ადოლფ ბუტენანდტი
ადოლფ ბუტენანდტი (გერმ. Adolf Butenandt; დ. 24 მარტი, 1903 — გ. 18 იანვარი, 1995) — გერმანელი ბიოქიმიკოსი. 1939 წელს, სასქესო ჰორმონებზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. 1960 წლიდან 1972 წლამდე იყო „მაქს პლანკის საზოგადოების“ პრეზიდენტი.
ბიოგრაფია
ადოლფ ბუტენანდტი 1903 წლის 24 მარტს დაიბადა ბრემერჰავენის მახლობლად. სწავლა დაიწყო მარბურგის უნივერსიტეტში.
გეტინგენის უნივერსიტეტში სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობდა ნობელის პრემიის ლაურეატთან, ადოლფ ვინდაუსთან ერთად. 1927 წელს მიენიჭა დოქტორანტის წოდება.
სწავლის დამთავრების შემდეგ, 1931 წელს გახდა გეტინგენის უნივერსიტეტის ლექტორი. 1933 წლიდან 1936 წლამდე იყო გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის შეერთებულ შტატების სტუმრობის შემდეგ იგი გახდა „კაიზერ ვილჰელმის ბიოქიმიის ინსტიტუტის“ დირექტორი.[21]
1936 წლის 1 მაისს გაწევრიანდა ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიაში. 1945 წელს გახდა ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, 1956 წელს, ტუბინგენის უნივერსიტეტის მიუნხენში გადატანის შემდეგ, ბუტენანდტიმ აკადემიური საქმიანობა მიუნხენის უნივერსიტეტში გააგრძელა.
ადოლფ ბუტენანდტი გარდაიცვალა 1995 წელს, მიუნხენში.
ლიტერატურა
- Angelika Ebbinghaus, Karl-Heinz Roth (2002). „Von der Rockefeller Foundation zur Kaiser-Wilhelm/Max-Planck-Gesellschaft: Adolf Butenandt als Biochemiker und Wissenschaftspolitiker des 20. Jahrhunderts“. Zeitschrift für Geschichtswissenschaft. 50 (5): 389–418.
- Schieder, Wolfgang (2004). Adolf Butenandt und die Kaiser-Wilhelm-Gesellschaft - Wissenschaft, Industrie und Politik im "Dritten Reich". Göttingen: Wallstein-Verlag, გვ. 450. ISBN 3-89244-752-7.
რესურსები ინტერნეტში
- 1939 Nobel Prize in Chemistry
- Biography
- MPG Biography დაარქივებული 2009-09-16 საიტზე Wayback Machine.
- Lindau Nobel Laureate Meetings: Background information on and historical lectures by Adolf Butenandt (mediatheque)