაგრამა, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენს ადგილმდებარეობას ხილულ სამყაროში. ფოტო კარგად მეტყველებს სამყაროს ზომებზე.

ადგილობრივი ჯგუფის შიგთავსი

სპირალური გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
ანდრომედა (M31, NGC 224)SA(s)bანდრომედაჯგუფის უდიდესი წევრი. ახლახან (2006), აღმოაჩინეს რომ ეს დახურული სპირალური გალაქტიკაა. ის შეიძლება ჩვენს გალაქტიკაზე მსუბუქი იყოს.
ირმის ნახტომიSBbc---ჩვენი გალაქტიკა სიდიდით მეორეა ჯგუფში. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს გალაქტიკა ყველაზე მასიურია ადგილობრივ ჯგუფში.
გალაქტიკა სამკუთხედი (M33, NGC 598)SA(s)cdსამკუთხედისიდიდით მესამე გალაქტიკა, ერთადერთი ღია სპირალური გალაქტიკა, რომელიც ანდრომედას თანამგზავრია
ელიფსური გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
M110 (NGC 205)E6pანდრომედა (თანავარსკვლავედი)ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი
M32 (NGC 221)E2ანდრომედა (თანავარსკვლავედი)ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი
უსწორმასწორო გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
ვულფ-ლანდმერკ-მილოტი (WLM, DDO 221)Ir+ვეშაპი
IC 10KBm or Ir+კასიოპეა
მაგელანის პატარა ნისლეული (SMC, NGC 292)SB(s)m pecტუკანი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა დიდი ქოფაკიIrrდიდი ქოფაკი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა თევზები (LGS3)Irrთევზებიგალაქტიკა სამკუთხედის თანამგზავრი (?)
IC 1613 (UGC 668)IAB(s)m Vვეშაპი
ჯუჯა ფენიქსიIrrფენიქსი
მაგელანის დიდი ნისლეული (LMC)Irr/SB(s)mოქროს თევზისიდიდით მეოთხე ადგილობრივ ჯგუფში, ირმის ნახტომის თანამგზავრი
ლომი A (ლომი III)IBm Vლომი
სექსტანტი B (UGC 5373)Ir+IV-Vსექსტანტი
NGC 3109Ir+IV-Vჰიდრა
სექსტანტი A (UGCA 205)Ir+Vსექსტანტი
ჯუჯა ელიფსური გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
NGC 147 (DDO 3)dE5 pecკასიოპეაანდრომედას თანამგზავრი
SagDIG (Sagittarius Dwarf Irregular Galaxy - მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა)IB(s)m Vმშვილდოსანიეს გალაქტიკა ყველაზე შორსაა ინერციის ცენტრის მქონე წევრისგან ადგილობრივ ჯგუფში
NGC 6822 (ბერნარის გალაქტიკა)IB(s)m IV-Vმშვილდოსანი
ჯუჯა პეგასი (DDO 216)Irrპეგასი
ჯუჯა სფერული გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
ჯუჯა მენახირეdSphმენახირე
ჯუჯა ვეშაპიdSph/E4ვეშაპი
ჯუჯა მეძებარი ძაღლები I და ჯუჯა მეძებარი ძაღლები IIdSphმეძებარი ძაღლები
ანდრომედა IIIdE2ანდრომედაანდრომედას ერთ-ერთი თანამგზავრი
NGC 185dE3 pecკასიოპეაანდრომედას თანამგზავრი
ანდრომედა IdE3 pecანდრომედაანდრომედას თანამგზავრი
ჯუჯა გალაქტიკა მოქანდაკე (E351-G30)dE3მოქანდაკე"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ანდრომედა VdSphანდრომედაანდრომედას თანამგზავრი
ანდრომედა IIdE0ანდრომედაანდრომედას თანამგზავრი
ჯუჯა ღუმელი (E356-G04)dSph/E2ღუმელიირმის ნახტომის თანამგზავრი
ჯუჯა გემის ხერხემალი (E206-G220)dE3გემის ხერხემალი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა ტუმბოdE3ტუმბო)
ლომი I (DDO 74)dE3ლომი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა სექსტანტიdE3სექსტანტი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ლომი II (ლომი B)dE0 pecლომი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა პატარა დათვიdE4პატარა დათვი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა დრაკონი (DDO 208)dE0 pecდრაკონი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
SagDEG (Sagittarius Dwarf Elliptical Galaxy - მშვილდოსნის ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა)dSph/E7მშვილდოსანი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
ჯუჯა ტუკანიdE5ტუკანი
ჯუჯა კასიოპეა (ანდრომედა IV)dSphკასიოპეაანდრომედას თანამგზავრი
პეგასის ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა(Andromeda VI)dSphპეგასიანდრომედას თანამგზავრი
ჯუჯა დიდი დათვი I და ჯუჯა დიდი დათვი IIdSphდიდი დათვი"ირმის ნახტომის" თანამგზავრი
Identification Unclear
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
ქალწულის ვარსკვლავური დინებაdSph (ნარჩენი)?ქალწული"ირმის ნახტომთან" შერწყმის პროცესში.
უილმან 1ჯუჯა სფერული გალაქტიკა თუ სფერული გროვა? (კლასტერი)დიდი დათვი147 000 სინათლის წლის მოშორებით
ანდრომედა IVIrr?ანდრომედაალბათ გალაქტიკა არ არის
UGCA 86 (0355+66)Irr, dE ან S0ჟირაფი
UGCA 92 (EGB0427+63)Irr or S0ჟირაფი
სავარაუდოდ, არ არიან წევრები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
GR 8 (DDO 155)Im Vქალწული
IC 5152IAB(s)m IVინდოელი
NGC 55SB(s)mმოქანდაკე
ჯუჯა მერწყული (DDO 210)Im Vმერწყული
NGC 404E0 ან SA(s)0-ანდრომედა
NGC 1569Irp+ III-IVჟირაფი
NGC 1560 (IC 2062)Sdჟირაფი
ჟირაფი AIrrჟირაფი
ჯუჯა არგონავტიIrrგემის ხერხემალი
ESO 347-8 (2318–42)Irrწერო
UKS 2323-326Irrმოქანდაკე
UGC 9128 (DDO 187)Irp+მენახირე
სექსტანტი C
ობიექტები, რომლებიც უკვე აღარ არიან აღიარებულნი, როგორც გალაქტიკები
დასახელებატიპითანავარსკვლავედიაღწერა
პალომარ 12 (ჯუჯა თხის რქა)თხის რქასფერული გროვა, რომელიც ოდესმე კლასიფიცირებული იყო სფეროიდულ გალაქტიკად
პალომარ (თავდაპირველად აღინიშნებოდა Ursa Major Dwarf - ჯუჯა დიდი დათვი)დიდი დათვისფერული გროვა, რომელიც ოდესღაც სფეროიდულ გალაქტიკად მიიჩნევდნენ

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
  • The Local Group of Galaxies, SEDS Messier pages
  • A Survey of the Resolved Stellar Content of Nearby Galaxies Currently Forming Stars დაარქივებული 2009-05-09 საიტზე Wayback Machine. , Lowell Observatory
  • van den Bergh, Sidney (2000). „Updated Information on the Local Group“. The Publications of the Astronomical Society of the Pacific. 112 (770): 529–536. arXiv:astro-ph/0001040. Bibcode:2000PASP..112..529V. doi:10.1086/316548.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი